ცნობილი ადამიანები, რომლებიც მილიონრებად დაიბადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც მილიონრებად დაიბადნენ
1. ლანა დელ რეი.
მომღერლის მამა, რობ გრანტი გახლდათ საინფორმაციო კომპანიის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი. თვითონ ლანამ დაამთავრა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სკოლა, სადაც წელიწადში 40,000 ამერიკულ დოლარს იხდიდა.
დღეს-დღეობით ლანა ძალიან პოპულარული და პრესტიჟული მომღერალია, რომელსაც საკმაოდ დიდი ანაზღაურება აქვს.


2. ადამ ლევინი.
ადამმა დაარსა დღეს-დღეობით ძალიან პოპულარული და წარმატებული ჯგუფი Maroon 5. ასევე იგი გახლავთ დიზაინერი და ამზადებს საკუთარ ტანსაცმელს "Kmart"_ისთვის. ადამის წარმატებაში განუსაზღვრელი წილი მიუძღვის მამამისს, ფრედ ლევინს, რომელმაც დაარსა "M. Fredric" - ტანსაცმლის მაღაზიების უდიდესი ქსელი.


3. მაილი საირუსი.
1992 წელს, როდესაც დაიბადა მაილი, მამამისის სიმღერა "Achy Breaky Heart" გახლდათ №1 პირველი ჰიტი. რომ არა მამამისი და მისი ქონება, რომელიც შეადგენდა 50 მილიონ დოლარს, მაილის არ ექნებოდა საკუთარი კარიერის მოწყობის შანსი, რომელიც დაიწყო "ჰანა მონტანას" როლის შესრულებით.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც მილიონრებად დაიბადნენ
4. ედ შირანი.
ედ შირანის მშობლები აირან ძალიან ცნობილი და წარმატებული მხატვრები. ჯონი, ადის მამა ატარებს საკუთარ კურსებს და ლექციებს, ხოლო დედამისი, იმოჯენი ქმნის ძვირადღირებულს სამკაულებს. გარდა ამისა ორივე მშობელი უკვე 20 წლის განმავლობაში ატარებს სამხატვრო კონსულტაციებს "Sheeran Lock".


5. Psy
ცნობილი მომღერალი Psy წარმოშობით გახლავთ განგამის რაიონიდან (სეულა, სამხრეთ კორეა). თავის ყველაზე პოპულარულ ჰიტში, ის სწორედ ამ რაიონზე მღერის. მამამისი პარკ ვონ-ჰო გახლავთ "Digitally Imported"_ის კორპორაციის მთავარი წარმომადგენელი, ხოლო დედა, კიმ ენ ჰი წარმატებული ბიზნესლედია. იგი ფლობს საქუთარი რესტორნების ქსელს.