2015 წლის სამი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი და რიტუალი სურვილების ასასრულებლად

2015 წლის სამი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი და რიტუალი სურვილების ასასრულებლად
მომავალი წელი მწვანე/ლურჯი თხის წელიწადია. თუ როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რა კერძები შევარჩიოთ თხის საპატივცემულოდ, საახალწლო დეკორში რომელ ფერებს მივანიჭოთ უპირატესობა და ზოგადად, როგორი წელიწადი გველის - ამ და სხვა თემებზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვესაუბრება. როგორც მან „ინფო 9“-ს განუცხადა, 2015 წელი კარგი წელიწადია ქორწინებისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. მოიმატებს მორალურ-ეთიკური იდეალები, გულუხვობა, თანაგრძნობის უნარი. ამასთან, მოიმატებს არაორგანიზებულობა, არაპუნქტუალურობა. ასტროლოგის თქმით, წელს განსაკუთრებით იკრძალება ღალატი - ეს სერიოზულად დასჯადია. ასტროლოგი გვირჩევს, რომ თხის წელიწადში ნებისმიერი პრობლემა დიპლომატიური გზით, კომპრომისზე წასვლით მოვაგვაროთ და არავითარ შემთხვევაში - აგრესიით.

- რისი სიმბოლოა თხა აღმოსავლურ ჰოროსკოპში და როგორი იქნება 2015 წელი?

- 2015 წელი უკავშირდება თხას - ჩინურად, იაპონურად ცხვრის წელიწადია და იწყება 19 თებერვალს. იქამდე, ჯერ კიდევ ცხენის წელიწადში ვართ. განეკუთვნება ხის სტიქიას. ხე უკავშირდება სიუხვეს, აყვავებას, ჰარმონიას რომანტიზმს - სწორედ ეს თვისებები წამოიწევს წინა პლანზე. თხის წელს, ისევე როგორც ყველა წელს, აქვს როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი თვისებები. რა აქვს ცუდი, რა ტენდენციებს უნდა ვერიდოთ და ვეცადოთ, აღმოვფხვრათ ხასიათიდან: ის მფლანგველია. უკიდურესად ჯიუტია, არავის მოსმენა სურს და მხოლოდ იმას აკეთებს, რაც სურს. ზარმაცია და სიზარმაცე ხელს შეუშლის სტუდენტებსა და მოსწავლეებს. მომატებული სიზარმაცის გამო, სწავლის პროცესი გაცილებით გართულდება. თხამ მოულოდნელი გეგმების შეცვლა იცის. მოიმატებს არაორგანიზებულობა, არაპუნქტუალურობა. მომავალ წელს ადამიანებში შეიძლება მოხდეს ბოროტებისა და სიკეთის აღრევა. მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს და ადამიანმა შავი თეთრისგან გაარჩიოს. რასაკვირველია, აქვს დადებითი თვისებები: მოიმატებს მორალურ-ეთიკური იდეალები, გულუხვობა, თანაგრძნობის უნარი, კეთილსინდისიერება, პირდაპირობა - მას არ უყვარს მიკიბ-მოკიბული საუბარი, ტყუილები.

თუ ცხენის წელიწადი შედარებით უფრო აღგზნებული იყო, აქტიური იყო და ხალხი დაიღალა ამ რბოლით, ინტენსიური რიტმით, თხა პირიქით მშვიდობიანია, არ უყვარს კონფლიქტი. ამიტომ შემცირდება სამხედრო შეტაკებების, ტერორისტული აქტების რიცხვი. ნაკლებად შეიძლება განვითარდეს ეკონომიკა, მაგრამ კარგი წელიწადია სოფლის მეურნეობისთვის. შეიძლება ვაჭრობისთვისაც კარგი წელი იყოს. სწრაფად განვითარდება კულტურულ- საზოგადოებრივი ცხოვრება, სოციოლოგიის სფერო, ხელოვნების ფართო სპექტრი. გაძლიერდება ათეისტური ტენდენციები ამიტომ, რელიგიასა და ათეიზმს შორის შეიძლება გაჩნდეს გარკვეული დაძაბულობა და უთანხმოება.

