ნინი ნუცუბიძის გამოსვლა უკრაინულ X-factor ში
უკრაინული იქს ფაქტორის ჩაწერები დასრულებულია. მის მონაწილეებს კი მაყურებელი ეტაპობრივად ეცნობა. მათ შორის ბევრი ქართველია და თითქმის ყველა ახერხებს ჟიურის წევრების აღტაცებას.
შემთხვევა, რომელიც პროექტის მეშვიდე ქასტინგის დროს მოხდა, ნამდვილად უპრეცედენტოა. უკრაინულ იქს ფაქტორში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 15 წლის ქართველმა მომღერალმა ნინი ნუცუბიძემ. ნინის ქართველი მსმენელი სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან იცნობს.
უკრაინულ იქს ფაქტორში მან Michael Jackson -ის Who’s Loving You შეასრულა. ნინიმ იმდენად მოხიბლა ჟიური, რომ бумбокс-ის წევრმა ანდრეი ხლივნუკმა აღარ აცადა კოლეგებს აზრის გამოთქმა და პირდაპირ ოქროს ღილაკს დააჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინი ნუცუბიძე უკვე ფინალისტია და სხვა ტურების გავლა აღარ მოუწევს.