დაბნელდება თუ არა დედამიწა ექვსი დღით და რა არის ყველაზე დიდი საფრთხე დედამიწისთვის?
ნუ გეშინიათ, არც ოზონის ხვრელის გარღვევაა იმდენად საშიში, როგორც ამტკიცებენ
რა არის ყველაზე დიდი საფრთხე დედამიწისთვის?
ბოლო დროს, სოციალური ქსელებით, განსაკუთრებით კი - ”ფეისბუკით”, აქტიურად ვრცელდება ნიუსი, რომლის შინაარსიც დაახლოებით ასე ჟღერს: ”აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერში დედამიწა ექვსი დღით დაბნელდება. ეს ამბავი სააგენტო ჰუზლერს.ცომ-მა ნასას სპეციალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. როგორც ”ნასას” სპეციალისტები განმარტავენ, დედამიწის დაბნელება შესაძლოა 16 ან 22 დეკემბერს მოხდეს. სააგენტოს ინფორმაციით, დედამიწის დაბნელების მთავარი მიზეზი მზის ქარიშხალია, რომელიც პლანეტას რამდენიმე დღით დააბნელებს და მტვერი მზის შუქის 90%-ს დაფარავს. ”ნასას” სპეციალისტები განმარტავენ, რომ დედამიწის დაბნელება მზის ქარიშხლების ისტორიაში ყველაზე გასაოცარი ფაქტია, რომელიც 216 საათს გაგრძელდება, თუმცა, დედამიწას სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს”.
ბუნებრივია, ეს ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა და ბევრმა დაიჯერა, რომ დეკემბერში დედამიწაზე 6-დღიანი სიბნელე უნდა ჩამოწვეს. მოგვიანებით საპირისპირო მოსაზრებაც გავრცელდა: როგორც გაირკვა, ჰუზლერს.ცომ-მა დეზინფორმაცია გაავრცელა, რითაც ყველა შეცდომაში შეიყვანა. ეს ინფორმაცია თვითონ ”ნასამაც” არ დადასტურდა, მაგრამ ექვსდღიანი სიბნელის პერსპექტივამ ძალიან ბევრი ადამიანი დააფრთხო. რატომ ვრცელდება მსგავსი ამბები და რატომ იჯერებს მას მთელი მსოფლიო? - ამ შეკითხვით თსუ-ის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს - ზურაბ კერესელიძეს მივმართეთ:
- ცნობილი ფაქტია, რომ განედის მიხედვით დღე-ღამე მორიგეობით იცვლება და ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობის გამო, როდესაც ჩრდილოეთში არის ზაფხული, სამხრეთში ზამთარია. შესაბამისად, როდესაც ჩრდილოეთ პოლუსზე არის დღე და - პირიქით. ასე რომ, განედის მიხედვით დღე-ღამის ცვალებადობა ბუნებრივი მოვლენაა და ამ კანონზომიერების შეცვლა პირადად მე, წარმოუდგენლად მიმაჩნია. როგორც ჩანს, ადამიანები ადვილად იჯერებენ მსგავს დეზინფორმაციებს. გაიხსენეთ 2012 წლის დეკემბერი, როდესაც ნახევარი მსოფლიო სამყაროს აღსასრულს ელოდა. ამ ინფორმაციამ მსოფლო აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ დედამიწაზე არაფერი მომხდარა.
- რატომ იჯერებენ ადამიანები ამგვარ ისტორიებს?
- ალბათ, ბევრი რამის გამო: ზოგს რელიგიური მოსაზრებები ამოძრავებს, ზოგს არცოდნა ან ბუნებისადმი ქვეცნობიერი შიში, ზოგს კი - ცრურწმენა. ამის გამო ადამიანები არ ცდილობენ, გადაამოწმონ ინფორმაცია. მაგალითად: საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია კუდიანი ვარსკვლავის თემა. საუკუნეების განმავლობაში სჯეროდათ, რომ მისი გამოჩენა ცუდ ამბავს მოასწავებდა, კუდიანი ვარსკვლავის შესახებ ძალიან ბევრ ლეგენდაში მოგვითხრობენ და რაც მთავარია, ის ფიგურირებს ახალ აღთქმაში, როდესაც მოგვებმა დაინახეს ცაზე კუდიანი ვარსკვლავი. ასეთი ვარსკვლავის გამოჩენაც ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ეს არის კომეტა - კოსმოსური ობიექტი, რომლის ბირთვი არცთუ ისე დიდია, ეს არის კოსმოსური ყინულის მასა, რომელსაც უზარმაზარი კუდი აქვს. მისი კუდის სიგრძე შეიძლება მილიონობით კილომეტრიც კი იყოს, ამიტომაც ჩანს ასე კარგად დედამიწიდან. სწორედ ეს არის ე.წ. კუდიანი ვარსკვლავი, რომელიც არცთუ იშვიათი მოვლენაა. ცრურწმენა ადრეც ”მუშაობდა” და დღესაც ”მუშაობს”, რის გამოც კუდიანი ვარსკვლავის გამოჩენას რაღაც ზებუნებრივ ძალას მიაწერენ. სხვათა შორის, სვეტიცხოველში არის შესანიშნავი ფრესკები, სადაც კუდიანი ვარსკვლავია გამოსახული. ადამიანები მსგავს მოვლენებს ყოველთვის აკვირდებოდნენ და მისტიკურ მნიშვნელობას აძლევდნენ.
- ბატონო ზურაბ, ასტეროიდების გამოც ხშირად იქმნება პანიკა...
