2017 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი: რას გვიმზადებს ცეცხლოვანი მამალი?

2017 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი: რას გვიმზადებს ცეცხლოვანი მამალი?
სულ მალე დადგება ახალი წელი ცეცხლოვანი მამლის მფარველობის ქვეშ. ამ ფრინველს იმპულსურობა, ცვალებადობა და დომინირების სურვილი გამოარჩევს. ამ მიზეზით, 2017 წელს უამრავ ადამიანს რადიკალური ცვლილებები ელის.

2017 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

ვერძი

ვერძების ცეცხლოვანი ბუნება ცეცხლოვან მამალთან ჰარმონიას ჰპოვებს. პირადი ცხოვრება ძალიან წარმატებულად განვითარდება. მომავალი წელი - იდეალურია სერიოზული ურთიერთობების დასამყარებლად ან დასაოჯახებლად.

კურო

კუროებისთვის მომავალი წელი მშვიდი და გაწონასწორებული იქნება. იქნება საინტერესო შეხვედრები და პაემნებიც, მაგრამ ყველაფერი ეს არაფრისმომცემ ფლირტად მოგეჩვენებათ. მიიჩნიეთ ეს წელი როგორც შესვენება რაიმე გრანდიოზულის წინ. მომავალში კიდევ არაერთი გამარჯვება გელით სასიყვარულო ფრონტზე.

ტყუპები


პირად ცხოვრებაში გაურკვევლობა თავიდან გულს დაწყვეტს ტყუპებს. ახალი წელი დანაკარგებითა და განშორებებით დაიწყება. მაგრამ შედეგად ეს ცვლილებები მხოლოდ სასიკეთო გახდება. ტყუპების უმეტესობა სწორედ 2017 წელს შეხვდება თავის სიყვარულს. ასე რომ, იყავით მზად ცვლილებებისთვის და სიახლეებისთვის.

კირჩხიბი

წლის დასაწყისში კირჩხიბის წყლის სტიქია ცეცხლოვანი მამლის ბუნებასთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებმევა და მომავალ წელს კირჩხიბებს თავდაცვის რეჟიმში მოუწევთ ყოფნა, რადგან სასიყვარულო ურთიერთობების უმეტესობა დაიშლება. ამიტომ, კირჩხიბებისთვის მნიშვნელოვანი იქნება აწ უკვე არსებული ურთიერთობების შენარჩუნება. მაგრამ გულს ნუ დაიწყვეტთ, შემოდგომისკენ თქვენი პირადი ცხოვრება კვლავ დალაგდება.

ლომი

ლომებისთვის ცეცხლოვანი მამლის წელი სასიყვარულო ურთიერთობებში მათი სრული დომინირების პერიოდი იქნება. ყოველი დასახული მიზანი მიღწევადი გახდება. მაგრამ ახალი რომანტიკული თავგადასავლების ძიებაშჳ, ნუ დაივიწყებთ უკვე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე.

ქალწული

ქალწულისთვის ერთგულება ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ახალ დამაინტრიგებელ ნაცნობობაზე. ძლიერი და თავდაჯერებული ქალწულები მომავალ წელს შეეცდებიან ძველი ურთიერთობების დალაგებასა და გაღრმავებას.

სასწორი

თავშეკავებული სასწორები მომავალ წელს ყველას გააოცებენ. დაგროვებული ემოციები თავისუფლებას ჰპოვებს. გაიბრწყინებთ და თავბრუს დაახვევთ ყველას. სასწორების უმეტესობა დაანგრევს არსებულ ურთიერთობებს და ააგებს ახალ - უფრო მყარს და ხანგრძლივს.

მორიელი

თქვენი რთული და ცვალებადი ხასიათი სასიყვარულო ურთიერთობებს შეუშლის ისე როგორც არასდროს. მაღალი თვითშეფასება და ეგოიზმი დააფრთხობს ახალ ნაცნობებს.

ამიტომ, უმჯობესია, შეიცვალოთ და ისწავლოთ შეცდომების პატიება, გამოიჩინოთ არნახული დიპლომატია და მოთმინება.

მშვილდოსანი

2017 წელი მშვილდოსნებისთვის სასიყვარულო ურთიერთობებში დაძაბულობით წარიმართება. მოკლე რომანები და მტკივნეული დაშორებები გელით. თქვენი შემოქმედებითი ნატურა ცეცხლოვანი მამლის ტემპერამეტს შეესაბამება.

თხის რქა

ინტელიგენტ და ჭკვიან თხის რქებს ცოტათი გაუჭირდებათ. პირადი ცხოვრების დასალაგებლად, ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას. ეფექტური იერსახე გამოკვეთავს თქვენს ღირსებებს და ძალისხმევა ფუჭად არ ჩაივლის - ახალი წელი ახალი ნაცნობობის მომტანი გახდება.

მერწყული

მერწყულისთვის მომავალი წელი ოჯახის ეგიდით წარიმართება. ზოგიერთი მათგანი უკვე არსებულ ოჯახში ჰარმონიის მოპოვებას ეცდება, ზოგი კი - ოჯახის შექმნაზე დაფიქრდება. აქტიური და კომუნიკაბელური მერწყულები იოლ;ად დაამყარებენ ახალ კავშირებს.

თევზები

ცივი თევზები ეცდებიან, თავიანთი სამყარო ახალი და კაშკაშა ფერებით აღავსონ. პირად ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები გელით, რომლებიც დაკავშირებული იქნება მოულოდნელ შეხვედრასთან. ეს ზაფხულში მოხდება და თქვენს სამყაროს გადაატრიალებს.