როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა?
ჩემს 16 წლის ვაჟს მთელ ტანზე ხშირი და მუქი თმა აქვს. თავად შავგვრემანი არ არის. ჰორმონები წესრიგში აქვს. რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და რა საშუალებით შეიძლება უსაფრთხოდ და ეფექტიანად ჭარბი თმის მოცილება?
მამაკაცის სხეულზე თმის განვითარების ხარისხსა და განლაგებას მკაცრად განსაზღვრავს მისი გენეტიკური თავისებურებანი, ეთნიკური წარმომავლობა და სისხლში მამაკაცური ჰორმონების არსებობა. უხსოვარი დროიდან მამაკაცის სხეულზე ხშირი და მუქი თმა მამაკაცურობისა და ძლიერების სიმბოლოდ აღიქმებოდა.
ძველმა ჩინელებმა, ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, მედიცინის სპეციალური დარგიც კი შექმნეს, რომლის დახმარებითაც მამაკაცის თმიანობასა და მის სქესობრივ პოტენციას შორის გარკვეული კავშირებისა და დამოკიდებულების დადგენას ცდილობდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს ახალგაზრდა მამაკაცთა უმრავლესობა სხეულზე ხშირ და მუქ თმას მტკივნეულად აღიქვამს. ერთნი ამის მიზეზად ფიზიოლოგიურ, წმინდა ჰიგიენურ ფაქტორს ასახელებენ - ჭარბი თმა წელიწადის ცხელ პერიოდში ძლიერ ოფლიანობას იწვევს, მეორენი ფსიქოლოგიურს - ფიქრობენ, რომ ჭარბთმიანობა მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში უშლით ხელს. სწორედ ამიტომ ქალბატონების კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო მეტი მამაკაცი მიმართავს თმის ხელოვნურად მოცილების მეთოდებს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია:
1. თმის გაუფერულება წყალბადის ზეჟანგის მეშვეობით - წყალბადის ზეჟანგის მუდმივი ზემოქმედებით თმის ღერები თხელდება, რბილდება და უფერულდება.
2. პარსვა - უმტკივნეულო მეთოდია, რომელსაც ერთი ნაკლი - ხანმოკლე ეფექტი - აქვს. მოპარსული თმა საკმაოდ სწრაფად იზრდება. შესაძლოა მგრძნობიარე კანის გაღიზიანებაც.
3. თმის ამოგლეჯა პინცეტით - ძირითადად წარბების გასათხელებლად გამოდგება, თუმცა საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა, ამასთანავე, მამაკაცთა უმრავლესობა მისი შესრულების ტექნიკის დაუფლებას დიდხანს ვერ ახერხებს.
4. ქიმიური დეპილაცია - სპეციალური კრემ-ეპილატორების საშუალებით თმის მოცილებაა. მეთოდის ძირითადი ნაკლია კანის მოსალოდნელი გაღიზიანება და ალერგიული რეაქციების განვითარება.
5. ბიოეპილაცია - ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეთოდია. კანზე მწებავი ნივთიერება ისმება, შრება და სწრაფად სცილდება. მისი მოცილებისას ძირიანად ძვრება თმის ღერებიც. მისი ერთ-ერთი სახეობაა ეპილაცია ცხელი და თბილი თაფლის პროდუქტებით.
6. ეპილაცია ეპილატორით - საკმაოდ მტკივნეული და ტექნიკურად რთულად შესასრულებელი მეთოდია, ამასთანავე, ამ შემთხვევაშიც საკმაოდ დიდია კანის გაღიზიანების ალბათობა.
7. ელექტროეპილაცია - ელექტროდი-ნემსი შედის თმის ფოლიკულში და ელექტროდენის საშუალებით აცილებს თმის ღერს. ასევე მტკივნეული პროცედურაა.
8. ლაზერული ეპილაცია - პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ლაზერული სხივი მოქმედებს თმის ფოლიკულზე და აცლის თმას. პროცედურა საკმაოდ დიდხანს გრძელდება.
ფოტოეპილაცია
უკანასკნელ ხანს ჭარბი თმით შეწუხებულ მამაკაცებს მხსნელად ფოტოეპილაცია მოევლინა, რომელიც სხეულის საკმაოდ დიდი ფართობის მოკლე ხანში სწრაფად დამუშავების საშუალებას იძლევა. ზურგზე, მკერდზე, იღლიისქვეშა არეებსა და ფეხებზე თმის მოცილებასთან ერთად ფოტოეპილაცია მამაკაცებს იმიჯის მოდელირების საშუალებასაც აძლევს. შერჩევითად არის შესაძლებელი სახეზე, კისერსა და ნიკაპზე თმის ზრდის კორეგირება. სპეციალური აპარატით სინათლის სხივის საშუალებით მოცილებული თმა 2-3 თვე აღარ იზრდება. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში 2-3-ჯერ. ფოტოეპილაციას აქვს აბსოლუტური და შედარებითი აკრძალვები. აბსოლუტური უკუჩვენებაა:
- ფოტოსენსიბილიზაცია, გამოწვეული პროცედურამდე 2-4 კვირით ადრე მიღებული იმ პრეპარატებით, რომლებიც ზრდიან სინათლისადმი კანის მგრძნობელობას;
- კოლოიდური ნაწიბურები;
- მწვავე ინფექციური დაავადებანი;
- ავთვისებიანი წარმონაქმნები;
- ფსიქოემოციური დარღვევები;
- დეკომპენსაციის სტადიაში მყოფი მწვავე და ქრონიკული დაავადებები.
შედარებითი უკუჩვენებებია:
- პროცედურამდე 30 დღის განმავლობაში მიღებული ნამზეური;
- ნაწოლები წარბების არეში;
- ნაწოლები ტატუს არეში.
პროცედურამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- შესაბამის არეში პიგმენტაციის დარღვევა;
- ქავილი;
- ერითემა;
- შეშუპება;
- კანის აქერცვლა.
იშვიათად, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მტკივნეული რეაქციების განვითარებაც.