- მარტივი ენით რომ ავხსნათ, ასტეროიდი არის მყარი ნივთიერებების გროვა, საკმაოდ დიდი მასა. სამყაროში უამრავი ასტეროიდი დაფრინავს, ზოგიერთი დედამიწასთან ახლოსაა და ეს საკითხი ხშირად შუქდება ტელევიზიითაც. ზოგი ასტეროიდი უფრო ახლოსაა დედამიწასთან, ზოგი - უფრო შორს. ასტეროიდები კოსმოსურ სივრცეში საკმაოდ უსისტემოდ მოძრაობენ. ცხადია, ისინი გარკვეულ ხიფათს წარმოადგენენ დედამიწისათვის, შესაძლებელია მათი შეჯახებაც მოხდეს, თუმცა, ამის ალბათობა არც ისე დიდია. ზოგიერთი ადამიანი ამ ყველაფერს იგებს, ან უყურებს ტელევიზიით და მერე აგებს თეორიებს, რომ ხვალ-ზეგ დედამიწაზე კატასტროფა მოხდება, მაგრამ ასეთებს ავიწყდებათ ერთი რამ: დღეს მეცნიერება ისეთ დონეზეა და კოსმოსური სივრცის ისეთი კონტროლი მიმდინარეობს, რომ დიდი ზომის ასტეროიდის გამოჩენის შესახებ რამდენიმე საუკუნით ადრე ვიგებთ. ეს ეხება ძლიერ კატაკლიზმებსაც. ტელევიზიით იტყვიან, რომ ესა თუ ის ასტეროიდი დედამიწას რამდენიმე ათას კილომეტრზე ჩაუვლის და ამის გამო იქმნება პანიკა, რომელიც საფუძველს მოკლებულია. სხვათა შორის, ჩემი კოლეგა იყო შესანიშნავი მეცნიერი ჯუმბერ ლომინაძე, რომელსაც ხშირად არასწორად უგებდნენ: იტყოდა, რომ რომელიღაც კომეტის შეჯახების ალბათობა დედამიწასთან დავუშვათ 1/30 000 პროცენტია, მაგრამ ხალხი იჯერებდა, რომ შეიძლება კატასტროფა მომხდარიყო. ამ დროს ბატონმა ჯუმბერმა კარგად იცოდა, რომ ამის ალბათობა ძალიან მცირე იყო. მინდა ვუთხრა თქვენს მკითხველებს, რომ ხიფათი არსებობს, ოღონდ მისი ალბათობა ძალზე მცირეა, იმდენად მცირე, რომ არ უნდა გეშინოდეთ. პირდაპირ და გადაჭრით ვიტყვი: ნუ გეშინიათ, არც ოზონის ხვრელის გარღვევაა იმდენად საშიში, როგორც ამტკიცებენ, შედარებით სახიფათოა კლიმატის ცვლილება, მაგრამ უცნაური იცით, რა არის? - ამ ფაქტების გამოდევნებით ადამიანებს რეალური საშიშროება ავიწყდებათ: ყველაზე დიდი საფრთხეა ის, რომ დედამიწაზე 2-3 საუკუნის შემდეგ არანორმალური ენერგეტიკული კრიზისი იქნება - აქ ძირითადად ნავთობს ვგულისხმობ. სხვათა შორის, 50 წლის წინ იყო ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ეს პრობლემა გადაწყდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით სერიოზული არაფერი გაკეთებულა. თუ შესაბამის ზომებს არ მივმართავთ, 2-3 საუკუნის შემდეგ დედამიწა აბსოლუტურად გამოფიტული და დაცლილი იქნება ენერგორესურსებისაგან, რაც კარგს არაფერს გვიქადის.
ეს საინტერესოა
1838 წლის 30 ივლისსა და 1954 წლის 12 ივლისს, ლონდონში ბაყაყების წვიმა წამოვიდა.
1901 წელს გომბეშოების წვიმა მოვიდა მინეაპოლისში, ხოლო 1956 წლის 10 მაისს თევზების წვიმა დაფიქსირდა ალაბამის შტატში.
2013 წლის 15 თებერვალს, რუსეთში, ურალის თავზე რამდენიმეტონიანი მეტეორი აფეთქდა. ეს აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ უამრავი ადამიანი დაშავდა და შენობები დააზიანა. მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა, მეტეორი რომ ატმოსფეროში არ აფეთქებულიყო. დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორი რამდენიმე ტონას იწონიდა.
2001 წლის 25 ივლისიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, ინდოეთის შტატის ქერალის ტერიტორიაზე წითელი ფერის წვიმა მოდიოდა. თავიდან წვიმის შეფერადებას ატმოსფეროში აფეთქებულ მეტეორიტს აბრალებდნენ, თუმცა, ინდოეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულმა კომისიამ დაადგინა, რომ წვიმა ადგილობრივი წარმოშობის წყალმცენარეებმა გააწითლეს. ზოგიერთ განცხადებაში სხვა ფერის წვიმებზეც იყო საუბარი. მაგალითად ყვითელ, მწვანე და შავ წვეთებზე. უჩვეულო წვიმა 20 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა.
1848 წლის 13 აგვისტოს სკაის კუნძულზე, შოტლანდიაში ციდან ყინულის ნახევარტონიანი ნაჭერი ჩამოვარდა. მეცნიერებმა ამ მოვლენას კრიომეტეორიტები უწოდეს. ანალოგიური შემთხვევა 1973 წლის 2 აპრილს მანჩესტერშიც მოხდა, ხოლო 1970 წლის 8 მაისს - იაპონიაში.
2009 წელს თავკომბალების წვიმა მოვიდა იაპონიის პრეფექტურა იშიკავას თავზე. ავსტრალიის უდაბნოში მდებარე ქალაქ ლაჯამანუში მოსული ”თევზის წვიმის” შემდეგ კი, ზოგიერთი თევზი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სპეციალისტების აზრით, ეს ქორჭილები ქარიშხლის მსხვერპლი გახდნენ.