ზამთრის ტესტი: აირჩიეთ თოვლის კაცი, რომელიც მოგწონთ და გაიგეთ, რას გიმზადებთ ზამთარი

ზამთრის ტესტი: აირჩიეთ თოვლის კაცი, რომელიც მოგწონთ და გაიგეთ, რას გიმზადებთ ზამთარი
ზამთარი უკვე დაიწყო და წინ დაუვიწყარი 3 თვე გველის. რა გველოდება ამ პერიოდში? როგორი იქნება ზამთარი თქვენთვის? გაიარეთ ტესტი და გაიგეთ!

თოვლის კაცი #1
ძალიან თბილი ზამთარი გელით, და აქ ამინდზე არ არის საუბარი. ყველაზე ცივ ამინდშიც კი ახლო ადამიანების გარემოცვაში იქნებით< რომლებსაც ძალიან უყვარხართ და ეს გრძნობა ორმხრივია. არავითარი სირთულეები არ შეგაშინებთ, თუ რაიმეს ვერ გაუმკლავდებით, ყოველთვის გეყოლებათ გვერდით ვინმე, ვინც დაგეხმარებათ.

თოვლის კაცი #2
ძალიან ნაყოფიერი ზამთარი გელით. დასვენებას მხოლოდ სეზონის ბოლოს შეძლებთ, მაგრამ ეს არ დაგაღონებთ. საყვარელ სამსახურში საქმეები კარგად წაგივათ, თქვენგან მხოლოდ ცოტაოდენი ძალისხმევაა საჭირო. შესაძლებელია, რემონტი წამოიწყოთ და უნდა ითქვას, რომ ეს მშვენიერი დროა საამისოდ.

თოვლის კაცი #3
ძალიან მყუდრო ზამთარი გელოდებათ. არსებობს რისკი, რომ ზოგიერთ მეგობარს დაკარგავთ. მაგრამ გული არ დაგწდეთ, ე.ი. მათი მისია თქვენს ცხოვრებაში დასრულებულია. ისეთი მეგობრები დაგრჩებათ, რომლებიც თქვენთან მთელი ცხოვრება არიან და იქნებიან კიდეც. სწორედ მათ გარემოცვაში გაატარებთ ამ ზამთარს.

თოვლის კაცი #4

შემოდგომაზე ბევრი იმუშავეთ, ახლა კი დროა, კარგად დაისვენოთ. სხვადასხვა ღონისძიებებით დატვირთული ზამთარი გელით - კინო და ოპერაში სიარულით დაწყებული, ზამთრის სპორტის სახეობებით გართობით დამთავრებული. მოკლედ, მოდუნდით და დატკბით.

თოვლის კაცი #5
ამ ზამთარს ცვლილებების დროა. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი კარგად დასრულდება. შესაძლოა, გამოიცვალოთ სამსახური, დაშორდეთ ახლობელ ადამიანს, ეს ყველაფერი უნდა გადაიტანოთ, მაგრამ მოგვიანებით მიხვდებით, რომ ასე ჯობდა. სიცარიელეს რაიმე ახალი და საინტერესო შეავსებს.

თოვლის კაცი #6
ამ ზამთარს გადაწყვეტილებების მიღების დროა. და არჩევანი თქვენს მომავალს შეცვლის. როგორ მოიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. მიენდეთ ინტუიციას, გათიშეთ გონება. მიჰყევით გულისთქმას და ნუ უსმენთ არაკეთილმოსურნეებს. თქვენი ბედი თქვენს ხელშია.

თოვლის კაცი #7
ეს ზამთარი ძალიან ნათელი იქნება თქვენთვის. შვებას იგრძნობთ, თითქოს ხელახლა დაიბადეთ. გაიაზრებთ, თუ რა გსურთ ნამდვილად. დაისახავთ მიზნებს და დაიწყებთ მოქმედებას მათ განსახორციელებლად. ნერვიულობა წარსულს ჩაბარდება და თავს უდარდელად იგრძნობთ.

თოვლის კაცი #8

ამ ზამთარს, სრულიად მოულოდნელად ცხოვრებისგან უდიდეს საჩუქარს მიიღებთ. ეს ნამდვილი სასწაული იქნება. დიდი ხანია, რაც ზღაპრების არ გჯერათ, მაგრამ ეს სულ მალე მოხდება და დარწმუნდებით, რომ ცხოვრება შეიძლება უკეთესობისკენ ერთ წამში შეიცვალოს.

თოვლის კაცი #9
აიყვანეთ საკუთარი თავი ხელში და იმოქმედეთ. დაივიწყეთ დეპრესია. ახლა მთავარია, რაიმეთი დაკავდეთ. და ვერც კი შეამჩნევთ, როგორ ჩაბარდა ყველაფერი ცუდი წარსულს, მერე კი გაოცდებით, რატომ ხარჯავდით დროს ნეგატიურ ფიქრებზე.

თოვლის კაცი #10
ამ ზამთარს აუცილებლად გჭირდებათ გარემოს შეცვლა. ეს შეიძლება დიდი ხნის წინ დაგეგმილი მოგზაურობა იყოს სადმე შორს, ან სადმე ახლომახლო ქალაქში რამდენიმე დღით. დიდი ალბათობით ძალიან დაიღალეთ მარშრუტით ”სახლი-სამსახური-სახლი”, ამიტომ მიხედეთ თავს და დაისვენეთ.

თოვლის კაცი #11
ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ზამთარი გელით. არ იქნება კაშკაშა და გიჟური მოვლენებით აღსავსე, მაგრამ ახლა სწორედ ეს გჭირდებათ. დარჩით საკუთარ თავთან ახლოს, იფიქრეთ, შეაჯამეთ გასული წელი და გააკეთეთ დასკვნა, თუ რა გსურთ მომავალ წელს.

თოვლის კაცი #12
ძალიან კაშკაშა და დატვირთული ზამთარი გელით. დღესასწაულები, წვეულებები, კორპორატივები - უსასრულოდ გაგრძელდება. რაც მთავარია, ეს არ დაგღლით, პირიქით, პოზიტიური ენერგიით დაგტვირთავთ. ყოველდღიურობა საინტერესო გახდება. ყველაზე რუტინული სამუშაოც კი მოსაწყენად არ მოგეჩვენებათ. უამრავი ახალი ნაცნობობაც გელით.