როგორ უნდა შევიჩეროთ თმისცვენა
მეცნიერებმა გამოთვალეს: თითოეული თმის ღერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2–დან 5 წლამდეა. ამის შემდეგ ვადაგასული თმა ცვივა, ხოლო მის ადგილზე ფოლიკულიდან ახალი ამოდის. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. დღეში 60–დან 100 თმის ღერის დაკარგვა ნორმალურია. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ეს ციფრი მაღალია? სპეციალისტი–ტრიქოლოგები ზომების დროულად მიღებას გვირჩევენ.
მიზეზები მოიცილეთ!
დასაწყისში აუცილებელია თმის ჯანმრთელობისთვის ყველა არასასურველი ფაქტორის აღმოფხვრა. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ, რას ჭამთ.
სწორად იკვებეთ. არაბალანსირებულ კვებას შედეგად ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა მოჰყვება. ძირითადად თმისთვის აუცილებელია ბიოტინი, ი ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, ლეციტინი, სელენი და თუთია. შეასწორეთ კვება, რათა ორგანიზმი მისთვის აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით უზრუნველყოთ. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ თმისთვის განკუთვნილი ვიტამინურ–მინერალური კომპლექსი მიიღოთ.
ნაკლები ინერვიულეთ! ძლიერი თმის ცვენის მიზეზი შესაძლებელია გადატანილი ნერვული სტრესი იყოს. შეიძლება თმამ ცვენა არა – უცებ, არამედ ძლიერი ემოციური განცდებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყოს. ისწავლეთ, სამუშაოზე პრობლემებს მშვიდად მიუდგეთ, კონფლიქტურ და სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ.
მასაჟი გაიკეთეთ! რამდენიმე წუთის განმავლობაში თითების მსუბუქი მოძრაობით თავის კანზე მასაჟი გაიკეთეთ. ის ფოლიკულების სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს და ნებისმიერი სამკურნალო საშუალების (მაგალითად, თმის ნიღბების) მოქმედებას აძლიერებს. მასაჟი შეგიძლიათ არამხოლოდ თითებით, ასევე ჯაგრისით გაიკეთოთ. ზიგზაგისებური მოძრაობით ჯაგრისი თმებს შორის, საფეთქლებიდან კინკრიხოსკენ მიმართულებით, შემდეგ საფეთქლებიდან კეფისკენ გაატარეთ.
ფრთხილი ზრუნვა
თმა შეიძლება არასწორი მოვლის გამოც ჩამოცვივდეს. ქიმიური დახვევა, ხშირი შეღებვა და ფენით გაშრობა თმაზე ნეგატიურად აისახება. ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი:
სავარცხელი ხშირად შეცვალეთ. შეარჩიეთ ნატურალური მასალის. გახსოვდეთ: სავარცხელი კბილის ჯაგრისის მსგავსად, რეგულარულად უნდა გამოცვალოთ. განსაკუთრებით ეს ხის ნაწარმს ეხება. ხე მავნე ნივთიერებებს აგროვებს და მალე უვარგისი ხდება.
შეარჩიეთ თმის მოვლის ხარისხიანი საშუალებები. გამოიყენეთ თმის ცვენის საწინააღმდეგო სპეციალური შამპუნი, ლოსიონი, ბალზამი, თმის ნიღაბი. შეიძინეთ ერთი საფირმო ნიშნის ნაწარმი – ერთმანეთს ავსებენ.
თმა ძლიერი რომ იყოს, ხშირად მიირთვით მწვანე ბოსტნეული, რუხი პური, პარკოსნები, კვერცხი, წითელი ხორცი და რძის პროდუქტები. კვირაში 2–ჯერ თევზი ჭამეთ. ის შეიცავს ცხიმმჟავა ომეგა–3–ს, რომლის ნაკლებობა კანის სიმშრალესა და თმის კვების გაუარესებას იწვევს.
"სასწრაფო დახმარება" თმის ცვენის დროს
გაიკეთეთ სამკურნალო ნიღბები. თმისთვის სხვადასხვა მზა ნიღბები ან სამკურნალო ამპულები საკმაოდ ეფექტურია. მაგრამ, ამასთანავე შეგიძლიათ შინაურ საშუალებებსაც მიმართოთ, რომლებიც "ჩაძინებულ" ფოლიკულებს გამოაფხიზლებენ და თმის ცვენას შეაჩერებენ. მათი პლუსი: საშუალებები აბსოლუტურად უვნებელი და იაფფასიანია. თითქმის ყველა კომპონენტი სამზარეულოში მოგეპოვებათ. მინუსი: რა თქმა უნდა, ეს საშუალებები პანაცეა არ არის. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხმარებიან, როდესაც თმის ცვენა ორგანიზმის შიგნით სერიოზულ დაავადებებთან დაკავშირებული არ არის.
ხახვის ნიღაბი მეტად ეფექტური საშუალებაა. მკურნალობის პირველ შედეგებს პრაქტიკულად უცებ შეამჩნევთ. ხახვის დიდი ბოლქვი გახეხეთ, წვენი გამოწურეთ და თმის ძირებში შეიზილეთ. თავი შეიფუთნეთ. 20 წუთის შემდეგ თმა ჩამოიბანეთ. წვენი დღეგამოშვებით შეიზილეთ.
ბირკავას ზეთი ასევე ეხმარება თმის გადარჩენას. აიღეთ 5 სუფრის კოვზი ზეთი, ოდნავ შეათბეთ და თავის სუფთა კანზე შეიზილეთ. თავზე პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ, ზემოდან პირსახოცი მოიხვიეთ. 30 წუთის შემდეგ თმა შამპუნით კარგად დაიბანეთ.
აბუსალათინის ზეთის ნიღაბი. აიღეთ 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი ძმარი და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. ერთმანეთს შეურიეთ და თავის კანში ფრთხილად შეიზილეთ. თავზე პირსახოცი დაიფარეთ. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. თმის დაბანის შემდეგ სასარგებლოა ჭინჭრის ან სვიის გირჩების ნახარშის გადავლება.