თხა აღმოსავლურ ზოდიაქოს ნიშნებში ითვლება ყველაზე იღბლიანად. ამიტომ იღბალი მოიმატებს. კარგია ეს წელიწადი ლატარეებისთვის, გათამაშებებისთვის, კონკურსში მონაწილეობისთვის - ადამიანების ცხოვრებაში იღბლიანი მოგებების ტენდენცია აშკარად მოიმატებს.

აუცილებელი იქნება ნებისმიერი პრობლემის, იქნება ეს: სახელმწიფოს პრობლემა, ქვეყნებს შორის, პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ გნებავთ საოჯახო, ორგანიზაციებს შორის პრობლემების მოგვარება მიიღწევა მხოლოდ დიპლომატიური გზით, კომპრომისზე წასვლით და არავითარ შემთხვევაში აგრესიით, ეს აუცილებელი პირობაა!

წლის განმავლობაში იქნება სერიოზული ცვლილებები მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებში, განსაკუთრებით თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით. ცვლილებები შეიძლება შეეხოს მინისტრებს, მოადგილეებს, დეპარტამენტებს, ხელმძღვანელებსა და ასე შემდეგ. აუცილებლად იქნება საკადრო ცვლილებები, რომელიც საერთო ჯამში წაადგება ქვეყანას; შესაძლებელია, ახალი საინტერესო კადრების გამოჩენა, ან ძველი პროფესიონალი კადრების დაბრუნება, რაც მთლიანობაში
კარგი იქნება. სამთავრობო ცვლილებების ეს კარუსელი ნამდვილად თვალშისაცემი იქნება.
info9.ge
დიდი როლი ეკისრებათ წელს მეგობრებს. შეიძლება მეგობრებისგან მნიშვნელოვანი დახმარებაც მიიღოთ, მაგრამ ის ვინც უფრო მეტად საკუთარ თავზეა დამოკიდებული წელს წარმატების მეტი შანსი აქვს.
როგორც მოგახსენეთ, ცხენი ჯირითს რომ დაამთავრებს, ცხოვრების რიტმი შედარებით უფრო შენელდება და მშვიდი ელფერი იქნება. წარმატებისთვის აუცილებელი იქნება გონივრული რისკი, განახლებაზე მუდმივი ფიქრი, ცხოვრებაში სიახლეების შეტანა, ჰუმანიზმის თვისებების წარმოჩენა ზოგჯერ გამართლებულია კოლექტიური საქმიანობა, მაგალითად ერთობლივი ბიზნესი, თუ გნებავთ საოჯახო ბიზნესი.
ჯანმრთელობის კუთხით დასუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი. 11 აგვისტომდე ასევე დასუსტდება ელენთა, ნაწლავური სისტემები, კუჭქვეშა ჯირკვალი, ხოლო 11 აგვისტოს შემდეგ მეტი ყურადღება სჭირდება თირკმელებს, ენდოკრინოლოგიურ სისტემას და ყელის არეს.

შედარებით რთული პერიოდები გვაქვს ინფექციური დაავადებების, ეკოლოგიური კატასტროფების კუთხით იანვარ-თებერვალში. ძალიან საყურადღებოა მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი. მაისი, ივნისი, ნოემბრის ბოლო და დეკემბერი - ეს ყველაზე რთული პერიოდებია როგორც ეკოლოგიური, ისე იდეოლოგიური, ფინანსური და ჯანმრთელობის კუთხით. ამასთან, ცოდნის და ინტელექტუალური პოტენციალის ნაკლებობა ნაკლებად შეუწყობს ხელს მეცნიერულ წინსვლას, მაგრამ ამ სფეროში გარკვეული ძვრები თვალშისაცემი მაინც იქნება. რაც შეეხება ვალუტის კურსის რყევას - ჩვენ ისევ მოვესწრებით და წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება, ამიტომ მთავრობას ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება სჭირდება.
კარგი მოსავალია მოსალოდნელი. კარგი წელიწადია ქორწინებისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ბავშვებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ პლანეტა სატურნი, მთავარი მუხრუჭი პლანეტა შედის მშვილდოსნის ზოდიაქოში - ეს ადამიანთა წინაშე აუცილებლად დასვამს კითხვას, როგორ ადამიანს ენდოს, რომელ იდეოლოგიას, რომელ პოლიტიკურ ლიდერებს და საზოგადოება არჩევანის წინაშე აუცილებლად დგება. გართულდება უცხოეთში გასვლის და შემოსვლის წესები. გამკაცრდება კონტროლი, მათ შორის განათლების სფეროში და ეს 2016-2017 წლებშიც კი გაგრძელდება. აქ, შეიცვლებიან ხელმძღვანელი კადრები.

