ვიდეო, 7 მილიონი ნახვით და ატირებული ჟიური მექსიკურ "ნიჭიერში"
19 ოქტომბერს TV azteca-ზე მექსიკური "ნიჭიერის" პრემიერა შედგა, რომლის ჟიურის წევრები ხიმენა სარინიანა, ჰექტორ მარტინესი და ხოსე მანუელ ფიგუერო არიან. პირველივე შოუზე დიდი შთაბეჭდილება ჟიურიზე და დარბაზში მყოფ ხალხზე 43 წლის მომღერალმა პაბლო ლოპეს მორალესმა მოახდინა, რომელმაც ბობ სიგერის Old time Rock n Roll შეასრულა. პაბლოს გამოსვლა ყველასათვის მოულოდნელი იყო, მისი შესრულების დროს ხიმენა სარინიანამ ცრემლები ვერ შეიკავა. 43 წლის მომღერალი მომდევნო ტურში სამი "კი"-თი გადაუშვეს.