როგორ შევაჩეროთ სლოკინი უძველესი მეთოდებით
ბებიაჩემი წლების განმავლობაში საკუთარი მეთოდებით, მხოლოდ ბალახეული საშუალებებით მკურნალობდა ახლობლებს. მინდა, შემოგთავაზოთ მისი რამდენიმე რჩევა, რომლებიც სლოკინის დროს გამოგადგებათ:
- სლოკინს ადვილად შეიჩერებთ, თუ წყალს ჭიქის საპირისპირო მხრიდან მოსვამთ. ნიკაპი ჭიქაში ღრმად ჩაყავით, ოდნავ დაიხარეთ და კისერი რაც შეიძლება წინ წასწიეთ.
- დალიეთ რამდენიმე ჭიქა ცივი წყალი - ეს მეთოდი ხშირად აჩერებს სლოკინს.
- 2 წვეთი თეთრი ღანძილის სპირტიანი ნაყენი გახეხეთ გახსენით 1 ჩაის კოვზ წყალში და დალიეთ. სლოკინი შეწყდება.
- ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი აურიეთ 1 სუფრის კოვზ ძმარში და წაისვით ენის მესამედზე. ცხადია, არცთუ სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ შედეგს უმალვე მიიღებთ. შემდეგ პირი თბილი წყლით გამოირიცხეთ.
მეთოდი არ გამოიყენოთ ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის. - აადუღეთ ჭიქა წყალი და ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი პიტნის წვენი. კიდევ წამოადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
- შეიკავეთ სუნთქვა, ხელები გადაიტანეთ ზურგის უკან და მტევნები გადააჭდეთ ერთმანეთს. გადაიხარეთ წინ და მოსვით რამდენიმე ყლუპი დაბალ სკამზე მდგარი ჭიქიდან. სლოკინი მაშინვე გაგივლით.
- მუდმივი სლოკინის შემთხვევაში ყოველ დილით, ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე, შესვით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი. სლოკინი 3-5 დღეში გაივლის, მაგრამ წყლის სმა ორი კვირა მაინც უნდა განაგრძოთ.
- ერთი ჭიქა ადუღებულ წყალს დაუმატეთ 1 ს/კ გარეული პიტნის წვენი და ისევ წამოადუღეთ, შემდეგ გააცივეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.