სიცოცხლის გახანგრძლივების 8 მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდი
ცნობილმა ბრიტანელმა ფსიქოლოგმა ლუიზა ატკინსონმა, საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებასა და უკანასკნელ სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, შეადგინა რამდენიმე საკმაოდ მარტივი წესის კრებული, რომელთა დაცვით არა მხოლოდ საგრძნობლად გავიუმჯობესებთ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც გავიხანგრძლივებთ.
#1 ერთი ფინჯანი ჩაი დღეში
ერთდროულად რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ჩაიში შემავალი განსაკუთრებული კომპონენტები ხელს უწყობს სტრესის ჰორმონების დაქვეითებას, სისხლძარღვების გამტარიანობას და 28%-ით ზრდის გადარჩენის შანსს გულის ინფრაქტის შემთხვევაშიც კი.
#2 კოქტეილის ჩხირით სუნთქვა
დაუთმეთ დღეში თუნდაც 2-3 წუთი შემდეგ ვარჯიშს: ჩაისუნთქეთ ღრმად და გრძლად კოქტეილის ჩხირის მეშვეობით. ეს ვარჯიში თქვენს ფილტვებს გააძლიერებს, შეანელებს პულსს და დაბლა დასწევს არტერიულ წნევას.
# 3 იარეთ ფეხშიშველმა
მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ყოველდღიურად თუნდაც სულ ცოტახნიანი ფეხშიშველი სეირნობა დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე და აუმჯობესებს მეხსიერებას.
# 4 ჭამეთ მეტი ხახვი
ამ ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტის 80 გრამსაც კი შეუძლია არსებითად შეამციროს საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი, ასევე, მთლიანობაში, გაამყაროს იმუნიტეტი.
#5 ნუ დატოვებთ მკვეთრი ფერის პროდუქტებს მაცივარში
ოთახის ტემპერატურაზე შენახული ხილი და ბოსტნეული მათ სასარგებლო თვისებებს უნარჩუნებს. განსაკუთრებით, ისეთი მკვეთრი შეფერილობის პროდუქტებს, როგორებიც არის პომიდორი, ნესვი, საზამთრო და გრეიპფრუტი, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ლიკოპინს, ბეტა-კაროტინს. ამ ნივთიერებების რაოდენობა პროდუქტებში დაბალ ტემპერატურაზე მცირდება.
#6 გაიღიმეთ ფართოდ
ფართოდ ღიმილი ორგანიზმში ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს უშვებს, რომლებიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობას. ეს კი უმთავრესი მოქმედი ძალაა იმუნიტეტის ასამაღლებლად.
#7 დაღეჭეთ 20-ჯერ
ლუკმის 20-ჯერ დაღეჭვით თქვენ არა მხოლოდ თავიდან აიცილებთ კალორიებს, არამედ 50%-ით შეამცირებთ დიაბეტის მე-2 ტიპის განვითარებას.
#8 იჭორავეთ, რამდენიც გინდათ
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერების კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ მეგობრებში თუნდაც მხოლოდ 20 წუთი ჭორაობა ორგანიზმში ჰორმონ პროგესტერონის დონეს ამაღლებს, რაც თავის მხრივ, ხსნის შფოთვასა და სტრესს.