ძალიან საინტერესო წელიწადია ჟურნალისტიკისთვის - შეიძლება, ბევრი საინტერესო იდეა წარმოჩნდეს. მედიცინის სფეროში იქნება სერიოზული ცვლილებები, მათ შორის საკადრო.
სამედიცინო შეცდომების ალბათობა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. წლის მეორე ნახევარში, სექტემბრის თვიდან მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები იურისპუნდენციაში. წელს ადამაინებს განსაკუთრებით სჭირდებათ ყველგან და ყველაფერში გონიერების დაცვა. იკრძალება ღალატი - ეს სერიოზულად დასჯადია ამ წელს.

- რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება 2015 წელი განსაკუთრებით იღბლიანი?

- კარგი წელიწადია ლომის ზოდიაქოსთვის, თევზების და კირჩხიბისთვის; თხის წელიწადში ეს სამი ნიშანი ფავორიტია. სასწორისთვის კარგი წელია 25 სექტემბრამდე, შემდგომ მას უფრო რთული ტენდენციების პერიოდი ეწყება.
რთულია ეს წელიწადი და განსაკუთრებით 11 აგვისტომდე ქალწულებისთვის. ამ ზოდიაქოსთვის პრობლემები მოიმატებს ჯანმრთელობის კუთხით და კოლეგებთან ურთიერთობაში. 11 აგვისტოს შემდეგ კი სიტუაცია ქალწულის ნიშნებისთვის გაუმჯობესდება. მშვილდოსნისთვის პირიქით, წლის მეორე ნახევარში უფრო გაუჭირდება. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ეს წელი მეტ-ნაკლებად წარმატებულია.
კარგია ეს წელიწადი თვით თხის წელში დაბადებულთათვის, თუმცა ეცადნონ, რაღაც ახალი დაიწყონ, ახალ საქმეს მოჰკიდონ ხელი. კარგია თხის წელი ცხენის, კატის, ტახის წლებში დაბადებულთათვის. შედარებით რთულია ის ძაღლის, ხარის და დრაკონის წლებში დაბადებულთათვის. მამალი თუ არ იქნება ზედმეტად აგრესიული და ემოციური, კარგი წელი ექნება. გველის, მაიმუნის, ვეფხვის წელიწადში დაბადებულთათვის ეს წელიწადი 5-ქულიანი სისტემით შეიძლება შევაფასოთ ოთხიანზე, ხოლო ვეფხვისთვის 3-ზე.

- მინერალებიდან, რომელია წლის მთავარი ქვები?

- მინერალებიდან წლის მთავარი ქვებია: ბრილიანტი, ქარვა, აქვამარინი, საფირონი, ძოწი. დღის მეორე ნახევარში გირჩევთ მარგალიტს, გიშერს, მარჯანს, ამეთვისტოს.

- როგორ დავხვდეთ თხას, როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა?

