უმკურნალეთ ეფექტურად ვეგეტონევროზს და ნევრასთენიას!

უმკურნალეთ ეფექტურად ვეგეტონევროზს და ნევრასთენიას!
შეიძლება ითქვას, რომ ვეგეტონევროზი ორგანიზმის ყველა სისტემის მოშლის ცოცხალი მაგალითია, რითაც ვლინდება ამ დაავადების ერთ-ერთი ძირითადი თვისება - სიმპტომთა მრავალფეროვნება.

ხალხურ მედიცინას გააჩნია რამდენიმე საშუალება ამ დაავადების სამკურნალოდ:
  • აიღეთ გულყვითელას ყვავილი - 40 გრ, კატაბალახას ფესვი - 30 გრ, პიტნის ფოთოლი - 30 გრ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ თბილ ადგილას 2 სთ. გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში. ეს საშუალება გამოიყენება გულის ნევროზის დროს, რომელსაც ახლავს ჰიპერტონია. იგი ხსნის გულის ტკივილს, დაბლა სწევს წნევას, აუმჯობესებს ძილს.

  • აიღეთ გველის სუროს ფოთოლი - 10 გრ, კვლიავის ნაყოფი - 20 გრ, კატაბალახას ფესვი - 10 გრ, კუნელის ყვავილი - 20 გრ, ფითრის ბალახი - 30 გრ. ყველა კომპონენტი დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ბნელ ადგილას 2 სთ. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 -4 -ჯერ დღეში. ეს საშუალება გამოიყენება გულის ნევროზის დროს, რომელსაც ახლავს ჰიპერტონია. იგი ხსნის გულის ტკივილს, დაბლას სწევს წნევას, აუმჯობესებს ძილს.

  • 150 გრ ჭარხლის ახალგამოწურულ წვენს შეურიეთ 50 მლ თაფლი. მიიღეთ 1 - 2 ჩ/ჭ ნარევი ყოველდღე. ეს საშუალება გამოიყენება გულის ნევროზის დროს, რომელსაც ახლავს ჰიპერტონია. იგი ხსნის გულის ტკივილს, დაბლა სწევს წნევას, აუმჯობესებს ძილს. გარდა ამისა, ეს სასმელი სასარგებლოა ხანდაზმული ადამიანებისათვის სისხლძარღვების დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა