როგორ გამოვიჭიროთ მატყუარა: 4 ნიშანი იმისა, რომ თქვენ გატყუებენ.

როგორ გამოვიჭიროთ მატყუარა: 4 ნიშანი იმისა, რომ თქვენ გატყუებენ.
ნებისმიერი ჩვენთაგანი ყოველდღიურად ხვდება მატყუარებს - საშუალოდ 10-დან 200-მდე, დაადგინეს მეცნიერებმა.არ არის მნიშვნელოვანი ტყუილი დიდია თუ უმნიშვნელო - ის გვიქმნის ცრუ წარმოდგენას რეალობაზე და ადამიანებზე ჩვენს ირგვლივ. იმისათვის რომ ლაბირინთში არ დავიკარგოთ, საკმარისია ვიცოდეთ რამოდენიმე ტიპიური ნიშანი, რომელსაც ასე თუ ისე გამოიყენებს ყველა მატყუარა.


დასაწყისისთვის რამოდენიმე პასუხი რთულ კითხვებზე.
საერთოდ რატომ იტყუებიან ადამიანები ?
უმეტესობა - იმისათვის, რომ სხვების თვალში უკეთესები გამოჩდნენ, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ბოროტული ტყუილი, არამედ უბრალოდ ფანტაია -მცდელობა მიუახლოვდენ ვინმე იდეალს.

როგორ გამოვტყუოთ მათ სიმართლე?
ისტორიამ იცის არაერთი გზა - შუასაუკუნეებისდროინდელი წამებიდან, თანამედროვე საშუალებებამდე, მათ შორის პოლიგრაფიც, სუნთქვისა და წნევის მონიტორინგი, ხმაში სტრესის დაჭერა, თვალების სკანირება, ტვინის ინფრაწითელი სკანირება და სიმართლის ელექსირიც კი. მაგრამ ყველა ეს მეთოდი ძალიან არასანდოა- იმდენად, რომ შედეგებს სასამართლოში არ იღებენ.


მაგრამ - ეს არის საკვანძო მომენტი - მატყუარები უნებლიედ გასცემენ თავს. საქმე იმაშია, რომ აზროვნების მხოლოდ 5% ხდებაჩვენი განობიერებული კონტროლის ქვეშ, მაშინ როდესაც დანარჩენი 95% - ქვეცნობიერად ხდება. ხოლო რახან გონებას ჭრდება დამატებითი ძალისხმევა ტყუილის შესაქმნელად, იმისათვის რომ არ "აფეთქდეს" დატვირთვის გამო, ადამიანი უნებლიედ გამოიყენებს გარკვეულ შაბლონებს.

"ტყუილის ენა" 4 ძირითადი ნიშანი
ისეთი თექნიკის დახმარებით როგორიცაა ტექსტის ლინგვისტური ანალიზი, ექსპერტებმა გამოავლინეს შემდეგი სალაპარაკო შაბლონები, რომელიც აერთიანებს მატყუარების უმეტესობას.

1, მინიმალური კავშირი საკუთარ თავზე
როდესაც ადამიანი იტყუება, ის იშვიათად უკავშირებს პროცეს საკუთარ თავს და სიტუაცია ვინმე მესამე პირზე გადააქვს ან საუბრობს პიროვნების დაკონკრეტების გარეშე, ქვეცნობიერად ის დისტანცირებას ახდენს საკუთარი ტყუილისგან.

შეადარეთ: რა ჟღერს უფრო დამაჯერებლად?
"არავითარი წვეულება აქ არ ყოფილა"
"მე არ მომიწყია აქ წვეულება"


2, ნეგატივი საუბარში
ქვეცნობიერ დონეზე მატყუარები თავს დამნაშავედ გრზნობენ, რაც აისახება მათ სიტყვაში ნაგატივით, მატყუარას შეუძლია თქვას რაღაც ამის მზგავსი: "მაპატიე, ჩემი დებილი ტელეფონი დაჯდა. მე ეს საშინლად მაცოფებს!"

3. უბრალო სიტყვები
მატყუარები მოვლენებს მარტივი სიტყვებით გადმოცემენ, გაურბიან გაკიცხვას და შეფასებას, მაგრამ უშვებენ გამეორებას - სხვა შემთხვევაში გონება ვერ გააკონტროლებდა ტყუილს.
მაგალითად აშშ-ს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, რომელზეც ეჭვი მიიტანეს მონიკა ლევინსკისთან სექსუალური კონტაქტში განაცხადა: "მე არ მქონია სექსუალური კავშირი ამ ქალთან, მის ლევინკისთან, სექსუალური კავშირები არ არსებობს"

