2015 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2015 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჩინური კალენდრის მიხედვით 2015 წელი თხის წელია. ისინი ნამდვილად წარმატებულნი არიან სასიყვარულო საკითხებში. მათ შეუძლიათ წარმართონ მდორე სასიყვარულო თამაში. ზუსტად იცინ, თუ რა უნდათ და რა სჭირდებათ და მზად არიან გაუზიარონ სიყვარული მხოლოდ მათ, ვისაც აქვთ საშუალება დააკამაყოფილონ ყველა მათი მოთხოვნა.
ჩვენი ყურადღება იქნება მიმართული მხოლოდ მათზე, ვინც შეძლებს ჩვენს ფინანსურად უზრუნველყოფას და ჩვენს არსებობას გახდის უფრო მხიარულსა და სასიამოვნოს.

ვერძი (21.03 - 20.04)



თავისუფალ ვერძებს 2015 წელს მიიზიდავთ საპირისპირო სქესის ის წარმომადგენლები, რომლებიც შეძლებენ მათი არა მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, არამედ გვერდში დაუდგებიან მას პროფელიური თვალსაზრისით. ასე, რომ, თუკი მიაქცევთ ყურადღებას ადამიანს, რომელთანაც ერთად ხშირად იკვეთებით სამსახურში, დიდი შანსია მოაწესრიგოთ თქვენი პირადი ცხოვრება.
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ მომავალი წელი წარმატებული იქნება თქვენი ოჯახისათვის. თქვენი ოჯახური ურთიერთობა უფრო გამყარდება და დიდი ვარიანტია ოჯახში მატებისა. რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული სირთულეებიც შეგხვდებათ: კონფლიქტები, ჩხუბი ოჯახში, ხმამაღალი ტონით საუბარი, რაც ძირითადად იქნება დაკავშირებული მატერიალურ მდგომარეობასთან, თუმცა ეს არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. დაუდექით თქვენს მეორე ნახევარს გვერდში ყველანაირადდა სანამ რამეს მოიმოქმედეთ, ჯერ ყველაფერს შეხედეთ მისი გადმოსახედიდან და მხოლოდ შემდეგ გადადგით ნაბიჯი.

კურო (21.04 - 20.05)



თავისუფალ კუროებს 2015 წელს პირად ცხოვრებაში ძალიან გაუმართლებთ. შეიძლება უგონოდ არ შეგიყვარდეთ ვინმე, თუმცა მოგეცემათ საშუალება დაიწყოთ ახალი რომანი ადამიანთან, რომელთანაც შეძლებთ მშვიდ და ჰარმონიულ ურთიერთობას. გარდა ამისა, თქვენი პარტნიორი დაგიდგებათ გვერდში ველაფერში და ერთმანეთის დახმარებით მიაღწევთ გარკვეულ წარმატებას არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ პროფესიული თვალსაზრისით. თქვენი ურთიერთობა უფრო დაემგვანება პროფესიულ თანამშროომლობას, თუმცა ეს ფაქტი გარკვეულ წილად დადებით გავლენას იქონიებს თქვენს სიყვარულზე და რომანტიულ ცხოვრებაზე,
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ დამდეგ წელს ძალიან დიდი შანსია ოჯახში მატებისა და მხოლოდ ეს არ იქნება ერთადერთი სასიხარულო ამბავი. დიდი შანსია გაიუმჯობესოთ თქცენი საცხოვრებელი პირობები, რაც დადებით გავლენას იქონიებს ოჯახურ ურთიერთობებზე და ასევე ინტიმურ ცხოვრებაზე. ასევე ამ წელს დაალაგებთ ურთიერთობას თქვენს ახლობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან.

ტყუპები (21.05 - 21.06)

