იაფი, მარტივი და ეფექტური საშუალებები სახის გასაწმენდად

იაფი, მარტივი და ეფექტური საშუალებები სახის  გასაწმენდად
ადამიანის სახის კანზე მუდმივად მოქმედებს ატმოსფერული ტემპერატურის ცვალებადობა. კანზე მნიშვნელოვნად მოქმედებს მისი სწორი თუ არასწორი წესები.
ჯანსაღი კანი უნდა იყოს მკვრივი, გლუვი, ბუნებრივი ფერის და ოდნავ ცხიმიანი. აღსანიშნავია, რომ მშრალი კანი ადრე ნაოჭდება და ბევრად უფრო ადრე ბერდება. ყველამ უნდა იცოდეს რომ აუცილებელია საღამოს პირიდ დაბანა იმ ჭუჭყის მოსაშორებლად, რომელიც დღის განმავლობაში სახის კანზე დაგროვდა. ყველა კანი ერთნაირად ვერ იტანს საპნით დაბანას. ყოველ შემთხვევაში ნორმალური კანისათვის უნდა ვიხმაროთ ცხიმოვანი საპნები ან ლოსიონები.

მაგალითად:

კიტრის ნაყენი
ახალი, ქორფა კიტრები გავხეხოთ და მოვათავსოთ ბოთლში. ზედ თანაბარი რაოდენობის სპირტი დავახათ. მოვუკრათ თავი და შევინახოთ ორი კვირა. შემდეგ კარგად გავწუროთ, მიღებულ სითხეს მივუმატოთ თანაბარი რაოდენობის ანადუღარი წყალი და ყოველ ჩაის ჭიქა სითხეზე თითო ჩაის კოვზი სუფთა გლიცერინი.
ეს ნაყენი კარგად წმენდს კანს, თან ხელს უწყობს კანის გათეთრებას და ნაოჭებს არ აჩენს.

ლიმონის წვენი გლიცერინით
ლიმონიდან გამონაწურ წვენს მივუმატებთ 1 სუფრის კოვზ გლიცერინს და ნახევარი ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალს. ეს სითხე კარგად წმენდს სახეს. დილით პირის დაბანა უმჯობესია ცივი წყლით, რაც ამკვრივებს კანს და სიცივე -სიცხისადმი უფრო ამტანს ხდის.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი