"შენ აქ ორგია მოაწყვე" - რატომ დაადეს +18 ნინი წიკლაურის გამოსვლას "ერთი ერთში"
19 ნოემბერს "ერთი ერთშის" მესამე სეზონის პრემიერა შედგა. მაყურებლის წინაშე 8 კონკურსანტი წარდგა. მომღერალ ნინი წიკლაურის გამოსვლა ჟიურის წევრებმა ყველაზე სექსუალურ ნომრად შეაფასეს. ჟიურის წევრის, ზაკ რისის თქმით, შაკირას Underneath Your Clothes-ის შესრულების დროს ნინიმ სცენაზე "ორგია" მოაწყო. სიმღერის დასრულების შემდეგ წამყვანმა კახა კინწურაშვილმა ნინის გამოსვლას +18 დაუწერა.