აირჩიეთ ნაძვის ხის ბურთი და შეიტყვეთ, რას გიმზადებთ 2015 წელი

აირჩიეთ ნაძვის ხის ბურთი და შეიტყვეთ, რას გიმზადებთ 2015 წელი
გაინტერესებთ, რა გელით ახალ, 2015 წელს, როგორი იქნება იგი თქვენთვის? აირჩიეთ ნაძვის ხის სათამაშო (ბევრი არ იფიქროთ) და წაიკითხეთ პასუხი.

1. მშვიდი და უდარდელი წელი გელით. შეხვდებით საინტერესო ადამიანებს და დროს მხიარულად გაატარებთ. წარმატებები გელით საზოგადოებაში, წვეულებებსა და დღესასაწაულებზე. თუმცა, სამსახურის საქმეებიც მოწესრიგებული გექნებათ.

საინტერესო მამაკაცებთან ნაცნობობა შეიძლება ან ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელ რომანში გადაიზარდოს, ან ქორწინებაში. წელს ყველა შანსი გაქვთ მოგზაურობის. ეს შეიძლება იყოს ავტოსტოპით მოგზაურობა ან იმ ადგილების მონახულება, სადაც ჯერ არ ყოფილხართ.

2. სურვილების ასრულების წელი გელოდებათ. ყველა საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება. თუმცა, წარმატებები მარტო კარიერაში არ გელით, პირადი ცხოვრებაც საინტერესო მომენტებით იქნება აღსავსე.

3. დროა, წარსულს დაემშვიდობოთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები და პროექტები. გათავისუფლდით ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისგან და იმ ადამიანებსაც დაემშვიდობეთ, რომლებთან ურთიერთობაც გძაბავთ. დროა, მიხედოთ ჯანმრთელობას, ჩაიტაროთ პროფილაქტიკური მკურნალობა, გამოკვლევა. მეტად დაისვენეთ. შეიძლება შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. ახალ გარემოში ახალ მეგობრებს გაიჩენთ.

4. წლის დადგომისთანავე მოგეჩვენებათ, რომ სამყაროს თქვენ გარეშე არსებობა წარმოუდგენლად მიაჩნია. ყველას თქვენი დახმარება, რჩევა დასჭირდება. წელს ყველაზე გრანდიოზული და ორიგინალური იდეების განხორციელებას შეძლებთ, რაც სამომავლოდ წარმატებასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

5. წარსულში შესრულებული სამუშაოს შედეგით ტკბობა გელით, მაგრამ არც წელს მოგიწევთ გულხელდაკრეფილს ჯდომა, - წარმატების შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლოთ. კარგი წელია პირადი ცხოვრების მოსაწყობად, ოჯახის შესაქმნელად.

6. არაჩვეულებრივად საინტერესო წელი გელით, - წლის ბოლოს სწორედ ასე დაახასიათებთ მას. სამსახური, ოჯახი, მეგობრები, საინტერესო შეხვედრები, მოგზაურობა - ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი საინტერესო გელით 2015 წელს.

7. პირადი ცხოვრების მოწესრიგების, გაუმჯობესების პერიოდი გელით. მარტოხელა თუ ხართ, წელს დაწყვილდებით. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა და კარიერაშიც მიაღწევთ წარმატებებს.

8. მხიარული და ხალისიანი წელი გელით. პირად ცხოვრებასაც საუკეთესოდ მოიწყობთ და კარიერაშიც გელით საინტერესო შემოთავაზებები. ასე რომ, თავად მხიარულებისა და გართობის მეტი არაფერი დაგრჩენიათ.

9. პრიორიტეტს ოჯახსა და პირადი ცხოვრების მოწყობას მიანიჭებთ, რის გამოც კარიერა მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს. თუ ჯერ შვილები არ გყავთ, დროა, დაფიქრდეთ. წელს ცხოვრება ბევრ საინტერესო სიურპრიზს მოგიწყობთ.

10. ფანტასტიკური შეგრძნებებით აღსავსე წელი გელით. არაფერს შეუშინდეთ და არაფერზე თქვათ უარი. ყველაფერი გამოსცადეთ და ყველაფერს გაუგეთ გემო.

11. ყოველი დღე დაგეგმილად და კანონზომიერად ჩაივლის. უსიამოვნო სიურპრიზები ცხოვრების არც ერთ სფეროში არ გელით. ამ წელს შეიძლება დასვენების, ენერგიის მოკრების წელი ვუწოდოთ.

12. ისურვეთ და მოგეცემათ! თქვენი სურვილები ჩაფიქრებისთანავე აგისრულდებათ და რაც მთავარია, თითოეული სწორად ჩაფიქრებული ნატვრა ბედნიერებას, წარმატებას, მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
სტატიის წყარო:marao.ge