ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების თანდაყოლილი ფსიქიური შესაძლებლობები

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების თანდაყოლილი ფსიქიური შესაძლებლობები
თქვენი ფსიქიური შესაზლებლობების მართვაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის თავისებურებების ცოდნა, რადგან ეს დიდ ზეგავლენას ახდენს თქვენს პიროვნებაზე.

ვერძი

თქვენი შესაძლებლობაა - ადამიანებში სენსაციური ნიჭის აღმოჩენა. ერთხელ შეიძლება ქუჩის მუსკოსს გადაეყაროთ და მომდევნო წელს დაინახავთ, როგორ უკრავს ის სავსე სტადიონზე დიდი აუდიტორიის წინაშე.

კურო

სხვა ადამიანების ”საზღვრების” შეგრძნების ექსპერტი ხართ და ძალისხმევას არ იშურებთ, რათა არ გადალახოთ ისინი. იოლად უხსნით ადამიანებს, სად არღვევენ ისინი თავად თქვენს საზღვრებს და არ გეშინიათ მათი შეჩერების.

ტყუპები

მუდამ სწორ სიტყვებს ირჩევთ და ვერც კი ხვდებით ამას. ეს უბრალოდ თავისთავად ხდება.

კირჩხიბი

თქვენი ძლიერი მხარე ემპათიაა. მუდამ გრძნობთ, რას ფიქრობს სხვა ადამიანი და ამას მოხეხებულად იყენებთ სათავისოდ.

ლომი

თქვენს თავს მუდამ ყველაფერი დროულად ხდება. იცით, რა დროს გამოჩნდეთ წვეულებაზე, როდის გამოთქვათ თქვენი აზრი და როდის წახვიდეთ რისკზე.

ქალწული

აღგიქვამენ როგორც ჭკვიან ადამიანს, რადგან ინფორმაციას იქამდე ფლობთ, სანამ სხვები გაიგებენ.

სასწორი

სხვებს კითხულობთ როგორც გადაშლილ წიგნს. ზუსტად იცით, რას გააკეთებენ ისინი და რა მიზეზით. ერთი ნაკლი გაქვთ - საკუთარ თავს ცუდად იცნობთ.

მორიელი


შეგიძლიათ ვნებისა და სიყვარულის ”წაკითხვა” ნებისმიერში. გსურთ მიჯაჭვულობა და სიყვარული და ეს თვისება ამაში ხელს გიწყობთ.

მშვილდოსანი

ოპტიმისტი ხართ, ზუსტად იცით, როდის უნდა გარისკოთ და გწამთ, რომ რისკი აუცილებლად გამართლდება.

თხის რქა

ზუსტად იცით, როდის უნდა გაიზარდოთ და შეიცვალოთ. როდის დგება სამსახურის შეცვლის ან სახლის გაყიდვის დრო.

მერწყული

აზრების წაკითხვა და სასურველის მიღება - აი თქვენი ნიჭი. სასრურველის მისაღებად, სხვებს არწმუნებთ, რომ ეს სურვილი სინამდვილეში ამთ ეკუთვნით და რაც მთავარია, მათ ამის სჯერათ.

თევზები

თქვენს ნიშანს უძლიერესი ფსიქიური შესაძლებლობა აქვს. ზუსტად ხედავთ მთელ ცხოვრებისეულ თავსატეხეს, თუ როგორ არის ის მოწყობილი და შეგიძლიათ ამოცნობა, თუ როდის შეიძლება ის ნაკუწებად იქცეს.