- 31 დეკემბერს საახალწლო სუფრაზე უნდა გქონდეთ როგორც თხის, ასევე ცხენის ფიგურები, ხოლო 19 თებერვალს დარჩება მხოლოდ თხის. საკვებ რაციონში მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნული კერძები. აუცილებლად რძის ნაწარმი. კარგი იქნება რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანილი, რომელიც ძალიან უყვარს როგორც თხას, ისე ცხენს. თუ იქნება შვრია, მით უკეთესი. აუცილებელია პატარა ჭურჭელზე შაქრის რამდენიმე ნატეხიც განათავსოთ. სასმელებიდან პირველ რიგში უპირატესობა თეთრ ღვინოს მიანიჭეთ; კარგია ლიმონათი, მინერალური წყალი. მისაღებია სალათები, შეგვიძლია სუფრა ეგზოტიკური ხილითაც გავალამაზოთ. ერთადერთი რაც სუფრაზე იკრძალება, ესაა: ცხენის და ცხვრის ხორცი. დანარჩენ ხორცეულზე: ძროხა, ღორი, ქათამი ნებადართულია. ამასთან, რადგან 31 დეკემბერს ჯერ კიდევ გრძელდება ცხენის წელიწადი, სასურველია, შევხვდეთ ისე როგორც შარშან, მხიარულად, ცეკვით, სიმღერით. თუ სახლში ხვდებით ახალ წელს, კარგი იქნება თუ საღამოს ბავშვებთან ერთად გაატარებთ. მისაღებია შუშხუნების და ნებისმიერი ხმოვანი ნივთის გამოყენება. 19 თებერვალს თუ ვინმე მოინდომებს თხის წელის დადგომის აღნიშვნას, მას არ უყვარს ზედმეტი ხმაური და საჭიროა, გაცილებით მეტად მშვიდად შევხვდეთ.
info9.ge
- რა ფერებია აქტუალური 2015 წელს?

- თხის ძირითადი ფერია მწვანე. შემდეგ მოდის ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ბეჟი, კრემისფერი, შემდგომ უპირატესობა ენიჭება ლურჯ ფერს, შეგვიძლია სამოსში შევიტანოთ წითელი ტონებიც.
კარგი იქნება, ნაძვის ხის სათამაშოებსაც ამ ფერების მიხედვით თუ შეარჩევთ. კარგი იქნება ასეთი ფერის ჭურჭელი გამოიყენოთ და რაც მეტია ხის ატრიბუტიკა, მით უკეთესი. ნაძვის ხე თუ ნამდვილი იქნება მით უკეთესი, რადგანაც ნამდვილი ხე გადმოგვცემს ენერგეტიკას.

კარგი იქნება ჩიჩილაკიც და უკეთესია, თუ ნაძვის გვერდით დავდგამთ. კარგი იქნება ასევე, მანდარინის ხე ან ტოტი. რადგანაც, მანდარინი აღმოსავლური ნაძვის ხეა. ითვლება, რომ ის გამრავლების, ბედნიერების, წინსვლის სიმბოლოა. ახალი წლის საღამოს უმჯობესია არ ჩაიცვათ ქურქი, მით უფრო ცხვრის ქურქი - ეს ნეგატიურად აისახება და გირჩევთ, არ გამოიყენოთ. კარგი იქნება, ახალ წელს თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად შეხვდეთ და არა უცნობებთან. მანდილოსნებს ვურჩევ, რომ თუ საშუალება აქვთ, წვეულებაზე ხვეული ვარცხნილობა გამოიყენონ, ან შეიძლება შეარჩიონ, ე.წ. კუდი ვარცხნილობა.

- ყველას გვაქვს საახალწლო სურვილები. რაიმე რიტუალს ხომ ვერ გვასწავლით?

- კარგი იქნება ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე თუ ავანთებთ მწვანე, ყვითელ, ან შეიძლება წითელი ფერის სამ სანთელს და ამ სანთლებს, ალს ვთხოვთ, რომ აგვისრულდეს ის, რაც გვინდა, რომ 2015 წელს მოხდეს. ასეთი ანთებული სანთლებით შეხვდით ახალ წელს.

ამასთან, თუ რაიმე საგანი, ნივთი ცუდ ასოციაციას იწვევს, არასასიამოვნო მოგონებებს უკავშირდება, სასურველია, რომ ახალ წლამდე მოვიშოროთ - უბრალოდ გადააგდეთ. ან პირიქით, თუ რაიმე ნივთს თქვენთვის სიხარული მოაქვს და დადებით განწყობას გიქმნით, 31 დეკემბრის საღამოს გვერდით იქონიეთ. ფულის მოზიდვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კვახი: დაჭერით კვახიდა ის შეგიძლიათ, დილამდე მაგიდაზეც დატოვოთ, ან სამზარეულოში შეინახოთ. მოგეხსენებათ, კვახი ნაყოფიერების სიმბოლოა.