10 ყველაზე გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელიც მოხდა დედამიწაზე უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში

10 ყველაზე გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელიც მოხდა დედამიწაზე უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში
2015 წლის 25 აპრილს ნეპალში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი მიწისძვრა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 3000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სპეციალისტების პროგნოზებით უახლოეს მომავალში ნეპალის მოსახლეობას კლვავ მოუწევს რამდენიმე ბიძგის გადატანა... სწორედ ამ ფაქტან დაკავშირებით ჩვენ შევკრიბეთ ცნობები კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე მძლავრი და გამანადგურებელი მიძისძვრების შესახებ. მაშ ასე დავიწყოთ:

1. ვალდივია, ჩილე


1960 წელს ვალდივიაში მომხდარი მიწისძვრა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა, რომლის მაჩვენებელმაც რიხტერის შკალაზე 9,5 ბალს მიაღწია. ეს შეგვიძლია გავუტოლოთ 100 ატომური ბომბის ერთდროულად აფეთქებას. მიწისძვრა იგრძნობოდა არა მხოლოდ თვითონ ვალდივიაში, არამედ ჰავაის კუნძულებზეც კი, მთელი 700 კილომეტრის რადიუსზე. კატასტროფის შედეგად განადგურდა ვალდივია, კონსეპსონი და პუერტო-მონტი, დაიღუპა 6000 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად მიღებული ზარალი აღემატებოდა 1 მილიარდ დოლარს.

2. სუმატრა, ინდონეზია


2004 წლის 25 დეკემბერს ინდოეთის ოკეანეში მოხდა 9,3 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ცუნამი. ეს კაცობრიობის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ძლიერი სეისმური აქტივობაა, თუმცა ამ შემთხვევაში ბიძგები კიდევ უფრო დიდხანს გრძელდებდა, ვიდრე სხვა მიწისძვრების დროს. ამ მოვლენის შედეგად ასევე დაზარალდნენ მალდივია და ტაილანდი, რადგან ინდოეთის ოკეანის თითქმის ყველა სანაპიროს თავს დაესხა 5 ცუნამი. დაიღუპა 225 000 ადამიანი და ამ მიწისძვრის შედეგად მიღებული ზარალი შეადგენდა 7 მილიარდზე მეტს.

3. ტანშანი, ჩინეთი


1976 წლის 28 ივლისს ჩინეთის პროვინცია ჰებეიში მოხდა მიწისძვრა, რომელმაც ქალაქი ტანშანი მიწასთან გაასწორა. ჯამში დაიღუპა 255 000 ადამიანი, თუმცა თავდაპირველად მთავრობამ დარუპულად 655 000 ადამიანი გამოაცხადა. 8,2 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა გრძელდებოდა მხოლოდ 10 წამს, თუმცა მან ამ რაიონში ქვა ქვაზე არ დატოვა... ჰებეი გახლავთ რაიონი, სადაც სეისმური აქტიურობების მაჩვენებელი მინიმალური იყო, სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ქალაქ ტანშანში აშენებული ნაგებობები საერთოდ არ იყო გათვლილი მსგავსი სიმძლავრის სტიქიურ მოვლენაზე. საერთო ჯამში მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 1,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

4. ტაშკენტი, უზბეკისტანი, საბჭოთა კავშირი


1966 წლის 26 აპრილს დილას ტაშკენტში მოხდა 8 ბალიანი მიწისძვრა. მაქსიმალური განადგურების ზონა ვრცელდებოდა 10 კვადრატულ კილომეტრზე. დაიღუპა 8 და თავშესაფრის გარეშე დარჩა 75 000 ადამიანი.

5. პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი


რიხტერის შკალის მიხედვით 2014 წლის 12 იანვარს ჰავაიში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე შეადგენდა 7 ბალს. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი მდებარეობდა ლეოგანას მახლობლად, 25 კილომეტრის მოშორებით ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსადან. დაფიქსირრდა ზუსტად 52 მიწისქვეშა ბიძგი, რომლებიც იგრძნობოდა 12 დღის შედმეგაც კი. ამ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 316 000, დაშავდა 300 000 და თავშესაფრის გარეშე დარჩა მილიონ ადამიანზე მეტი. ასევე განადგურდა 250 000 სახლი და 30 000 კომერციული დაწესებულება.

6. ტოჰოკუ, იაპონია


2011 წლის 11 მარტს იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაფიქსირდა 9,03 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა. მიწისძვრამ, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში არსებული სეისმური აქტივობის სიმძლავრით რიგით მეხუთე ადგილზეა, შეიწირა 15 878 ადამიანი, დაშავდა 6 126 და დაიკარგა 2173 ადამიანი. გარდა ამისა მიწისძვრის შედეგად განადგურდა 129 225 შენობა, ხოლო მის მიერ გამოწვეულმა ცუნამმა სერიოზული ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. ძლიერ დაზიანდა ბირთვული ელექტრო სადგური, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით რადიაციის გამოსხივება. მოკლედ რომ ვთქვათ, იაპოვნიისათვის ეს მოვლენა ყველაზე დიდი დარტყმა იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

7. აშხაბადი, საბჭოთა კავშირი


1947 წლის 6 ოქტომბერს აშხაბადაში მოხდა 7,3 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა. ამ თემას საერთოდ ტაბუ დაედო და მის შესახებ რადიოთი ან ტელევიზიით არავის არაფერი გადმოუცია. მსხვერპლის რაოდენობა აჭარბებს 110 00 ადამიანს, ხოლო რაც შეეხება ნაგებობებს, მათი 98 პროცენტი პირდაპირი გაგებით მიწასთან გასწორდა...

8. სიჩუანი, ჩინეთი


2008 წლის 8 მაისს ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მოხტა 8 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა. ეს სეისმური აქტივობა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი მოქმედება იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებზეც კი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით დაღუპული ადამიანების რიცხვი შეადგენს 69 197 ადამიანს. ძლიერ დაშავდა 374 176 და უკვალოდ დაიკარგა 18 222 ადამიანი. ჩინეთის მთავრობამ გამოყო 1 ტრილიონი იუნი, რაც 146,5 მილიარდი ამერიკული დოლარის ექვივალენტია, რათა სრულიად აღედგინათ რაიონები, რომლებიც დაზარალდნენ ამ მიწისძვრის შედეგად.

9. ქაშმირი, პაკისტანი


2005 წლის 8 ოქტომბერს პაკისტანისა და ინდოეთის საკამათო რეგიონში დაფიქსირდა 7,6 ბალიანი წისძვრა რიხტერის შკალის მიხედვით. კატასტროფის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 85 000, ძლიერ დაშავდა 69 000 და უსახლკაროდ დარჩა 4 მილიონი ადამიანი.

10. იზმიტი, თურქეთი


1990 წლის 17 აგვისტოს 7,9 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა ჩრდილოეთ თურქეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა მხოლოდ 3,7 წამს გავრცელდა, ქალაქი იზმიტი მიწასთან გასწორდა. ოფიციალური წყაროები გვამცნობებენ, რომ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 17 127 და ძლიერ დაშავდა 43 959 ადამიანი, თუმცა სხვა წყაროების რწმუნებით დაღუპული ადამიანების რიცხვმა 45 000 გადააჭარბა. მიწისძვრამ გაანადგურა 120 000 ცუდად დაპროექტებული სახლი და 50 000 სხვა კომერციული შენობა. 300 000 ადამიანზე მეტი თავშესაფრის გარეშე დარჩა.
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე