როგორ მოვიპოვოთ სხვისი ნდობა 0,1 წამში და შემდეგ არ დავკარგოთ ის

როგორ მოვიპოვოთ სხვისი ნდობა 0,1 წამში და შემდეგ არ დავკარგოთ ის
თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ ხალხი ირჩევს ვის ენდონ და ვის არა, ყველაზე იდიოტური კრიტერიუმების მიხედვით. შინაგანი მიმზიდველობით, მამაკაცური ან ქალური სოლიდარობით, იმის გამოც კი შეუძლია თუ არა ადამიანს გაწითლება ან წვერის ტარება და გაურკვეველია კიდე რას უკარნახებს მისი ხასიათი კონკრეტულ სიტუაციაში.

ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება წამების მეასედში! ძალიან ნაჩქარევი ხომ არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ საიმედოობა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისებაა?

სულაც არა: კვლევებმა აჩვენეს, რომ თუ ადამიანს საფიქრალ დროს მივცემთ, ისინი უბრალოდ დარწმუნდებიან თავიანთი თავდაპირველი მსჯელობის სისწორეში, წერს თავის ბლოგში ფსიქოლოგიის ექსპერდი ერიკ ბარკერი.

მეცნიერებამ ასევე დაამტკივა, რომ ადამიანის მზადყოფნა გენდოთ თქვენ ბევრად დამოკიდებულია,იმაზე თუ რამდენად ენდობით თქვენ თვითონ მას. როგორც თქვენ ქვევით წაიკითხავთ, ნდობა ასევე ეხმარება ფინანსურ წარმატებას.

მაშ ასე როგორ ვისწავლოთ ნდობა და დავიმსაუროთ სხვისი ნდობა?

1. ენდეთ თქვენს გრძნობებს
იყო ასეთი ექსპერიმენტი: რომლის მონაწილეებსაც აჩვენეს 34 პორტრეტი და შესთავაზეს გამოეცნოთ, რომელია მათგან ნობელის ლაურიატი და რომელი ძებნაში მყოფი დამნაშავე. დასკვნა დამნაშავეზე მონაწილეების 48,8% მა გამოიცნო, ხოლო ლაურიატი 62,7% მა.ანუ ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ სახის მიხედვით დაადგინონ რამდენად სანდოა ადამიანი.

2. ნდობა ბევრად ჯობია უნდობლობას
კიდევ ერთი ექსპერიმენტი: მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ 10 ბალიანი შეფასების სისტემით რამდენად ენდობოდენ სხვებს. მათ ვინც შეაფასა თავისი ნდობა 8 ბალით აღმოჩნდენ.... ყველაზე უზრუნველყოფილები. უფრო მიმნდობები (მეტი ვიდრე 8) აღმოჩნდა 7%-ით ღარიბები. ხოლო ყველაზე უნდობლები - 14,5%

საკუთარი უნდობლობის გამო შესაძლოა გამოვტოვოთ უამრავი შესაძლებლობა, მათ შორის კი ფინანსურიც. დასკვნა: ჯობია მეტად ვენდოთ, ვიდრე ვიყოთ ძალიან ეჭვიანი.


3. ნუ დაელოდებით ადამიანისგან სწორად მიდგომას (თორემ მოესწრებით!)
გარკვეული მოქმედებების სხვისგან მოლოდინით თქვენ აძლევთ ტონს თქვენს შემდგომ ურთიერთობას, და ქეცნობიერად აკეთებთ მხოლოდ უარეს. მაგალითად, თუ თქვენ წინასწარ ხართ დარწმუნებული რომ ყველა ადამიანი ეგოისტია, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, რომ არავინ არ დაგიწყებთ საწინააღმდეგოს მტკიცებას და თქვენი მოლოდინი საბოლოოდ გამართლდება. ხალხი რომელიც სხვას ენდობა, როგორც წესი ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. და რაც არ უნდა საოცარი იყოს უკეთ ხვდებიან ტყუილს.


4. ნუ შეგეშინდებათ ღალატის
თუ თქვენ ენდეთ და თქვენ გიღალატეს, ეს ყოველთვის მტკივნეულია. მაგრამ ხალხს რომელიც მიმნდობია მიუხედავად ამისა მაინც უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი ვინც ენდო ცხოვრებაში ერთხელ და დაიწვა. მითმეტეს მათვის ვინც არასდროს არავის ენდობა, ვერასდროს ვერ გაიგებენ რა სასიამოვნოა და საბატიოა ეს - სხვისი ნდობის დამსახურება.



5. იხელმძღვანელეთ პრინციპით "კბილი კბილის წილ"
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, არ არის არაფერი ამაზე ეფექტური, მითუმეტეს ურთიერთობების დასაწყისში. მოიქეცით ისე, როგორც თქვენ გექცევიან სხვები. ისინი ყურადღებიანები არიან? თქვენც იყავით ყურადღებიანი. თუ თქვენ გადაგაგდებენ, უპასუხე იგივეთი.

რატომ მუშაობს ეს? იმიტომ რომ ადამიანები სწავლობენ ერთმანეთის ქცევებზე და ბოლოს და ბოლოს გებულობენ, რომ თანამშრომბლობა უფრო მომგებიანი ვიდრე მტრობა. უფრო სწორედ იმარჯვებს მეგობრობა. და ვინს არის ეს ნამდვილი მეგობარი? ის ვისი ნდობაც თვალდახუჭულად შეიძლება. (მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის იცოდეთ: ანონიმური გამოკითხების შედეგბში 60% ადამიანი აღიარებს, სხვის საიდუმლოებს მესამე ადამიანს უმხელს. და საუკეთესო მეგობრები არ არის გამონაკლისი)