4. რთული ფრაზები
სიტყვების უბრალოებასთან ერთად, მატყუარები ადგენენ უფრო გრძელ და მიკიბ მოკიბულ წინადადებებს, რომელშიც არასაჭირო სიტყვებს და დეტალებს სვავენ, რომლებიც წინადადებას აზრს არ ამატებენ, მაგრამ ჟღერს უფრო დამაჯერებლად.
აშშ-ს კიდევ ერთმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა, სკანდალურ სიტუაციაში აღმოჩენის შემდეგ, გამოთქვა ასეთი ფრაზა: "მე შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს გამოძიება აჩვენებს, რომ თეთრი სახლის არცერთი თანამშრომელი, არავინ მიმდინარე ადმინისტრაციაში, რომლებიც ეხლა მუშაობენ, არ იყვნენ გარეულები ამ ძალიან უცნაურ ინციდენტში"

ცნობილი მატყუარები. მაგალითები
"ტურ დე ფრანცის" შვიდგზის ჩემპიონი ველოსიპედისტი ლენს არმსტრონგი, როგორც ცნობილია სკანდალში დოპინგის გამო გაეხვა. 2005 წელს ის ყველაფერს უარყოფდა და აღიარა მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს.

შეადარეთ მისი ორი ფრაზა ინტერვიუებიდან რომლებიც ინ წლებში ჩაწერა.

უარყოფა: "ოქეი, უყურეთ, ვიღაც ბიჭი ფრანგულ, პარიზულ ლაბორატორიაში ხსნის შენს დოპინგ-ტესტს, იქ კი, ჟან-ფრანცის რომელიღაცა და ის ამოწმებს მას. შემდეგ კი შენ გირეკავენ გაზეთიდან და გეუბენებიან: მოლ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თქვენ ექვსჯერ ხართ დადებითი ეპოზე(ერიტროპოეტინის ჰორმონი)"
აღიარება: "ყოველივე ამაში მე თავი დავკარგე, მე ვერ შევძელი გამკლავება. მე მივეჩვიე ცხოვრების ყველა მომენტის გაკონტროლებას.მე ვაკონტროლებდი ყველა შესაძლო შედეგს."

როგორც ხედავთ, პირველ შემთხვევაში არმსტრონგი აღწერს ჰიპოთეზურ სიტუაციას, რომლიდანაც მთლიანად გამორიცხული ყავს თავისი თავი და ყურადღება გამახვილებული აქვს მესამე პირზე, ხოლო მეორე შემთხვევაში ის - თავისი სიტყვების სრულფასოვანი პატრონია, ჩაძირული თავის ემოციებში. აქ ის დიდი რაოდენობით და გაჭირვების გარეშე ახსენებს საკუთარ თავს "მე".

აი მეორე მაგალითიც და ტყუილის მეორე ინდიკატორი. ყოფილი ამერიკელი სენატორი და ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ ედვარდსი 2008 წლის კაპანიის დროს დადანაშაულებული იქნა მეუღლეს ღალატში, მაგრამ ისიც თავიდან ყველაფერს უარყოფდა.(მაშინ ამ ბავშვის მამად თავი გამოაცხადა ედვარცის დამხმარემ).


აი პოლიტიკოსის პირველი განცხადება: "მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ ბავშვის შესაძლო მამამ საქვეყნოდ აღიარა თავისი მამობის შესახებ. მე არ ვარ გარეული არანაერი სახით არანაერ მოქმედებაში, რომელიც უკავშირდება მოთხოვნას, მიიღოს ან მხარი დაუჭიროს როგორიც არუნდა იყოს საზღაური ამ ქალისთვის ან სავარაუდო მამას."

ეს რთული ფრაზები ტყუილს ფარავენ, სხვაგვარად ის გაჟღერდებოდა უფრო მოკლედ და მარტივად: "ეს არ არის ჩემი შვილი" შენიშნეთ, ედვარდსი არავის არ მოიხსენიებს სახელით - მხოლოდ "ეს ბავშვი" , "სავარაუდო მამა"
მაგრამ რამდენად რადიკალურად შეიცვალა მისი სიტყვა როდესაც მან აღიარა მამობა! "მე კუნის მამა ვარ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებშია, რომ მივცე მას სიყვარული და მხარდაჭერა. რომელსაც ის იმსახურებს". წინადადება მოკლე და მკაფიოა, ედვარდსი ქალიშვილს სახელით მოიხსენიებს და ღიად საუბრობს თავის როლზე მის ცხოვრებაში.


მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ტყუილის ამოცნობის ტექნიკა ცხოვრებაში ?

პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ ტყუილი რომელსაც თქვენ ხვდებით ყოველდღიურად, არც ისე სერიოზულია, როგორც ამ მაგალითებში, ხოლო ზოგიერთი ტყუილი საერთოდ უვნებელი. ამიტომ არ ღირს ეს პარანოიად გადაგექცეთ. თმცა მზადყოფნაში ყოფნა ეს სასარგებლოა. დააკვირდით და შეამჩნიეთ ჩამოთვლილი ნიშნები, ისინი თქვენ დაგეხმარებიან როგორც ბიზნესში ასევე პირად ცხოვრებაშიც.