2015 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თავისუფალ ტყუპებს 2015 წელს ელოდებათ მრავალრიცხოვანი სასიყვარულო რომანები. დიდი შანსია, რომ თქვენს წინაშე დააყენებთ საკითხს იპოვოთ ადამიანი, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მატერიალურ მოთხოვვნილებებს და ყველა მომავალ პარტნიორში დაინახავთ პოტენციურ დამფინანსებელს. ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ მოქცემთ ადეკვატურ შედეგებს. ჩვენ გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ არა ფინანსებს, არამედ ადამიანობასა და დამახასიათებელ თვისებებს. თუკი დაიჭერთ ურთიერთობას მასთა, ვინც დაგეხმარებათ მოახდინოთ ფოკუზირება რეალობაზე, ვერ მოიპოვებთ სრულ ბედნიერებას, თუმცა ეწევით სტაბილურ ცხოვრებას, რომელიც მთლიანობაში ძალიან კარგია.
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ დამდეგი წელი თქვენთვის იქნება ღირებულებების ზედმეტად შეფასების წელი, რაც თქვენ და თქვენს პარტნიორს გადაგიყვანთ ურთიერთობის ახალ ეტაპზე, ან სულაც მიგიყვანთ განქორწინებამდე. ასევე თქვენთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მოგეჩვენებათ ბევრად უფრო სასურველად, მისაღბად ოჯახური ურთიერთობისათვის, ვიდრე ის, ვისთანაც ერთად ხართ ამჟამად.

კირჩხიბი (22.06 - 22.07)



თავისუფალ კირჩხიბებს 2015 წელს შესაძლოა შეგექმნათ პრობლემები პირად ცხოვრებაში. დიდი შანსია, რომ შეხვდებით ადამიანს, რომელიც დაინტერესებული იქნება მხოლოდ თქვენი ფინანსური მდგომარეობით. იყავით ფრთხილად და მოერიდეთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი ხელფასით, საცხოვრებელი გარომით და სხვა მატერიალური ფუფუნების ნივთებით. ხოლო თუ დაიწყებთ ურთიერთობას ვინმესთან თქვენი სამეგობრო წრიდან ან ბავშვობის მეგობართან, აუცილებლად მიხვლათ ქორწილამდე.
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ თქვენი კავშირი მეორე ნახევართან კიდევ უფრო გამყარდება. გარდა ამისა, თქვენთვის საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსვლაში, რაც თქვენ დაგანახებთ მის გულწრფელ სიყვარულს და გვერდში დგომას. საბოლოო ჯამში თქვენი გრძნობები უფრო გამყარდება და გალამაზდება. თუკი უკვე გყავთ მოზრდილი შვილი, მაშინ დიდი შანსია 2015 წელს ოჯახში კიდევ ერთი მატებისა.

ლომი (23.07 - 22.08)



თავისუფალ ლომებს 2015 წელს აქვთ ძალიან კარგ შანს წარმატებულად მოაწყონ პირადი ცხოვრება. დიდი შანსია, რომ დაიწყბეთ რომანს, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენი მოთხოვნილებების უმრავლესობას. შევდებით ადამიანს, რომელსაც არა მხოლოდ ეყვარებით, არამედ თქვენს შემოქმედებით თვითრეალიზაციას შეუწყობს ხელს. შესაძლებელია მასთან ააწყოთ როგორც სასიყვარულო, ასევე შემოქმედებით ურთიერთობა.
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, კვლავ იქებით, თუ არა დაინტერესებულნი ოჯახური ურთიერთობის გაგრძელებში. თუკი ნამდვიალდ გიყვართ მეუღლელ და მზად ხართ მის გამო გაიღოთ რაღაც გარკვეული მსხვრეპლი, მაშინ ყველაფერი კარგად ინქება. თქვენ აღმოაჩენთ ახალ მეთოდს, რომელიც განამტკიცებს თქვენს ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, მაგრამ თუკი ურთიერთობა მოგბეზრდათ, მაშინ თქვენი ქცევებით საბოლოოდ გაანადგურებთ იმას, რაც წლების მანძილზე შექმენით.

ქალწული (23.08 - 23.09)



თავისუფალი ქალწულები 2015 წელს დაკავებულნი იქნებიან არა სიყვარულის არმოჩენით, არამედ სტაბილურობის, სოციალური დაცულობის ძებნით. ასე, რომ თქვენზე გაგიჟებით შეყვარებული, მაგრამ ღარიბი თაყვანისმცემლები იქნებიან უშანსოდ. არც ისაა გამორიცხული, რომ საერთოდ შეიცვლით სამეგობრო, საახლობლო წრეს და დაუხალოვდებით მათ, ვისი ფინასური მდგომარეობაც იწვევს პატივისცემას და თუკი შეძლებთ შესთავაზოთ თქვენს პოტენციურ პარტნიორს რაღაც, გაქვთ დიდი შანსები მოიპოვოთ ის, რისკენაც ამდენ ხანს მიისწრაფოდით.
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენი ურთიერთობა დიდი შანსია დაინგრეს, რაც თქვენი ბრალი იქნება. დიდი შანსია, რომ თქვენს პარტნიორს წაუყენებთ ზედმეთ მოთხოვნებს, გაგაღიძიანებთ მისი ქცევები და ჩვევები, რაც საბოლოო ჯამში მიგიყვანთ სამუდამო კონფლიქტამდე. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ოჯახი - განქოორწინება არ მოგიტანთ ბედნიერებას.

სასწორი (24.09 - 23.10)



თავისუფალ სასწორებს 2015 წელს გელით გარკვეული ცვლილებები პირად ცხოვრებაში. ვარსკვლავები თქვენ გიწინასწარმეტყველებენ შეხვედრას ადამიანთან, რომელიც გახდება არა მხოლოდ თქვენთვის შესაფერისი პარტნიორი, არამედ დამხმარე ბევრ პირად საქმეში. ის სიამოვნებით ჩაერთვება თქვენს პროექტებში, დაგეხმარებათ მატერიალურ საკითხებში და მოგცემთ კარგ რჩევებს. მასთან ერთად თქვენ იქნებით სულიერ წონასწორობაში, რაც ნიშნავს, რომ გაუგებთ ერთმანეთს ყველა საკითხში და იგრძნობთ თავს დაცუალდ მასთან ერთად.
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ თქვენს მეორე ნახევარს ელის ახალ საფეხურზე გადასვლა. ძალიან დიდი შანსია, რომ თქვენ მასთან ერთად წამოიწყებთ რაღაც პროექტს, რომელიც გამოდგება ძლიან წარმატებული. ეს ასევე შიეძლება იყოს მატება ოჯახში, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე, ასევე შეიძლება იყოს ოჯახური ბიზნესი, რომელიც გააუმჯობესებს როგორც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, ასევე დაგეხმარებათ ერთმანეთის უკეთესად შეცნობაში. ასევე ამ წელს დიდი შანსია გელოდეთ სასიამოვნო ცვლილებები საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში.

მორიელი (24.10 - 22.11)



თავისუფალ მორიელებს 2015 წელს ექნებათ რამოდენიმე შანსი მოაწყონ პირადი ცხოვრება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს შანსი ვერ გამოიყენოთ. დიდი შანსია, რომ ვერცერთი კანდიდანტი, რომელიც იმსახურებს ყურადღებას და ადგილს თქვენს გულში, ვერ დაგაკმაყოფილებთ და ამჯობინებთ სხვა მეორე ნახევრის ძებნას, ან საერთოდ შეწყვეტთ სიყვარულზე ფიქრს გარკვეული დროით. მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენი განწყობა - თუკი პესიმიზმი დაგიმონებთ, მაშინ დამდეგ წელს თქვენს ჭეშმარიტ სიყვარულს ვერ აღმოაჩენთ, ხოლო დროის დაკარგვას მცირე ხნიან რომანებზე, არ მოისურვებთ.
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ არ არის გამორიცხული ოჯახური კრიზისი. შესაძლებელია, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, თქვენ დაკარგავთ ნდობას პარტნიორის მიმართ და გაცივდებით ურთიერთობაში, რაც გახდება მუდმივი და ხანგრძლივი კამათების გამომწვევი მიზეზი და დიდი შანსია წახვიდეთ განქორწინებაზე.

მშვილდოსანი (23.11 - 21.12)



თავისუფალ მშვილდოსნებს 2015 წელი მოგიტანთ ბედნიერებას. დიდი შანსია, რომ თქვენ, მოგზაურობის, დროს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც აღმოჩნდება თქვენი ცხოვრების სიყვარული და მეგზური. თქვენ მიიღებთ იმას, რაზეც ძალიან დიდი ხანი ოცნებობდით და ის ადამიანი თქვენთვის გახდება არა მხოლოდ სასიყვარულო პარტნიორი, არამედ საიმედო მეგობარი. ასე, რომ თქვენ მასთან ერთად გელოდებათ ბედნიერი ცხოვრება.
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ დამდეგი წელი მოგიტანთ გარკვეულ გაუგებრობებს ოჯახურ ცხოვრებაში. ურთიერთგაგება თქვენსა და თქვენს მეორე ნახევარს შორის გაუარესდება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ რეგულარულად მოგიწევთ კამათის და ჩხუბის ატანა. თქვენი მეორე ნახევრის ჭირვეული ხასიათები საერთოდ გადაგიყვანთ ჭკუიდან. მოკლედ, თუკი ასე დიდხანს გაგრძელდება, დიდი შანსია მიხვიდეთ განქორწინებამდე.

