როგორ შევქმნათ სუნამო დამოუკიდებლად?

როგორ შევქმნათ სუნამო დამოუკიდებლად?
პატრიკ ზიუსკინდის პარფიუმერი ალბათ გახსოვთ, ფილმიც არის და ძალიან მაგარი წიგნიც. ვისაც არ გინახავთ და არ წაგიკითხავთ – Feme-ს რედაქტორი გირჩევთ – თავისუფალ დროს რომ გამონახავთ, აუცილებლად წაიკითხოთ და შემდეგ ნახეთ ფილმი.

ეს უბრალოდ სტატიის თემატიკასთან დაკავშირებით გამახსენდა და მომინდა თქვენთვის გაზიარება. თავად სტატია, რომელსაც ახლა კითხულობთ, საინტერესო იქნება იმ კუთხით, რომ თქვენ თითონ შეძლებთ სუნამოს შექმნას, თანაც ისეთის, რომელიც სხვას არ აქვს!


ვიდრე სუნამოს შექმნას შეუდგებოდეთ, მოიმარჯვეთ შემდეგი რეკვიზიტები:


1. მინის ჭურჭელი. ჩხირები, რომლითაც შეძლებთ მიღებულ მასას მოურიოთ. გრამებით ასახული ფინჯნები, უკეთესი იქნება სამედიცინო კოლბა. შეიძლება ფინჯანი ან კოლბა იყოს ერთი, სადაც ყველაფერს ერთად აურევთ, ან აიღოთ სამი ცალი, სადაც ცალ-ცალკე გადაანაწილებთ სუნამოს ე.წ. „აკორდებს“;
2.დაგჭირდებათ მუქი, მინის ჭურჭელი, რომელიც მჭირდოდ იხურება-არომატის შესანახად;
3.პულვიზატორი;
4.ფილტრის ქაღალდი, მაგალითად, ფრანგული პრესის ყავის ფილტრი;
5.ფურცელი და კალამი წვეთების რაოდენობის ჩასაწერად: მოიგონე-ჩაიწერე-გააკეთე. თუ რომელიმე სუნამოს არომატის დამატებას მოინდომებ, მოიფიქრებ რამდენი და როგორ, ესეც უნდა ჩაინიშნოთ. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე შედევრს შექმნით და მის გამეორებას მოინდომებთ.

კომპონენტები
როგორ შევქმნათ სუნამო დამოუკიდებლად?1.როგორ შევქმნათ სუნამო დამოუკიდებლად?ძირითადი ნელსაცხებელი-ეს შეიძლება იყოს ჟოჟობას ზეთი, ყურძნის ან ატმის ზეთი. სუნამო, რომლებიც ჩამოთვლილი ზეთებისგან მზადდება მძაფრი არ არის. მისი დამატება ასევე შეგიძლიათ აბაზანაში, ქაფის ნაცვლად, სურნელოვანი აბაზანის მისაღებად.
2.სპირტი, რომელიც იქნება 96 %-იანი. მან შეიძლება ზეთი ჩაანაცვლოს. სპირტზე დამზადებული სუნამო უფრო მძაფრია და ზამთრის, ანუ ცივი სუნამოების ეფექტს ქმნის.
3.ეთერზეთები გემოვნების მიხედვით, რომელიც აფთიაქშიც კი იყიდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარდის, ჟასმინის, ან ციტრუსების ეთერზეთები. გახსოვდეთ, რომ ნატურალური ზეთები ძალიან იშვიათი შემთხვევაა. უმრავლესობა მათგანი ნახევრად ნატურალური და ნახევრად ქიმიურია.


პროცესი

1.პირველ რიგში, მთავარია გავარკვიოთ როგორი არომატი გვინდა ჩვენ. მძაფრი, რბილი, ცივი, თბილი, თუ ა.შ. თუმცა ეს განსაზღვრებებიც ინდივიდუალურია.
აღნიშნული კონცეპციის მიხედვით ვირჩევთ ეთერზეთებს. ამიტომ, ეთერზეთების შერჩევისას დაფიქრდით ასოციაციებსა და მახასიათებლებზე.
2.ჩაიწერეთ თქვენს მიერ შერჩეული ეთერზეთი და უკვე უნდა დაფიქრდეთ წვეთების რაოდენობაზე. თუ რომელიმე „ნოტის“, ანუ არომატის გააქტიურება გინდათ, ცხადია, ის მეტი უნდა უყოთ.
3.დაიწყეთ შერჩეული ეთერზეთების წვეთების ერთმანეთში არევა წინასწარ მომზადებულ მინის ჭურწელში და ნელი რგოლებით აურიეთ ასევე სპეციალურად მომზადებული ჯოხებით.
4.როცა კარგად აურევთ ეთერზეთებს, დაუმატეთ მიღებული მასალის მეხუთედი რაოდენობა სპირტი.
5.კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ და მოსინჯეთ სურნელი. თუ ყველაფერი მისაღებია, შექმნილი კომპოზიცია დატოვეთ 2-4 კვირის განმავლობაში „მოსამწიფებლად“. დაიმახსოვრეთ, რაც მეტი ეთერზეთია დამატებული კომპოზიციაში, მეტი დრო სჭირდება სრულყოფილი სუნამოს მისაღებად.
6. ზემოთხსენებული დროის ამოწურვის შემდეგ, სპეციალურ გასაფილტრ ქაღალდში გაფილტრეთ სითხე.
7.მოიფიქრეთ საკუთარი სუნამოს სახელი და მოამზადეთ უპასუხოთ შეკითხვას: „რა საოცარი სუნამო გასხია?“
სტატიის წყარო:feme.ge