2015 წლის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

2015 წლის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
სანამ ლურჯ-მწვანე ცხვრის წელი "ოფიციალურად" შემოაღებს კარს, საახალწლო ზეიმებით და სუფრებით "გადაღლილებს" არ გვაწყენდა, წლის ჯანმრთელობის პროგნოზს გავცნობოდით...

სხვა თუ არაფერი, ჯანმრთელობის გარეშე ადამიანს არც არაფერი უხარია, რაც უნდა იღბალი დაებედოს დამდეგ 2015 წელს. ასე რომ, წაიკითხეთ, ჩაინიშნეთ, გაითვალისწინეთ:

ვერძი
წლის მანძილზე ენერგეტიკა იკლებს. საქმე ბევრია, თქვენ კი ყველაფრის ერთად კეთება და მოსწრება გინდათ.
რთული პერიოდებია: იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე, ივნისი-ივლისის პერიოდი და სექტემბერ-ნოემბერი.

კურო
კარგი პერიოდი მოდის საკუთარი ჯანმრთელობის გასაკაჟებლად. შესაძლოა, სპორტმაც გაგიტაცოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას მიჰყოთ ხელი.
რთული პერიოდებია: თებერვალი-მარტის ბოლო, ივნისის ბოლოდან აგვისტომდე და ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდე.

ტყუპი
ფაქტობრივად, მთელი წლის მანძილზე, "კაჟივით" ჯანმრთელი და ენერგიით სავსე იქნებით. თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ხომ გაგიგონიათ?! ამიტომ კვების და ძილის რეჟიმის ზედმეტად არევას არ გირჩევენ ასტროლოგები.
რთული პერიოდებია: აპრილის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდე, მთელი აგვისტო სექტემბრის ბოლომდე.

კირჩხიბი
წლის მანძილზე იმ დაავადებების პროფილაქტიკას მიაქციეთ ყურადღება, რომელთა მკურნალობაც გასული წლების მანძილზე დროის უქონლობის გამო ბოლომდე ვერ მიიყვანეთ ან უბრალოდ, დაგეზრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია გართულებები!
რთული პერიოდებია: მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე, სექტემბრის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისამდე, დეკემბერი მთლიანად.

ლომი
წლის მანძილზე შესანიშნავია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისი მიზეზიც შინაგანი განწყობა და ოპტიმისტური ხედვაა ცხოვრების მიმართ. თუმცა სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციისგან აჯობებს, თავი მაინც დაიცვათ.
რთული პერიოდებია: იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე, ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე, ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე.

ქალწული
ზაფხულის პერიოდამდე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა ხშირად გახდეს შფოთისა და ნერვიულობის მიზეზი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. მიზეზი გაზვიადებული წარმოსახვაა. რეალურად, "როგორც ქუხს, ისე არ წვიმს".
რთული პერიოდებია: იანვრის პირველი რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე, მარტის ბოლოდან აპრილის შუამდე, აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე.