ვირჩევთ იდეალურ თარიღს საქორწინო ცერემონიალის დასაგეგმად

ვირჩევთ იდეალურ თარიღს საქორწინო ცერემონიალის დასაგეგმად
როგორც ასტროლოგები ამტკიცებენ, ქორწინების თარიღის სწორად შერჩევაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, თავად ქორწინების ხანგრძლივობის ვადა, სიმყარე და ჰარმონიულობა.

როგორც აღმოჩნდა, საუკეთესო პერიოდი ცერემონიალის გასამართავად ე.წ. "მზის თვეები" (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი) ითვლება. ხოლო დანარჩენ თვეებს "მთვარის ენერგეტიკა" მიეწერებათ და ინდური ასტროლოგიის თანახმად, ამ პერიოდში ღმერთი ვიშნუ ძილს მიეცემა ხოლმე. შესაბამისად, საქორწინო ცერემონიალის გამართვა მოცემულ თვეებში არ ღირს.


უფრო მეტი კონკრეტიკა რომ შევიტანოთ საკითხში, – სასურველია ქორწილი დაინიშნოს იმ პერიოდებში, როცა მზე გადის შემდეგ ზოდიაქოს ნიშნებს: ვერძი, კური, ტყუპი, მორიელი, თხის რქა, მერწყული.

არასასურველია საქორწინო ცერემონიალის გამართვა მაშინ, როცა მზე არის – კირჩხიბის, ლომის, ქალწულის, სასწორის, მშვილდოსნისა და თევზების ზოდიაქოს ნიშანში. ყველაზე უკეთეს პერიოდად კი ქორწინებისთვის მერწყულისა და თხის რქის პერიოდი ითვლება (იანვრის შუა რიცხვებიდან, თებერვლის შუა რიცხვებამდე).


საუკეთესო კვირის დღეები კი ცერემონიალის დასაგეგმავად არის: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი.
სტატიის წყარო:astrologia.ge