2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
სასიყვარულო ჰოროსკოპი 2016 წლისთვის

1. ვერძი

იმისთვის, რომ ეს წელი წარმატებული იყოს თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისთვის, არაფერი დაუმალოთ საყვარელ ადამიანს! გარდა ამისა, ვერძებმა აუცილებლად უნდა გადახედონ თავიანთ დამოკიდებულებას საჩუქრებისადმი და მაქსიმალურად შეეცადონ, რომ საყვარელი ადამიანი გაანებივრონ უფრო მეტი სასიამოვნო სიურპრიზებით.
განეწყვეთ მაქსიმალურად მშვიდად, რათა კამათსა და გაუგებრობას ადგილი არ ჰქონდეს თქვენს ურთიერთობაში. ურთიერთობის სტაბილურობა დიდ სიამოვნებასა და სიხარულს მოგანიჭებთ.

2. კურო

შეეცადეთ გაატაროთ მაქსიმალურად დიდი დრო იმ ადამიანის გვერდში, რომელიც თქვენთვის ძვირფასია. 2016 წელი კუროებისთვის წარმატებული წელი იქნება ნებისმიერი სახის ურთიერთობაში. მარტოხელა კუროები სრულიად მოულოდნელად შეხვდებიან იმ ადამიანს, რომელზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობენ.
ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის განსაკუთრებით საინტერესო ზაფხულის სეზონი იქნება: საინტერესო მოვლენებითა და სიხარულით დატვირთული ეს დრო სასარგებლოდ აისახება ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული ნიშნის წარმომადგენლის ცხოვრებაზე.

3. ტყუპები

შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი ტყუპებისთვის ნამდვილი დაწყვილების პერიოდია. ამდენი ყურადღება, საჩუქარი და სითბო ცხოვრებაში არასდროს მიგიღიათ. თუ თქვენ გვერდში უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, მას ბევრი შრომა მოუწევს თქვენი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.

4. კირჩხიბი

ამ წელს თქვენ სრულ ჰარმონიას მოიპოვებთ! ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არასდროს იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება. ვარსკვლავები დაიცავენ თქვენს სიყვარულს, თუ მოიქცევით ჭკვიანურად და არ გააბამთ ფლირტს სხვა ადამიანებთან. დაუთმეთ მთელი ენერგია, დრო და ყურადღება თქვენს რჩეულს.

5. ლომი

მარტოხელა ლომების საკუთარი იდეალური თანამგზავრი უკვე ელოდებათ. არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი მოგზაურობაზე - ეს პერიოდი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. თუ თქვენი ურთიერთობა ამ ეტაპზე მტკიცე არ არის, არავითარ შემთხვევაში არ გაწყვიტოთ ის: მაიუმუნის წელი თქვენს ცხოვრებაში უამრავ რამეს შეცვლის, შესაძლოა თქვენი კავშირი სრულიად ახალ საფეხურზეც კი გადავიდეს.

6. ქალწული

რომანტიკული ქალწულები მთელი წლის განმავლობაში მშვიდ განწყობას შეინარჩუნებენ. თუ თქვენ უკვე ურთიერთობაში ხართ, ერთადერთი რაც შეგვიძლია გითხრათ, ისაა, რომ მოუფრთხილდეთ იმას, რაც თქვენთვის ძვირფასია.
ქალწულებს ექნებათ საკმაოდ დიდი შანსი იმისა, რომ შეხვდნენ ადამიანს, რომელიც მათი ცხოვრების თანამგზავრად იქცევა, თუმცა დაფიქრდით კარგად, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ.

7. სასწორი

სასწორებისთვის უკეთესი იქნება, თუ ცოტახნით შეიკავებენ თავს და დაელოდებიან საუკეთესო დროს საკუთარი ურთიერთობების განვითარებისთვის. ვარსკვლავები გაფრთხილებენ შესაძლო უსიამოვნო მოვლენების შესახებ, რომლებიც თქვენს მყარ ურთიერთობას საკმაოდ დიდ პრობლემებს შეუქმნის. სასწორი - ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მაგნიტივით იზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს.

8. მორიელი

მორიელების ცხოვრებაში ეს წელი განსაკუთრებით ვნებიანი იქნება! დიდია ალბათობა იმისა, რომ მაიმუნის წელში უკვე არსებული ურთიერთობა გამყარდეს და სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდეს.
მობილიზდით ყველაფერ კარგზე და შეეცადეთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება უმნიშვნელო დეტალებს. ასე თვენ სრულ ჰარმონიას მოიპოვებთ!

9. მშვილდოსანი

მშვილდოსნების ცხოვრებაში უამრავ საიდუმლოს აეხდება ფარდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ წელს თვალებს გაახელთ: გეცოდინებათ, თუ რა მოუხერხოთ საკუთარ ურთიერთობებს, ხოლო პარტნიორი თქვენი გრძნობებიდან გამომდინარე ანალოგიურად გიპასუხებთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში განვითარებული სასიამოვნო მოვლენებისთვის მადლობა საყვარელ ადამიანს უნდა გადაუხადოთ!

10. თხის რქა

უამრავი შანსი გაქვთ! მიაქციეთ ყურადღება იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გარშემო ტრიალებენ: ის, ვინ ცხოვრებაში ასე ძალიან გჭირდებათ, უკვე თქვენი მეგობრების სიაში წერია. უკვე დროა, რომ დაისვენოთ და დატკბეთ თითოეული მომენტით: მოვლენები თქვენს გარშემო ისე კარგად ვითარდება, რომ შეგიძლიათ ცოტათი მაინც მოდუნდეთ!

11. მერწყული

მერწყულებს ამ წელს სრულიად განსხვავებული განცდები და შეგრძნებები ესაჭიროებათ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დროა შეიცვალოთ პარტნიორი და საყვარელი ადამიანი.
უბრალოდ გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, ურთიერთობას და შეეცადეთ რაღაცის შეცვლას. გასინჯეთ ის, რაზეც დიდი ხნის წინ უარი თქვით.

12. თევზები

სიყვარულისთვის თევზები უამრავ მსხვერპლზე არიან წამსვლელები, თუმცა არ ღირს ამ ნაბიჯების გადადგმა, თუ პარტნიორი ყოველივე ამას ვერ აფასებს. შეეცადეთ, რომ დატკბეთ თითოეული წუთითა და მომენტით, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეთ საყვარელ ადამიანს. მარტოხელა თევზებისთვის ეს წელი დაწყვილების წელი იქნება.