დიდები და ცნობილები: ზომა პლიუსის 6 მოდელი, რომელმაც მოდის სამყაროს სტერეოტიპები დაამსხვრია

დიდები და ცნობილები: ზომა პლიუსის 6 მოდელი, რომელმაც მოდის სამყაროს სტერეოტიპები დაამსხვრია
გაძვალტყავებული, გამწიკლული მოდელების დრო, რომლებიც უფრო ნარკომნებს გვანან, ვიდრე ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებს, წარსულში დარჩა... დღეს-დღეობით მოდის სამყარო დიდი ოვაციებით მიესალმება ზომა პლიუსის წარმომადგენელ ქალბატონებს. დღე ჩვენ მოგიყვებით ზომა პლიუსის 6 მოდელის შესახებ, რომლებმაც შეძლეს მოდის სამყაროს სტერეოტიპების დამსხვრევა.

რობინ ლოლი
მიმდევრები: 26,4 ათასი თვითერზე, 122 ათასი ინსტაგრამში, 81949 ფეისბუქზე.


25 წლის ავსტრალიელი მოდელი სიდნეიდან ითვლება ზომა პლიუსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ მოდელად. ამ წელს მან მოიპოვა პირველობის ტიტული ზომა პლიუსის მოდელებს შორის, როდესაც მისი ფოტო კუპალნიკებში დაიბეჭდა ჟურნალ "Sports Illustrated"_ის ყდაზე.


სამოდელო კარიერა რობინმა დაიწყო 17 წლის ასაკში, თუმცა მან ვერ შეძლო თავისი "იდეალური" ფიგურის შენარჩუნება და უკვე 18 წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი "Bella Model Manegemen"_თან და იქცა ზომა პლიუსის ერთ-ერთ მოდელად.

ეშლი გრემი
მიმდევარი: 28 ათასი თვითერზე, 247 ათასი ინსტაგრამში, 57404 ფაისბუუქზე.


27 წლის ეშლი გრემი ლინკოლნიდან, აშშ, გახდა ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით 2014 წლის მიწურულს. ახალი 2015 წელის მის კარიერას ბევრ წარმატებას ჰპირდება.


გასულ წელს მისი ფოტო ამშვენებდა ჟურნალ "Elle"_ს ყდას. ასევე მან მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში ჟურნალ "Loce Teen Vogue"_სთვის. ყოველივე ამის გარდა მან გასული წლის ოქტომბრის თვეში დაარსა ზომა პლიუსის საცვლების საკუთარი ქსელი.

კენდის ჰაფინი
მიმდევარი: 4172 თვითერზე, 53,1 ათასი ინსტაგრამში, 37237 ფაისბუქზე.


30 წლის კენდის ჰაფინის (ვაშინგტონი, აშშ) კარიერის საწყის ეტაპატ შეგვიძლია მივიჩნიოთ 2010 წლის ფოტოსესია ჟურნალ "V magazine"_სთვის.


ერთი წლის შემდეგ, იგი მოხვდა ზომა პლიუსის საუკეთესო მოდელების სამეულში.

უიტნი ტომპსონი
მიმდევარი: 26.9 ათასი თვითერზე, 14.4 ათასი ინსტაგრამში, 19230 ფაისბუქზე.


27 წლის უიტნი ტომპსონი ფლორიდიდან, პოპულარული გახდა შოუს "ამერიკის ტოპ მოდელის" მეათე სეზონის მოგების შემდეგ.


ამ გამარჯვების წყალობით უიტნის მიეცა საშუალება გამხდარიყო ძალიან ბევრი კომპანიის სარეკლამო სახე. გარდა ამისა 2009 წელს მან გამოუშვა საუიველირო კოლექცია სახელწოდებით "Supermodel".

ტოკარა ჯონსი
მიმდევარი: 127 ათასი თვითერზე, 86,8 ათასი ინსტაგრამში, 294470 ფაისბუქზე.


33 წლის ტოკარა გახდა ცნობილი ფართო პუბლიკისთვის "ამერიკის ტოპ მოდელის" მეშვიდე სეზონში მოაწილეობის შემდეგ.


ტელეპროექტის დასრულების შემდეგ, ტოკარა გამოჩნდა ძალიან ბევრი ჟურნალის ყდაზე მოდელის ამპულაში. ასევე იგი გახდა ბევრი სარეკლამო კომპანიის სახე.

ტოკარამ გამოუშვა DVD თავისი ვარჯიშებით სახელწოდებით "Toccara's Fabulous Work-Out for Real Size Women" და იგი ფლობს საცვლების საკუთარ ქსელს სახელწოდებით "City Chic".

ტეს მიუნსტერი, ასევე ცნობილი როგორც ტეს ჰოლიდეი.
მიმდევარი: 30,5 ათასი თვითერზე, 508 ათასი ინსტაგრამში, 762139 ფაისბუქზე.


29 წლის ტესი მისიპისიდან გახდა ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით მას შემდეგ, რაც კომპანიამ "A&E" აირჩია იგი დოკუმენტალური სერიალის "Heavy"_ის სახედ.


ამის შემდეგ მან შეძლო გამხდარიყო ბევრი ცნობილი ფირმის სარეკლამო სახე.
2013 წელს მათ ჩამოაყალიბა კამპანია #effyourbeautystandards, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სტერეოტიპების დამსხვრევა ქალების სხეულის ზომისა და ფიგურის შესახებ.