კიდევ ერთი ქართველის წარმატება უკრაინულ X Factor-ში - გიორგი ჩიქოვანის საამაყო გამოსვლა
უკრაინული X Factor-ის შესარჩევ ტურებზე კიდევ ერთი ქართველი მომღერალი, 28 წლის გიორგი ჩიქოვანი გამოვიდა, რომელმაც The White Stripes-ის ცნობილი ჰიტი Seven Nation Army შეასრულა. გიორგის გამოსვლა ჟიურის წევრებმა დადებითად შეაფასეს და სამი ხმით ერთის წინააღმდეგ იგი მომდევნო ტურში გადაიყვანეს.