თხის რქა (22.12 - 20.01)



თავისუფალ თხის რქას 2015 წელს გამოუჩნდება ძალიან კარგი შანსი მოაწყოს არაჩვეულებრივი პირადი ცხოვრება და ასევე დაიკმაყოფილოს თავისი ამბიციები. დიდი შანსია, რომ გაიცნობთ ადამიანს, რომელიც არის ძალიან კარგ თანამდებობაზე და თქვენი ურთიერთობა დაიწყება რომანით. მალევე აღმოაჩენთ, რომ ეს ურთიერთობა აღმოჩნდება ძალიან მარტივი და სასიამოვნო, რაც საბოლოო ჯამში მიგიყვანთ გადაწყვეტილებამდე, რომ შექმნათ ოჯახი. მასთან ერთად, იქნებით მატერიალურად თავისუფალი, შეუზღუდავი.
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ თქვენ შეიძლება შეგექმნათ გარკვეული პრობლემები. არ არის გამორიცხული, რომ შეეცდებით რაღაცის შეცვლას ურთიერთობაში, მაგრამ ვერ მიაღწევთ სასურველ მიზანს. ნუ მოახვევთ მეორე ნახევარს თქვენს გადაწყვეტილებებს თავზე, გაითვალისწინეთ მისი ინტერესები. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოგიტანთ სიმშვიდეს და სიწყნარეს დამდეგი წელი.

მერწყული (21.01 - 18.02)



თავისუფალ მერწყულებს 2015 წელს ელოდებათ პოზიტიური და ძალიან საინტერესო ცვლილებები ცხოვრებაში. დიდი შანსია, რომ დაიწყებთ რომანს ადამიანთან, რომელიც კავშირშია ინოვაციებთან ან ხელოვნებასთან. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანს ძალიან დაეხმარებით - მიაწოდებთ მას, რაღაც გარკვეულ იდეებს და დაეხმარებით მიზნების მიღწევაში. თქვენი კეთილი საქციელი იქნება ძალიან ლამაზი გრძნობების ჩასახვის საფუძველი, საძირკველი.
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს გელით გრანდიოზული, რომანტიული მოგზაურობა, რის შედაგადაც თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება, გამყარდება და გადახვალთ სრულიად ახალ საფეხურზე. შესაძლებელია სწორედ მატარებელში გადაწყვეტთ მეორე ნახევართან ერთად ბავშვის ჩასახვას და საერთოდ მოგზაურობიდან დაბრუნდებით სამნი. გარდა ამისა დამდეგი წელის დაგეხმარებათ ახალი ნიჭის აღმოჩენაში, რაც ძალიან მოეწონება თქვენს მეორე ნახევარს.

თევზები (19.02 - 20.03)



თავისუფალი თევზებისათვის 2015 წელის იქნება ქველმოქმედების წელი. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი სიყვარული დაიბადოს სწორედ ვიღაცა ადამიანის სიბრალულისაგან. სურვილმა დაეხმაროთ მას, დააშვიდოთ ის, შესაძლოა ისე შეგიპყროთ, რომ ვერც კი შეამჩნევთ, თუ, როგორ ჩამოგიყალიბდებათ ძალიან ლამაზი გრძნობა ამ ადამიანის მიმართ. ძალიან დიდი შანსია, რომ თქვენ გადაარჩენთ ამ ადამიანს და უბიძგებთ ახალი ცხოვრებისაკენ, ხოლო ის ამ საქციელზე გიპასუხებთ ძალიან ლამამზი სიყვარულით. მოკლედ, ვარკსვლავები გიწინასწარმეტყველებენ ძალიან კარგ და ბედნიერ მომავალს.
თუკი უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ მოგიწევთ გაცილებით უფრო მეტად იზრუნოთ თქვენს საყვარელ ადამიანზე. მოემზადეთ, რომ მეორე ნახევრის პრობლემები, თქვენი ცხოვრების მუდმივ მეგზურად იქცევა და დროებით რომანტიკა თქვენი ურთიერთობიდან საერთოდ გაქრება, თუმცა ნუ შეგეშინდებათ, რადგან ყველაფერს გაუმკლავდებით და პირიქით, ეს ბრძოლა პრობლემების მიმართ, თქვენს სიყვარულს უფრო ლამაზსა და ძლიერს გახდის.