როგორ მოვამზადოთ შაურმა სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ შაურმა სახლის პირობებში
შაურმა - ეს არის აღმოსავლური კერძი, რომელიც მზადდება ცხვრის, ძროხის ან ქათმის ხორცისგან და გაჯერებულია სხვადასხვა სანელებლებით, სოუსით და ბოსტნეულით. როგორც წესი თავდაპირველად შაურმას ამზადებდნენ არაბულ ნამცხვრის ფირფიტებში, თუმცა მოგვიანებით შაურმის გამყიდვლებმა იგი შეცვალეს სმოხური ლავაშით.

ხორცი შაურმისთვის: შაურმა შეიძლება მომზადდეს დაწყებული ცხვრის, დამთავრებული ინდაურის ხორცისგან, თუმცა მომზადების პირნციპი ყოველთვის ერთნაირია: ხორცისგან ამზადებენ ფილეს და 12 საათის მანძილზე ათავსებენ მარილწყალში. როგორც წესი შაურმას ღია ცეცხლზე წვავენ, თუმცა სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ იგი მშრალ ტაფაზე. იმისათვის, რომ შაურმა წვნიანი და გემრიელი გამოვიდეს, საჭიროა გამოიყენოთ ფორთოხლის წვენი, თუმცა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გამდნარი კარაქი. ასევე საჭიროა ხორცის პერიოდულად დამარილება. იმ შემთხვევაში, თუ შაურმას ამზადებთ ღორის ხორცისგან, მოათაცსეთ იგი ცოტახნით თეთრ ღვინოში, ან ძმარში შავ წიწაკასთან ერთად, ხოლო საქონლის ხორცის შემთვევაში - ლიმონის წვენში ან წითელ ღვინოში ხახვთან ერთად. რაც შეეხება ქათმის ხორცს, მოათავსეთ იგი მაიონეზში.

პური: რაც შეეხება პურის არჩევანს, იგი ძალიან ფართოა, თუმცა ყველაზე გავრცელებული მაინც სომხური ლავაშია. ლავაში აუცილებლად უნდა იყო ახალი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იქნება მსხვრევადი და მთელი შიგთავსი გადმოგეყრებათ.

იმისათვის, რომ კერძი გაცილებით გემრიელი გახდეს გამყიდვლები მას კომბოსტოს, ხახვს, კეჩუპსა და მაიონეზს უმატებენ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ თქვენ სახლში საკუთარი თავისთვის ამზადებთ მას და დაუმატეთ ნებისმიერი საყვარელი ინგრედიენტი. მაგალითად: კიტრი, პომიდორი, სოუსი, კარტოფილი ფრი და ა.შ.

შაურმის მომზადების დროს კიტრი და პომიდორი აუცილებლად უნდა დაჭრათ მრგვალად და ძალიან თხლად.

კლასიკური სოუსი.

ვიღებთ 1 ლიტრ რაფინირებულ მცენარეულ ზეთს, 2 კვერცხს, 10 - 11 კბილ ნიორს და 1 ჩაის კოვზ მარილს.

მიქსერის მეშვეობით ვურევთ კვერცხსა და მარილს. შემდეგ ვუმატებთ დაჭყლეტილ ნიორს და ვასხავთ მცენარეულ ზეთს, ისე, რომ მასა ძალიან არ გათხელდეს. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონი ან ძმარი გემოვნების მიხედვით, ხოლო ბოლო მიღებულ მასაში ჩავამატოთ ერთი ჭიქა (უმჯობესია თბილი) წყალი. თუ გიყვართ ცხარე საჭმელი ჩაუმატეთ წითელი წიწაკა გემოვნების მიხედვით.

როგორ შევახვიოთ შაურმა?

ლავაშზე ჯერ ვალაგებთ კომბოსტოსა და სტაფილოს. ვაყრით ზემოდან თხლად დაჭრილ ხორცს. შემდეგ ვალაგებთ თხლად და მრგვალად დაჭრილ კიტრსა და პომიდორს და ვასხამთ ზემოდან ჩვენს მიერ მომზადებულს სოუსს. ყოველვიე ამის შემდეგ ვათავსებთ შაურმას მიკროტალღურ ღუმელში 50-60 წამით.

არაბული შაურმა.

800 გრამი ხორცი (უცხიმო ცხვრის ხორცი. ასევე ამზადებენ ინდაურის ან წიწილის ხორცისგან); 1 ჭიქა 5 პროცენტიანი ძმარი (საუბარია 230 მილიგრამიან ჭიქაზე); 1 ჩაის კოვზი დარიჩინი; 1 ჩ.კ წიწაკა, დანის წვერით ამოღებული კარდამონი, 3-4 კბილი ნიორი; მარილი გემოვნებით.
სოუსი: 1 ჭიქა სქელი სმეტანა; 1/4 ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი; 2-3 თავი ნიორი; მცენარეული ზეთი;


პალესტინური შაურმა ქათმის ხორცით.

300-400 გრამი ქათმის ხორცი, 400 გრამი საშუალოდ ცხიმიანი სმეტანა, 100-150 გრამი კიტრი, პომიდორი და ხახვი, 100 მილიგრამი მაიონეზი, 100 მილიგრამი კეფირი, 20 კბილი ნიორი და 1 ლიმონი.

სუნელები: შავი და წითელი წიწაკა, ზეითუნის ზედი, ღვინის ძმარი.

ევროპული შაურმა.

ქათმის ან წიწილის ხორცი, 3 თავი ხახვი, 2-3 კოვზი ტკბილი წიწაკა, 2-3 პომიდორი, 2-3 კიტრუ, 4-5 სომხური ლავაში.

ვეგეტარიანული შაურმა.

ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, კამა, მწვანე ლობიო, მცენარეული ზეთი, სანელებლები და სმოხური ლავაში.

დავჭრათ ხახვი თხლად და შევწვათ. სტაფილო გავხეხოთ და ასევე შევწვათ. გახეხილ კომბოსტოს დავამატოთ მარილი, შაქარი და ვაშლის ძმარი. მიღებული მასა შევწვათ კარგად. კამა დავჭრათ წვრილად. ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში და მიღებული მასას მოვასხათ კეტჩუპი და მაიონეზი.