რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში 2015 წელს

რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში 2015 წელს
ვერძი
სექსუალური ვნებები ისე მოგეძალებათ, რომ ნამდვილ მონადირედ გადაიქცევით. დასაოჯახებელ ვერძებს დიდი შანსი გაქვთ, რომ მეორე ნახევარი იპოვოთ და წლის ბოლომდე მასზე დაქორწინებაც მოასწროთ.

კურო
ენერგიას თუ არ მოუხმეთ პირად ფრონტზე არაფერი გამოგივათ. არადა დიდი შანსი გაქვთ, რომ მეორე ნახევარი იპოვოთ, მაგრამ თუ არ იაქტიურებთ, არაფერი გამოგივათ. უარს ნუ იტყვით თქვენთვის უცხო საზოგადოებაში მიპატიჟებაზე.

ტყუპები
2015 წელს უფრო დიდი შანსი გექნებათ, რომ ამბიციები ბოლომდე დაიკმაყოფილოთ და საზოგადოების თვალში ერთიორად ამაღლდეთ. ეს კიდევ ერთ შანს მოგცემთ წარმატებულად დაოჯახდეთ და ელიტურ საზოგაოდებაშიც ამოყოთ თავი.

კირჩხიბი
ცოტა გაგიჭირდებათ, შესაძლოა ვინც ნაპოვნი გყავთ ისიც დაკარგოთ, ამიტომ ჭკუას მოუხმეთ და ყველაფრით ნუ აჟიტირდებით. მართალია, ჰორმონები შეგაწუხებთ, მაგრამ მაქსიმალურად დაიჭირეთ თავი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში.

ლომი
ამ წელს დიდი იმედგაცურება გელოდებათ. სიფრთხილე გმართებთ დაოჯახებულ ლომებას, რადგან შესაძლოა ოჯახის დანგრევის საფრთხის წინაშე დადგეთ. სექსუალურად იმდენად ერთფეროვანი იქნებით, რომ პარტნიორს მობეზრდებით.

ქალწული
ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავთ და ამ წელს სრული ჰარმონია გექნებათ სასიყვარულო ურთიერთობებში. ეცადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაოჯახების მხრივ 2015 ნოემბრის ჩათვლით მიიღოთ.

სასწორი
პოზიტიური წელი გექნებათ. თითქოს არც გამორჩეული და არც უარყოფითი. მიუშვით ვნებები დინებაზე და თავი შეიკავეთ აგრესიისგან. მოერიდეთ თანამშრომლებთან ფლირტს.

მორიელი
თქვენი სექსუალური აქტივობა ყველას ყელში ამოუვა, ამიტომ ეცადეთ, გრძნობები მაქსიმალურად მოთოკოთ. თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული მეორე ადამიანში მასზე დაოჯახებისგან თავი შეიკავეთ.

მშვილდოსანი
განსაკუთრებულად კარგი წელია დასაოჯახებელი მშვილდოსნებისთვის, რადგან მინიმუმ სამი ადამიანი გამოჩნდება, რომლებიც თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებენ. არჩევანი კი საკუთარი ინტუიციით გააკეთეთ. არასვის ენდოთ.

თხის რქა
აღმავლობის წელია, ყველა დაბრკოლება ადვილად გადასალახი გახდება, განსაკუთრებულად პირად ცხოვრებაში. აჩვენეთ პარტნიორს, რომ ვნებიანად გიყვართ, ამით ის გაოცებული არ დარჩება, პირიქით, სათანადოდ დაგაფასებთ.

მერწყული
სასიყვარულო ფრონტზე ნაკლები ცვლილებები გელოდებათ. დრო ისევ ძველი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დაუთმეთ. ივლისიდან ცოტა გამოიდარებს და თქვენი პირადი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება.

თევზები
ემოციური წელი გექნებათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ ემოციას მხოლოს სასიყვარულო ფრონტზე თუ დახარჯავთ წლის ბოლოს ძალაგამოცლილი აღმოჩნდებით. ეცადეთ, რომ იყოლიოთ მუდმივი პარტნიორი და მეორე ნახევარს არ უღალატოთ, თორემ შურისძიების მსხვერპლი გახდებით.
სტატიის წყარო:cacao.ge