ჰარი ჰუდინის 8 ფოკუსის საიდუმლო

ჰარი ჰუდინის 8 ფოკუსის საიდუმლო
ფოკუსნიკებს აქვთ წესი და კანონი, არავის გაუმხილონ საკუთარი ილეთების, ხრიკების საიდუმლოებები. როდესაც სხვა ფოკუსნიკებმა საჯაროდ გამოიტანეს გუდინის რამდენიმე საიდუმლო, მათ დაარღვიეს პროფესიული ეთიკა. ბევრი მათგანი ამტკიცებს, რომ ისინი დღესაც კი იყენებენ ამ დიდებული ფოკუსნიკის ილეთებს. გარი გარდაიცვალა დაახლოებით 90 წლის უკან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თანამედროვე ილუზიონისტები იყენებდნენ მის დაძველებულ მეთოდებს.


1. 1950 წლის რადიო.

ჰარი ჰუდინის 8 ფოკუსის საიდუმლო

გუდინიმა მოიგონა ეს ფოკუსი 1925 წელს, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლით ადრე. მაგიდაზე იდებოდა უზარმაზარი 2x1 ზომის რადიო, მარეგულირებელი სახელურებითა და ორი კარებით. იგი აჩვენებდა ხალხს, რომ შიგნით არავინ იყო და საყვარელი რადიო ტალღის დაჭერის შემდეგ, ამ მოწყობილობიდან ამოდიოდა მისი ასისტენტი. "დააყენეთ რადიო საჭირო ტალღაზე და მიიღეთ თქვენი ოცნების ქალი - აცხადებდა გუდინი - არა ჯენტლმენებო, ეს რადიო არ იყიდება".
ფოკუსის საიდუმლო მდგომარეობდა მაგიდაში, რომელიც შედგებოდა ორი ფენისაგან, ანუ დიდი დაფარული უჯრისაგან. სანამ რადიოს მოათავსებდნენ მაგიდაზე, იქამდე შიგნით იმალებოდა ასისტენტი და როდესაც გუდინი რთავდა საჭირო ტალღას, ასისტენტი მოხერხებულად ძვრებოდა მაგიდიდან რადიოში.

2. მეტამორფოზა.



"მეტამორფოზა" იყო მისი ერთ-ერთი პირველი ფოკუსი 1894 წელს. გუდინი არ გახლდათ მისი ავტორი, არსებობს ამ ფოკუსის უფრო ძველი ვერსიებიც, თუმცა გარი ასრულებდა ამ ფოკუსის თავისებურ ვარიანტს, რაშიც ეხმარებოდა ცოლი. ფოკუსი იყო საკმაოდ რთული. გუდინის ხელები იყო დაბმული ზურგს უკან და მთლიანად მოთავსებული იყო შეკრულ ტომარაში. ტომარა თავსდებოდა ყუთში, რომელიც ილუქებოდა და თავსდებოდა დიდ ფარდიან შკაფში. ცოლი თავად შედიოდა შიგნით, აფარებდა ფარდას და სამჯერ უკრავდა ტაშს. მესამე ტაშის შემდეგ, ფარდა იხსნებოდა, ხოლო ცოლსა და ქმარს ადგილები ჰქონდათ გაცვლილი.
საიდუმლო ძალიან მარტივია: პრაქტიკა. გუდინი იყო კვანძების ექსპერტი. როდესაც მეშოკი იკვრებოდა, მას ხელები უკვე განთავისუფლებული ჰქონდა, როცა მეშოკი თავსდებოდა ყუთში, იგი შიგნიდან ასუსტებდა თოკებს, ხოლო როცა ცოლი აფარებდა ფარდას, გუდინი ძვრებოდა ყუთის უკანა მხრიდან. სამჯერ ტაშს უკრავდა არა მისი ცოლი, არამედ თვითონ. პირველი ტაშის შემდეგ, ცოლი ძვრებოდა ყუთში, ხოლო მესამე ტაშის შემდეგ, გუდინი თავად ხსნიდა ფარდას. სანამ იგი ხსნიდა ყუთს, ცოლი შიგნით, თვითონ იბავდა თავს. ისინი ახერხებდნენ ადგილების გაცვლას სამ წამში.

3. სპეციალურ კოსტუმში ჩამოკიდებული, თავის განთავისუფლება.

[media=https://www.youtube.com/watch?v=78ilauEj6p8]

ამ ფოკუსის საიდუმლო გუდინმა თავად გაამხილა თავის წიგნში. საიდუმლო მდგომარეობდა შემდეგში: სპეციალური კოსტუმს ასუსტებდნენ, იქამდე სანამ ჩაიცმევდა ფოკუსნიკი მას. მოსლაბებული ქსოვილიდან იგი ადვილად ითავისუფლებდა ხელს, შემდეგ კი უკვე ყველაფერი პრაქტიკასა და გგამოცდილებაზე იყო დამოკიდებული.

4. აგურებით აშენებულ კედელში გავლა.



