როგორ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე საყვარელ სუნამოს! Victoria's Secret გვირჩევს

როგორ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე საყვარელ სუნამოს! Victoria's Secret გვირჩევს
დაკვირვებიხართ, რომ სუნამოს თაროზე რამდენიმე კვირით გაჩერების შემდეგ ის პირვანდელ ძალასა და არომატს კარგავს? ეს არა უაზრო ეჭვი, არამედ სრული ჭეშმარიტებაა!

ყველაზე ძვირადღირებული სუნამოები და დეოდორანტებიც კი დროთა განმავლობაში საკუთარ ძალას კარგავს, რადგან მფრინავი ნივთიერებები, რომლებიც ამ კოსმეტოლოგიურ პროდუქტებს დახვეწილ არომატს სძენს, ქრება. მათი ნაწილი ორთქლდება, ხოლო ნაწილი - გარდაიქმნება სხვა ნივთიერებებად.

როგორ მოვიქცეთ? ვისწავლოთ მათი სწორედ შენახვა!

მარკ კნიტოვსკი, რომელიც გახლავთ ''Victoria's Secret Beauty''-ის ინოვაციური პროდუქტების განვითარების უფროსი და ვიცე-პრეზიდენტი, ამბობს: ''რაც უფრო მაღალია ტემპერატურა იმ ოთახში, რომელშიც სუნამოს ვინახავთ, მით უფრო სწრაფად კარგავს ის საკუთარ არომატს''.

საუკეთესო საშუალება არომატისა და სუნის შესანარჩუნებლად - სუნამოს ფლაკონის მაცივარში შენახვა. თუ თქვენ საყვარელ სუნამოს მაცივარში შეინახავთ, ის დაახლოებით 2 წელი შეინარუნებს ძლიერ არომატს.


რატომ ხდება ასე? სუნამოს არომატის მთავარი მტერი - მაღალი ტემპერატურა და მზის სხივები. იმ შემთხვევაში, თუ კოსმეტიკურ პროდუქტს ამ ორივე ფაქტორისგან დაიცავთ, კიდევ მრავალი წლით შეძლებთ მისთვის ძლიერი არომატის შენარჩუნებას.

იმისათვის, რომ მაცივარში შენახული პროდუქტების სუნი სუნამოზე არ გადავიდეს, შეგიძლიათ გაახვიოთ ის ფოლგაში.

ფოლგა, ბნელი და გრილი ადგილი (მაგ: კარადა ან სარდაფი) - თქვენ მხოლოს ეს გჭირდებათ - აკეთებს რეზიუმეს კნიტოვსკი


როგორ გამოვიყენოთ სუნამო, სხეულზე არომატის უფრო დიდი ხნით შესანარჩუნებლად?

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში არანაირი ხრიკი არ არსებობს, ამ პარამეტრის გაუმჯობესება შეუძლებელია.