როგორი მამაკაცი შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურად?

როგორი მამაკაცი შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურად?
როგორი მამაკაცი შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურად? მაღალი, გამხდარი, გლუვი კანით, რომელსაც სხეულზე ცხიმის ნაკეცები არ აქვს? არაფერი შეგეშალოთ! ქალებს გემოვნება მნიშვნელოვნად შეეცვალათ, მათ თვალში სექსუალური მამაკაცი უკვე აღარ არის ისეთი გარეგნობის, როგორიც ადრე ეგონათ. ერთ-ერთმა ამერიკულმა ქალთა ჟურნალმა გადაწყვიტა, გაერკვია ქალების აზრი მამაკაცის სექსუალურობაზე და მიღებული შედეგებით გაოცებული დარჩა.

ქალების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ცხიმის ნაკეცები მუცელსა და თეძოებზე მამაკაცს სულაც არ აუშნოებს და, მათი აზრით, ბანჯგვლიანი მკერდიც მეტად მიმზიდველია. ჟურნალის გამომცემლები სერიოზულად შეფიქრიანდნენ, რადგან ეს ჟურნალი ხშირად აქვეყნებს მაღალი, გამხდარი მამაკაცების სურათებს, რომლებსაც მკერდზე თმა არ აქვთ. ახლა კი ფიქრობენ, რომ ახალი მოდელი უნდა ეძებონ -მამაკაცი, რომელიც ქალების მოთხოვნებს უპასუხებს.

ქალების უმრავლესობა თუ არა, არცთუ უმნიშვნელო ნაწილი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ბევრი ფული აქვს მამაკაცს და საშუალო შესაძლებლობის, ნორმალურ მამაკაცთან შეხვედრაზე ოცნებობს.
სტატიის წყარო:cacao.ge