2015 წლისთვის დედამიწას საშინელი სიცხე დაატყდება თავს
ამერიკული კოსმოსური სააგენტოს ცნობით, მომავალი წელი დედამიწის მცხოვრებთათვის ანომალიურად ცხელი იქნება. სპეციალისტებმა დასკვნები ბოლო რამდენიმე წლის ტემპერატურულ ანალიზზე დაყრდნობით გამოიტანეს. მათი თქმით, 1880 წლიდან, სულ უფრო ხშირად ფიქსირდება ტემპერატურის ანომალიური მაჩვენებლები. ტემპერატურული რეკორდები დაფიქსირდა: 1995, 1997, 1998, 2005 და 2010 წლებში. 2015 წლისთვის, დედამიწის ზოგიერთ რეგიონში, უპრეცენდენტოდ მაღალი ტემპერატურის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. გარდა ამისა, ამერიკული კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მტკიცებით, 1998 წლიდან მოყოლებული, წლევანდელი წელი ყველაზე ცხელ წლად შეიძლება ჩაითვალოს.
მომზადებულია Topnews-ის მიხედვით.
მომზადებულია Topnews-ის მიხედვით.