10 საინტერესო ფაქტი ჰოლივუდის შესახებ - ის, რაც დღემდე არ იცოდით

10 საინტერესო ფაქტი ჰოლივუდის შესახებ - ის, რაც დღემდე არ იცოდით
1. დღეს-დღეობით ყველასათვის კარგად ცნობილი დიდი თეთრი ასოები მაუნტ-ლის მთაზე 1923 წლის 13 ივლისს გამოჩნდა. თავდაპირველად წარწერა "HOLLYWOODLAND" წარმოადგენდა ახალი საცხოვრებელი სახლების რეკლამას ლოს-ანჟელესში. თითოეული ასოს სიმაღლე იყო 9 მეტრი, ხოლო სიგანე - 15 მეტრი. გეგმის მიხედვით ეს წარწერა ნახევარი წლის შემდეგ უნდა ჩამოეხსნათ, თუმცა მან იმდენად დიდი პოპულარობა ჰპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მისი დატოვება გადაწყვიტეს. 1949 წელს წარწერას ჩამოაშორეს სიტყვა "LAND", ხოლო დაახლოებით 1978 წლისათვის ასოები იმდენად გაფუჭდა, რომ წარწერა მთლიანად შეცვალეს. ასოების სიმაღლე 9 დან 14 მეტრამდე გაზარდეს. მთლიანი წარწერის სიგანე 110 მეტრს აღწევს.


2. 1932 წლის სექტემბერში ბრიტანელი მსახიობი პერ ანტუილი თავის მოკვლის მიზნით გადმოხტა ასობგერა "H"_დან.


3. მეორე მსოფლიო ომის დროს იმისათვის, რომ ზედმეტად არ დაეხარჯათ ძვირფასი მეტალი, ოსკარის ქანდაკებებს თაბაშირისგან ამზადებდნენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კვლავ დაიწყეს ოსკარის ალუმინით დამზადება, რომელსაც შემდეგ ფარავდნენ ოქროთი.


4. 1978 წელს წარწერა იმდენად გაფუჭდა, რომ "HOLLYWOOD"_ის ნაცვლად იკითხებოდა "HuLLYWOD". სწორედ ამიტომ, დაიგეგმა მისი რესტავრაცია. პლეიბოის ჟურნალის დამფუძვნებელმა ჰიუ ჰაფნერმა ჩაატარა ასოების აუქციონი და საბოლოო ჯამში თითოეულმა ასობგერამ გაიჩინა თავისი სპონსორი.


5. პირველი 8 ვარსკვლავი გამოჩნდა ერთდროულად 1960 წლის 8 თებერვალს. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის ვარსკვლავს ჯოან ვუდვარდს. ითვლება, რომ მისი ვარსკვლავი გახლავთ ყველაზე პირველი სხვა დანარჩენებს შორის.


6. თითოეულ ვარსკვლავზე გამოსახულია სპეციალური ემბლემა, რომელიც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რის გამო დაიმსახურა ამ ადამიანმა ვარსკვლავი. ასეთი ემბლემა სულ ხუთია: მაგალითად კინო-ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანის ვარსკვლავებს კამერის ემბლემა აქვთ, ტელეწამყვანების ვარსკვლავებს ტელევიზორის ემბლემა ამშვენებთ, რადიო წამყვანებს - რადიო მიკროფონის ემბლემა, ხოლო თეატრის მსახიობების ვარსკვლავებს - თეატრალური ნიღბების ემბლემა. გარდა ამისა, არსებობს ორი განსხვავებული მთვარის ფორმის "ვარსკვლავი". ერთ-ერთი მათგანი მიძღვნილია "აპოლო - 11"_ის მთვარეზე დაშვებისადმი.


7. ჯინ ოტრი გახლავთ ერთადერთი ადამიანი, რომლის ვარსკვლავზეც ხუთივე ემბლემაა გამოსახული.


8. 2001 წლის 9 ნოემბერს ლოს-ანჟელესში გაიხსნა ცნობილი თეატრი "დოლბი", რომელიც ასევე "კოდაკის" სახელითაა ცნობილი. სწორედ აქ იმართებოდა ოსკარით დაჯილდოების ცერემონიები. თეატრი იტევს 34 000 ადამიანს, ხოლო მისი სცენა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მთელ აშშ_ში.


9. ჰოლივუდში ფილემების ყურება არა მხოლოდ კინოთეატრებში, არამედ თითქმის ყველგანაა შესაძლებელი, სასაფლაოებზეც კი. მაგალითად 2002 წელს Cinespia_ს საზაფხულო კინოფორუმის ჩვენებები ჰოლივუდის სასაფლაოზე იმართებოდა. გამოსახულებას აშუქებდნენ პირდაპირ რუდოლფო ვალენტინოს მავზოლეომის კედელზე.


10. ცნობილი გამოთქის "ჰოლივუდის ღიმილის" ავტორად სტომატოლოგი ჩარლზ პინკუსი ითვლება. გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში მან გამოიგონა ეგრედწოდებული "ვინირები" - სპეციალური პლასტიკატები, რომლებიც ემაგრებიან კბილებს და აუმჯობესებენ მათ ვიზუალურობას. მისი ეს გამოგონება იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა მსახიობებსა და ცნობილ ხალხს შორის, რომ ჩარლზმა "ვარსკვლავური სტომატოლოგის" წოდებაც კი მიიღო. იგი ზრუნავდა ისეთი ცნობილი სახეების ღიმილზე, როგორებიც იყვნენ: ჯუდი ჰარლენდი, შირლი ტემპლი, ელიზაბეტ ტეილოტი, ბარბარა სტენვიკი,, ფრედ ასტერი და სხვ.