სიცრუის ჰოროსკოპი: როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები

სიცრუის ჰოროსკოპი: როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
დაფიქრებულხართ, ზოდიაქოს რომელი ნიშანი იმსახურებს ნდობას, და რომელია აშკარა მატყუარა? მაშინ წაიკითხეთ ჩვენი დღევანდელი სტატია:

ვერძი

ამ ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ტყუილისადმი მიდრეკილი არ არის. ეს გახლავთ პირდაპირი და თამამი ადამიანი. ვერძი არ ეძებს შემოვლით გზებს და არ გეგმავს დეტალურად ქმედებებს.

კურო

კურო პრაქტიკულია და ყველაფრის გათვლა უყვარს. წვრილმანებზე მოტყუებას არ დაიწყებს. უბრალოდ, დაალაგებს თავის საქმეებს ისე, რომ მუდამ მოგებაში დარჩეს.

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლებთან სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ისინი ტყუილის გამო კი არ ტყუიან, უბრალოდ, ეშმაკობენ და ინფორმაციას თავის სასარგებლოდ გაწვდიან.

კირჩხიბი

თუკი არსებობს ტყუილი გადარჩენისთვის, ეს კირჩხიბის მოგონილია. ის საკუთარი და ახლობლების უსაფრთხოების დასაცავად მოიტყუება მხოლოდ.

ლომი

ლომი მეტისმეტად ამაყია საიმისოდ, რომ მოიტყუოს. ის უბრალოდ აბუქებს ყველაფერს.

ქალწული

არსებობს ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკა. მაშ ასე - სტატისტიკას ქალწული უზრუნველყოფს. ისე დაგაბნევთ დეტალებში, რომ ვერ გაარჩევთ, სად არის ტყუილი და სად მართალი.

სასწორი

სასწორი არ მოიტყუება, რადგან ეს არ არის ლამაზი. მაგრამ სიმართლესაც პირდაპირ არ იტყვის, ამისთვის გამბედაობაა საჭირო. ასე რომ სასწორი მერყევია თავის გადაწყვეტილებებში.

მორიელი

მორიელი საკმაოდ თამამია და სიმართლის არ ეშინია. თუკი მოტყუებას გადაწყვეტს, მხოლოდ იმისთვის, რომ სხვას დაუკარგოს სურვილი, მოიმოქმედოს იგივე. მაგრამ ნამდვილ არსს მაინც სადღაც გულის სიღმეში შეინახავს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი იმდენად პირდაპირი და კეთილშობილია, რომ მისი გულსწფელობა შოკისმომგვრელიცაა. ის არ იტყუება, ის მასშტაბებს ამაღლებს.

თხის რქა

ტყუილი მის წესებში არ ეწერება. თხის რქას უყვარს ცხოვრება თავისი შესაბამისი ნორმებითა და კანონებით.

მერწყული

მერწყული არ იტყუება, ის ოცნებობს, ახალ გეგმებს ისახავს, ვერ გაიგებ, საიდან იღებს ახალ იდეებს. და მერწყულის პრობლემა კი არ არის, მისი მონათხრობი ხანდახან მიუნჰაუზენისას რომ ჰგავს.

თევზები

თევზები მზაკვრობის გამო კი არ იტყუებიან. ეს გახლავთ ხერხი, ბინდი მოჰფინონ ყველაფერს და გაექცნენ პრობლემებს.