ეკა ჩხეიძეს მეუღლემ ხუთი მანქანა უყიდა
''როგორც მობილურის გარეშე არ შეუძლიათ ადამიანებს, ისე არ შემიძლია მე მანქანის გარეშე. რა ვქნა, მანიაკი ვარ, 25 წელია საჭეს ვუზივარ'', - გვითხრა ეკა ჩხეიძემ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს პირველი მანქანა ბაბუამ უყიდა. მას მერე მაღაზიაშიც კი მანქანით დადის და გასტროლების დროს ყველაზე მეტად სამშობლოში მანქანა ენატრება.
- მანქანის მართვა რომ ვისწავლე, მესამე კურსზე ვიყავი. ავტოსკოლაში ვიარე. ბაბუამ მაჩუქა შინდისფერი ''0-11'', შენ კარგი მძღოლი იქნებიო, მითხრა. მართვა მანქანის ხათრით ვისწავლე. მასწავლებელი მეუბნებოდა, ხულიგანი მძღოლი იქნებიო. მალევე ავიღე მართვის მოწმობა, დავჯექი საჭესთან და მას მერე მთელი ჩემი ჯგუფი ჩემს მანქანაში იჯდა. ბაბუას ნაჩუქარი მანქანა რომ მოძველდა, ჩემმა მეუღლემ აჩუქა თავის ახლობელს. სამაგიეროდ ''0-9'' მიყიდა. ეს მანქანა დავამტვრიეთ. ოღონდ ჩვენი ბრალი არ იყო. გაჩერებული ვიყავით, უკნიდან დაგვარტყა ვიღაცამ. გაკეთებული მანქანა რად გინდაო, მითხრა ლევანმა და ჩემთვის ''აუდი'' ჩამოაყვანინა.
შემდეგი მანქანა დაბადების დღეზე მაჩუქა. ეს სიურპრიზი იყო. სადღაც უნდა წავსულიყავით, ჩამოვედით სადარბაზოსთან და ვხედავ, ეზოში დგას ვერცხლისფერი, სულ ახალი ''პეჟო'', ჯერ კიდევ ცელოფნიანი სალონით. გავგიჟდი, დავიწყე გინება, ვისია, მაინცდამაინც აქ რომ გაუჩერებიათ, გული უნდა გამიხეთქონ-მეთქი. მიყვარს ეს პატარა ბუთქუნა მანქანები. უფ, დავჯდებოდი ახლა და მთელ თბილისს შემოვივლიდი-მეთქი, არ ვჩერდები. დაჯექი მერეო, მითხრა და მანქანა დისტანციური მართვის პულტით გამიღო. კინაღამ გული გამიჩერდა, ოღონდ მართლა.
''პეჟოს'' მერე მიყიდა ფრანგული ''სიტროენ პლურიელი''. საფრანგეთიდან ჩამოაყვანინა, ინტერნეტით მოძებნა. ულამაზესი სტაფილოსფერი კაბრიოლეტი იყო, მთელ საქართველოში მარტო მე მყავდა. დავდიოდი ნაძვის ხესავით. შავი ტენტი ჰქონდა, მთლიანად იხსნებოდა. დატანჯული ვიყავი, ყველა მირეკავდა, იქ რა გინდოდა, აქ რა გინდოდაო. ყველამ იცოდა, ვინ მოძრაობდა ამ მანქანით. ოთხი წელი მყავდა ის კაბრიოლეტი, ამ ზაფხულს გავყიდე.
- რატომ?
- სიმართლე გითხრა, მიყვარს მანქანების ცვლა. ახლა ''სუზუკის ჯიპი'' მყავს.
- ესეც მეუღლემ გიყიდა?
- მიყიდა, რაა…
- გაჩუქა.
- ჰო, ყველა მანქანა მეუღლემ მაჩუქა, ბაბუის ნაჩუქარს თუ არ ჩავთვლით.
- ხულიგანი მძღოლი იქნებიო, მასწავლებელს უთქვამს, გამართლდა მისი ვარაუდი?
- მგონი, ხასიათი მაქვს ხულიგნური, ახლა ცოტა კი დავდინჯდი, მაგრამ მაინც უფრო კაცივით ვმართავ მანქანას, ვიდრე ქალივით. სისწრაფე მიყვარს, მოძრაობის წესებს ვარღვევ. უამრავი ჯარიმა მაქვს გადახდილი. არ მიყვარს ღვედის გაკეთება. ვიცი, რომ საკუთარ თავს ვუქმნი საფრთხეს, მაგრამ ვიხრჩობი, რა ვქნა, ვერ მივეჩვიე. ორჯერ ჩამომართვეს მართვის უფლება.
- რა დააშავე ასეთი, საჭესთან მთვრალი გამოგიჭირეს?
