ამათგან რომელ ყუთს გახსნიდით? აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ, რა გელით ახალ წელს!
ახალი წლის დადგომამდე ჩავუთქვამთ სურვილებს და მომავალზე დიდ იმედებს ვამყარებთ ხოლმე. როგორი იქნება თქვენთვის 2017 წელი? წარმატებული? მშვიდი? გულუხვი? აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ, რას გიმზადებთ დამდეგი ახალი წელი.
#1. წარმატებული წელი. ახალ წელს მოახდენთ გეგმების რეალიზებას. ოცნებობთ ახალი ბიზნესის დაწყებაზე? უცხო ენის სწავლაზე ან კიდევ ერთი განათლების მიღებაზე? მაშინ, თამამად იმოქმედეთ! 2017 წელს წარმატება თქვენი მეგზური იქნება. შეადგინეთ მკაფიო გეგმა და მიჰყევით მას. აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი!
#2. ჯადოსნური წელი. 2017 წელი იღბლიანი გამოდგება თქვენთვის. ყველაზე თამამი სურვილების ასრულებასაც კი შეძლებთ. ეს იქნება საოცარი დამთხვევებისა და შეხვედრების წელი. ასე რომ, იოცნებეთ მეტი და გახსოვდეთ, რომ ოცნებები ჩვენს საკეთილდღეოდ სრულდება და მხოლოდ სუფთა გული და კეთილი განზრახვები დაგვიცავს პრობლემებისგან.
#3. ოჯახისა და სიმყუდროვის წელი. ამ წელს ნამდვილი ოჯახური სიმყუდროვე და სითბო მოგინდებათ. მეტ დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანებთან და შესაძლოა, რემონტი დაგეგმოთ. თქვენში დიასახლისი გაიღვიძებს, ახლობლებს შესაძლოა, ეს ამბავი გაუკვირდეთ, მაგრამ აუცილებლად დააფასებენ თქვენს ძალისხმევას. თუმცა, ეცადეთ, დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და მეგობრებთან ურთიერთობასაც, რათა სახლში გამოკეტილ დიასახლისს არ დაემსგავსოთ.
#4. ავანტიურების წელი. 2017 წელი დაუვიწყარ თავგადასავლებსა და ავანტიურებს გაჩუქებთ. გელით ახალი საინტერესო ადამიანების გაცნობა. წელს, გზა - საუკეთესო სახლია თქვენთვის. თამამად ჩაალაგეთ ჩემოდნები და გაემგზავრეთ ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად. ნუ შეგეშინდებათ გარისკვა და რაიმე ახალის მოსინჯვა.
#5. მხიარულების წელი. რაოდენ სერიოზულადაც არ უნდა გამოიყურებოდეთ, თქვენში პატარა ბავშვი ცხოვრობს, რომელიც მუდამ დღესასწაულისა და მხიარულების ძიებაშია. ამ წელს უამრავი წვეულება და გართობა გელით. ნუ შეიზღუდავთ თავს - თქვენი პოზიტივი და ენერგია აუცილებლად მიიზიდავს კარგ და გულისხმიერ ადამიანებს, რომლებიც კიდევ უფრო გაგახარებენ.
#6. მშვიდი და გაწონასწორებული წელი. თქვენ ბევრი იშრომეთ გასულ წლებში და წარმატებამ როგორც იქნა, გაგიღიმათ. ამ წელს შრომის შედეგებს მოიმკით. დიდ ხანს იმუშავეთ საკუთარ ავტორიტეტზე. ახლა დადგა დრო, ავტორიტეტმა იმუშავოს თქვენზე. კოლეგებისა და ნაცნობების პატივისცემას დაიმსახურებთ. შესაძლოა, კარიერული ზრდა ან ხელფასის მომატებაც.
#7. სიურპრიზების წელი. 2017 წელს რაიმე ახალს აღმოაჩენთ თქვენთვის. გამოიკვლიეთ თქვენი მგრძნობიარობა, დააგემოვნეთ ახალი კერძები, იმოგზაურეთ, გაიარეთ მასაჟის კურსები ან ჩაეწერეთ ხატვის კურსებზე. არის დიდი შანსი იმისა, რომ ამ წელს ახალი სუნთქვა გაგეხსნებათ და საკუთარ მოწოდებას იპოვით.
#8. რომანტიკის წელი. თქვენი 2017 წელი რომანტიკით, ახალი შეხვედრებითა და მოულოდნელი აღიარებებით იქნება აღსავსე. დიდი შანსია, შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს, და თუ უკვე გყავთ, შესაძლოა, მოულოდნელად ხელი გთხოვოთ!
#9. გულუხვი წელი. თქვენ გიყვართ ლამაზი ნივთებისა და გავლენიანი ხალხის შემოკრება გარშემო. ამ წელს საპირისპირო სქესისგან დიდი ყურადღების გამოვლენა, სასიამოვნო სიურპრიზები და ავანტიურები გელით. თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და გამყარდება, თჲ ჭკვიანურად განკარგავთ თანხებს და ქარს არ გაატანთ.