საფრთხის წინაშე მყოფი კაცობრიობა

საფრთხის წინაშე მყოფი კაცობრიობა
21 საუკუნეში ადამიანები დგანან საფრთხის წინაშე, დაკარგონ თავიანთი ღირებულებები.

დღემდე დედამიწაზე ერთადერთ მოაზროვნე არსებად, რომელსაც შეეძლო ისეთი ქმედებების შესრულება, რომელიც მოითხოვს აზროვნების უნარს, მაგალითად: ჭადრაკის თამაში, მანქანის ტარება, დაავადებების დიაგნოსტიკა, სტატიების წერა, ვიყავით ჩვენ, ადამიანები.

თუმცა, დღეს-დღეობით ჩვენ ვქმნით და ვანვითარებთ ეგრედწოდებულ შეგნებულ ქმნილებებს, რომელთაც გაცილებით უკეთ შეუძლიათ შეასრულონ ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები.

ეს ფაქტი ბადებს კითხვას: რომელი მათგანი უფრო მნიშვნელოვანია? ინტელექტი თუ შეგნება?

21 საუკუნეში ეს თემა პოპულარულია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებისათვის.

მაგალითად რა არის საჭირო და სავალდებულო ტაქსის მძღოლებისათვის? მიიყვანონ მგზავრი A პუნქტიდან B პუქტამდე სწრაფად, უსაფრთხოდ და იაფად. თუ ჩვემ ამ შეგნებას და უნარს ჩავუნერგავთ რომელიმე ჩვენს ქმნილებას, მაგალითად რობოტს, იგი უკეთესად შეასრულებს ამას ვიდრე ნამდვილი ტაქსის მძღოლი. სწორედ ამიტომ Google_ს უკვე შექმნილი ყავს ავტო პილოტიანი მანქანა, რომელიც ძალიან მალე გახდება პოპულარული მსოფლიოს მასშტაბით.

მაგრამ რას გააკეთებენ ადამიანები, რომელთან პროფესია და საქმე აღარ ექნებათ? ეს არ არის ახალი კითხვა. მას შემდეგ რაც მოხდა ინდუსრიული რევოცულია, ხალხს ყოველთვის ეშინოდა, რომ შესაძლოა მექანიზმება გამოიწვიოს მასოვრივი დაუსაქმებლობა. თუმცა ეს არ მოხდება, რადგან როგორც პროფესიები ძველდება, ასევე იბადება ახალი და ყოველთვის იქნება რაღაც, რასაც ადამიანი მექანიზმე უკეთ გააკეთებს.

ადამიანებს აქვთ ორი ძირითადი უნარიანობის ტიპი: ფიზიკური და შემეცნებითი შესაძლებლობები. დაახლოებით ორი წელია, მექანიზმებმა ჩაანაცვლეს ადამიანის ფიზიკური საქმიანობა და ადამიანები ფოკუზირებულნი არიან სააზროვნო დავალებების შესრულებაზე, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც კომპიუტიზირებული ალგორითმები აჯობებს ადამიანს ამაში?

იდეა, რომ ადამიანებს ყოველთვის ექნებათ რაღაც უნარი, რომლითაც აჯობებენ მექანიზმებს არის მხოლოდ სასოება, იმედი, რომელსაც ადამიანი იგონებს თავის დასამშვიდებლად. ეს იდეა, აზროვნება დაფუძნებულია ტრადიციულ ვარაუდზე, რომ ინტელექტი და ცნობიერება არიან მჭიდრო კავშირში. შესაძლოა მილიონ წლიანი განვითარების ეტაპზე ეს მართლაც ესე იყო, თუმცა დღეს აღარ.

როდესაც ადამიანები და კომპიუტერები ებრძვიან ერთმანეთს ფილმებში, ადამიანები ყოველთვის იგებენ, რადგან ყოველთვის აღმოჩნდება, რომ ადამიანში არსებობს რაღაც მაგიური "ნაპერწკალი", რომელიც არ გააჩნიათ კომპიუტერებს და არ შეუძლიათ ამის აღქმა.

ადამიანებს გვჯერა, რომ ჩვენ გვაქვს სული, რომელსაც აქვს რაღაც მაგიური ძალა და მექანიზმები ვერასდროს გვაჯობებენ ჩვენ, თუმცა მეცნიერება უარყოფს ამ ფაქტს.

სიმართლე არის ის, რომ მექანიზმებს შეუძლიათ გააკეთონ ის უკეთ, რაც ჩვენს შესაძლებლობებში შედის.

ასე რომ რა იქნება ადამიანების ფუნქცია მომავალში? ყველა მათქგანი ხომ ვერ გამოვა მსახიობი? თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ არაორგანულმა ალგორითმება ამაშიც გვაჯობონ.