ნაკურთხი წყლით მკურნალობის წესები - ეს ყველა ოჯახმა უნდა იცოდეს

ნაკურთხი წყლით მკურნალობის წესები - ეს ყველა ოჯახმა უნდა იცოდეს
19 იანვარს მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ თავის ერთერთ ყველაზე პატივსაცემ დღესასწაულს - ნათლისღებას.
მაშასადამე, თუ შეგაწუხათ სნეულებებმა, მოიმარაგეთ სამკურნალო ნათლისღების წყალი. ეს წყალი, აღებული ღამით 18-დან 19 იანვარზე 0 საათიდან და 10 წუთიდან 01 საათამდე და 30 წუთამდე ან ოდნავ მოგვიანებით, ოდიდან ითვლებოდა სასწაულმოქმედად. ამ დროს "იხსნება ცა" და ლოცვა, რომელიც მიმართულია ღმერთისკენ, იქნება მოსმენილი.

ჩვენი წინაპრები იყენებდნენ მას სამკურნალოდ, გაწმენდისთვის, ავი სულების და ბოროტი აზრების გასადევნად, ასხურებდნენ სახეზე ადამიანებს და ასხავდნენ სახლის კუთხეებში.

ნაკურთხი წყლის გამოყენებას თავისი წესები აქვს, რომლებიც მზრუნველობით ინახება ხალხურ მეხსიერებაში.

ნათლისღების წინადღეს, 18 იანვარს, ცაზე პირველი ვარსკვლავების გაჩენამდე, არაფრის ჭამა არ შეიძლება. დალიეთ მხოლოდ სუფთა წყალი და
გაატარეთ დღე მშვიდად და უკონფლიქტოდ, გაღიზიანების გარეშე. ამ დღეს კარგია სახლში სისუფთავის და წესრიგის დამყარება. საღამოს, პირველი ვარსკვლავების გაჩენის შემდეგ, შეგიძლიათ ივახშმოთ. შუაღამისკენ კი ნაკურთხი წყლის ასავსებათ მოამზადეთ სუფთა შუშის ჭურჭლები.

0 საათის და 10 წუთის შემდეგ აავსეთ წინასწარ მომზადებული ჭურჭლები წყლით ონკანიდან, ჭიდან, წყაროდან და ა.შ. სასურველია აღებული წყალი გაატაროთ გამწმენდ ფილტრში, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი პირობა. წყალი საჭიროა აავსოთ არა ნაკლებ 3 ლ და დაახუროთ ჭურჭელს თავსახური.

ნაკურთხი წყლის შენახვა უმჯობესია გრილ ბნელ ადგილას. თუ შემდგომში რაღაც მიზეზების გამო მოგინდათ ამ წყლის გადაღვრა, არავითარ შემთხვევაში არ გადაასხათ ნიჟარაში ან უნიტაზში. გააზავეთ უბრალო წყალში და გამოიყენეთ მცენარეების მოსარწყავათ.

როგორ გამოვიყენოთ ნაკურთხი წყალი?

წყლის აღების შემდეგ 3-ჯერ შეისხურეთ ნაკურთხი წყალი ან მიიღეთ აბაზანა. თუ აბაზანის მიღებას გადაწყვეტთ, 0:10-დან 01:30 წუთამდე აავსეთ აბაზანა წყლით და დაამატეთ ცხელი წყალი.

3-ჯერ გადაწერეთ ჯვარი აბაზანას და თქვენც 3-ჯერ გადაიწერეთ პირჯვარი, წაიკითხეთ ლოცვა და 3-ჯერ შემოირტყით ხელი მკერდზე, რომ გამოიწვიოთ სხეულის ვიბრაცია, რომელიც ჰარმონირებს წყლის ვიბრაციასთან.

შემდეგ მშვიდად ჩაჯექით აბაზანაში და 3-ჯერ თავით ჩაყვინთეთ წყალში, ყოველი ჩაყვინთვისას მკერდზე ხელის შემორტყმით. ბანაობის დროს მიაქციეთ ყურადღება წყლის რეაქციას. თუ წყალში ჩაშვებისას გაჩნდა ბუშტები, ესე იგი გაწმენდის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, გამოდის ნეგატიური ენერგია. აბაზანიდან ამოსვლის შემდეგ მაშინვე არ შეიმშრალოთ, უმჯობესია კანმა ცოტა შეიწოვოს წყალი.

ნაკურთხი წყლის გამოყენება 1 წელზე მეტხანს შეიძლება, მაგრამ უმჯობესია ყოველ წელს ახალი წყალი აიღოთ. ის ძლიერი ენერგეტიკული წყალია, ამიტომ მუდმივად მისი დალევა არ შეიძლება. წამალივით მიღება კი, როდესაც რაღაც გაწუხებთ, აბაზანებში დამატება, პირის დაბანა, პირის ღრუს გამოვლება და სხეულზე შესხურება ძალიან სასარგებლოა. მთავარია არ შეიმშრალოთ პირსახოცით, უნდა თვითონვე შეგაშრეთ.
სტატიის ავტორი: კესო ლაღიძე
სტატიის წყარო:rating.ge