რონდა - უჩველო ქალაქი, რომელიც კლდეზეა აღმართული
ქალაქი რონდა ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ესპანეთში, რომელსაც ყოველწლიურად აურაცხელი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს. აქ ყველაფერი გასაოცარია: დაწყებული უჩვეულო და ულამაზესი პეიზაჟებით, რომელიც იშლება ამ ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან, დამთავრებული რაღაც გაურკვეველი, შემაშინებელი კონცენტრაციით, რომელსაც ქმნის ქალაქში არსებული თეთრი სახლებით.
1. კლდეზე აღმართული ქალაქი რონდა მდებარეობს ესპანეთში, მალაგას პროვინციაში. იგი მდებარეობს 723 მეტრის სიმაღლეზე.
2. რონდა - ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ესპანეთში, რაზეც მეტყველებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ ნაპოვნი ნივთები პალეოლითის ხანიდან. რომის დროს ეს ქალაქი იხსენიებოდა "არუნდას" სახელწოდებით და ის ითვლებოდა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად.
3. მე-8 საუკუნეში რონდა გამოცხადა მავრიტანული ემირატების დედაქალაქად, რომელიც არსებობდა 1485 წლამდე.
4. ქალაქი გაყოფილია ორ ნაწილად: მე-13 საუკუნის ძველი ქალაქი და მე-18 საუკუნის ახალი ქალაქი, რომელთაც ერთი საერთო ხიდი აერთიანებთ, რომელიც აშენდა მე-18 საუკუნეში.
5. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადრე ამ ხიდის შიდა ნაწილში განთავსებული იყო ციხის კამერები. რონდაში ძველი ხიდიც არსებობს "PuenteViejo"_ს სახელწოდებით.
6. რონდა ითვლება ესპანური კორიდის აკვნად. სწორედ აქ აშენდა უპირველესი და ყველაზე დიდი არენა ხარებთან შესაბრძოლებლად.
7. სავაჭრო ცენტრი განთავსებული იყო კარერა ესპინელის ქუჩაზე. სწორედ ეს ადგილია ყველაზე პოპულარული ტურისტებისთვის, რადგან ისინი აქ ეძებენ სამახსოვრო სუვენირებს, თუმცა ყველაზე მთავარი, რაც თქვენ აქედან გაგყვებათ, ეს დაუვიწყარი წარმოდგენები და შტაბეჭდილებებია...
8. დღეს-დღეობით ქალაქი რონდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის....
9. ერნესტ ჰემინგუეიმ გაატარა რამდენიმე თვე ამ შთამბეჭდავ ქალაქში. იგი ამ ადგილს თავის შემოქმედებაშიცკი ახსენებდა და აღწერდა, როგორც ულამაზეს ქალაქად... არაა გამორიცხული, რომ ტურისტების სიმრავლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, სწორედ ესაა...