გუდინმა ეს ფოკუსი ჩაატარა მხოლოდ რამდენჯერმე, ნიუ-იორკში 1914 წელს, თუმცა ის იქცა ნამდვილს სენსაციად. ხელოსნები აშენებდნენ სამ მეტრის სიმართლის და 3.5 მეტრი სისქის კედელს მაყურებლის პერპენდიკულარულად. გუდინი იწვევდა მაყურებელს, რათა შეემოწმებინათ კედლის სიმყარე ჩაქუჩით. სი იკავებდა კედლის ერთ მახერს. ორივე მხარე იფარებოდა მოძრავი ფარდით წამიერად, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ გუდინი აღმოჩენილიყო კედლის მეორე მხარეს.
ფოკუსის საიდუმლო მდგომარეობდა ხალიჩაში, რომელზეც იყო აშენებული კედელი. ხალიჩა ფარავდა ხვრელს, რომელიც გათხრილი იყო კედლის ორივე მხარეს და ფარდის წამიერად ჩამოფარების დროს, გუდინი თავისი მოხერხებულობითა და სისწრაფით ახერხებდა კედლის ერთი მხარიდან, არმოჩენილიყო მეორე მხარეს.

5. ხელების განთავისუფლება ბორკილებისაგან.



ერთ-ერთი პირველი ფოკუსი იყო ბორკილებიდან თავის დახსნა. ეს ფოკუსი აღმოჩნდა ძალიან წარმატებული და სწორედ მისი დამსახურებით გუდინმა გააფორმა პირველი კონტრაქტი თეატრთან.
ილუზიონისტი სწავლობდა ბოქლომებს და მის მაგვარ მოწყობილობებს მთელი ცხოვრება და ფლობდა ენციკლოპედიურ ცოდნას ხელბორკილების თაობაზე. ის ერთი შეხედვით ადგენდა, თუ რა სახის გასაღები იყო საჭირო ამ ბოქლომის გასახსნელად. ბოლოს მან გამოიგონა ქამარი სპეციალური ფოლადისაგან და მას შეეძლო მისი იდაყვებით გადაადგილება. მასზე მოთავსებლი იყო სხვადასხვა სახის ხელბორკილის გამხსნელი.

6. რძის ქილიდან თავის განთავისუფლება.


პირველად გუდინმა ეს ფოკუსი საზოგადოებას უჩვენა 1901 წელს. ფოკუსმა მოიპოვა დიდი პოპულარობა ხალხში. გუდინი ამბობდა: "ერთ შეცდომა სიკვდილის ტოფასია". მაყურებელს ჰქონდა საშვალება შეესწავლა და დაეთვალიერებინა ქილა, რომელიც იყო დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის. გუდინი თავსდებოდა ქილაში თავით, შემდეგ მას მჭიდროდ ეფარებოდა თავსახური. სანამ 6 ივე ჩამკეტს აამოქედებდნენ, გადიოდა უკვე 1 წუთი. შემდეგ ქილას ფარავდნენ ფარდით კიდევ 1 წუთს და მისი გადაფარების შემდეგ, რძით დასველებული გუდინი მაყურებელს ხვდებოდა გათავისუფლებული, ხოლო თვითონ ქილა ისევ დალუქული იყო.
მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გუდინის მეგობარმა გაამხილა საიდუმლო. გარედან ამ ჩამკეტების გახსნა ნამდვილად ძნელი იყო, თუმცა შიგნი მჯდომი ადამიანისათვის მისი გახსა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. საკმარისი იყო მიწოლოდა მას მხოლოდ შიგნიდან და თავსახური ჩამმკეტების გახსნის გარეშე ეხდებოდა.

7. წყლის ქვეშ მოთავსებული ყუთიდან თავის განთავისუფლება.




პირველად გუდინმა ეს ფოკუსი ჩაატარა ნიუ-იორკში, მდინარე ისტ რივერში. გუდინს ხელებზე ედო ბორკილები და მოთავსებული იყო ყუთში, რომელიც იყო დაცული ჯაჭვებიჩ. გუდინმა თავის განთავისუფლება და წყლიდან ამოყვინთვა შესძლო 15 წამში.
საიდუმლო, რა თქმა უნდა მდგომარეობდა ყუთში. მას ჰქონდა მცირე ზომის ხვრელები, რომელთა მეშვეობით გუდინს შეეძლო სუნთქვა. სანამ ყუთს შებოჭავდნენ ჯაჭვებით, იქამდე გუდინი თავს ითავისუფლებდა ბორკილებისაგან. ყუტის გარკვეული ნაწილი რჩებოდა დაუცველი ჯაჭვებისაგან და შესაძლებელი იყო მათი გადაადგილება ხვრელის გაკეთება ძალიან მარტივად.

8. სპილოს გაქრობა.



გუდინმა ფოკუსი ჩაატარა მხოლოდ ერთხელ 1918 წლის 7 იანვარს. გუდინმა მოათავსა სპილო დიდ ყუთში და შემდეგ გააქრო იგი. ყუთი, რომლითაც მან შეძლო ამ სასწაულის მოხდენა, გაქრა, დაიკარგა და ამასთან ერთად საიდუმლოც, რომელიც გამოიყენა გუდინმა ამ ფოკუსის ჩასატარებლად.
თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ყუთი იპოვეს. თეატრი, რომელშიც გუდინმა ეს სანახაობა გამართა, იყო უზარმაზარი, სადაც ეტეოდა 5697 ადამიანი. მაყურებელი გარკვევით ვერც კი ხედავდა სასნახაობას. სპილოს გაქრობა იყო მხოლოდ ილუზია. როდესაც სპეციალური ყუთით დამალავდნენ სპილოს, მას გადააფარებდნენ სპეციალურ ფარდას, რომელიც ზუსტად ისე იყო მოხატული, როგორც სცენა და იქმდებოდა ოპტიკური, ხედვითი ილუზია. მაყურებელის ყურადღების მოსადუნებლად გუდინი ისროდა თოფიდან და წამიერად თვალის დახამხამების დროს ხდებოდა ყველაფერი.