- არა, ჯარიმის გადახდა დამავიწყდა და გარდა იმისა, რომ თანხა გაიზარდა, მართვის უფლება ჩამომართვეს. ეს საიდან უნდა მცოდნოდა-მეთქი, ვკითხე პატრულს, თურმე ჯარიმის ქვითარს უკანა მხარეზე ეწერა. ექვსთვიანი ''ლიშენია'' მქონია და არ ვიცოდი. ოთხი თვის მერე გამაჩერეს და მამცნეს ეს ამბავი. დავურეკე ქმარს და იმან წამიყვანა.
- ავტოსაგზაო შემთხვევა თუ გქონია?
- არა. ძალიან ცუდ ავარიაში მოვყოლილვარ, მაგრამ თავად ასეთი შემთხვევა არ მქონია. საჭესთან დაჯდომის შემდეგ ავარიისაც არ შემშინებია. მანქანა ისე მიყვარს, ვერაფრის გამო ვერ შეველევი. ერთადერთი არ მომწონს, მანქანაში რომ ეწევიან ჩემი მეგობრები. თვითონ საერთოდ არ ვეწევი და არც სხვებს ვაწევინებ. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, აივანი მაინც მოაშენე ამ მანქანას, გავალ და მოვწევო.
- ნივთები, რომლებიც მანქანაში ყოველთვის გაქვს? …
- მანქანის გასაღები, ხელჩანთა, სხვა რა უნდა მქონდეს?
- ბევრი ქალი მინახავს, რომელსაც ფეხსაცმელებიც კი უდევს მანქანაში.
- ეგ იმიტომ, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლით პედლებს ვერ ხმარობენ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ფეხსაცმელს. ყველაფრით შემიძლია ვმართო, მაღალქუსლიანით, კედებით, ბოტასით, ქოშით, ჩექმით, ფეხშიშველმაც კი.
- რა არის მთავარი კომფორტი მანქანაში?
- მუსიკა. ვრთავ და ჩემს სამყაროში ვარ, აღარც ვფიქრობ, როგორ ვმართო, ისევე, როგორც ფეხით მოსიარულეები არ ფიქრობენ, როგორ იარონ. ზოგჯერ ამ ფიქრებში მეგობრის ეზოს მაგივრად, თეატრის ავტოსადგომზე აღმოვჩენილვარ.
- მანქანის სარკეში თუ იპრანჭები?
- მე სახლში ვიპრანჭები, ამ სარკეში რა ჩანს (იცინის).
- ტელეფონითაც სარგებლობ საჭესთან?
- კი და ამის გამოც არაერთხელ დამაჯარიმეს, ამდენი ფული კი არ მაქვს!
- საოცნებო მანქანა გყავს?
- როგორ არ მყავს, მაგრამ თბილისის ქუჩებისთვის ცოტა მენანება. ერთი პერიოდი ''აუდი ტეტე'' მომწონდა, მაგრამ დაბალია ძალიან, ცოდოა აქ. მომწონს ''ბმვ''-ს ჯიპები.
- მეუღლემ არ იცის, რომ მოგწონს?
- მეუღლემ… აღარ აქვს, ''ვსიო'' (იცინის). ოლიგარქი ქმარი მინდა, ვეძებ, მანქანები რომ მიცვალოს (იცინის). ერთი-ორი წელი ვიჯდები ერთ მანქანაზე.
- სახალისო თავგადასავალი თუ გაქვს მანქანასთან დაკავშირებით?
- ერთხელ მე და ჩემი შვილი ბათუმიდან მოვდიოდით. საშინლად წვიმდა. სამარშრუტო ტაქსის გადავუსწარი და პატრულმა გამაჩერა. ისე წვიმს, მუსიკა ბოლო ხმაზე მაქვს ჩართული, ჭერზე წვეთების ხმამ რომ არ შემაწუხოს. მივაწოდე საბუთები. გადახედა, როგორ დადიხარ, ერთი წელია, მართვის უფლება ჩამორთმეული გაქვს, აქამდე არავის გაუჩერებიხარო? ასე კარგად ვიარე ალბათ-მეთქი, გავუღიმე. კიდევ ორი თვე დაგრჩათ, ვერ გაგიშვებთ, უნდა გადმობრძანდეთ და ტაქსით გააგრძელოთ გზა, მანქანას საჯარიმოზე გადავიყვანთო. ქუთაისში ვარ, რას ჰქვია ტაქსით წავიდე, ამდენი ბარგი მაქვს, შვილი მიზის მანქანაში. არ გადმოვალ-მეთქი, გავჯიუტდი. დალპა ეს საწყალი პატრულის თანამშრომელი. ცოცხალი თავით არ გადავდივარ. მთელი საქართველო ჩავრიე, გვარებსა და სახელებს არ ვიტყვი. შვილი მეუბნება, დედა დაგიჭერენ, წესიერად ილაპარაკეო. ბოლოს იმერეთის რაიონის საპატრულოს უფროსმა დაურეკა ამ ბიჭს და გაგვიშვეს. თან, მომცა ფურცელი, ვიღაცების სახელები და გვარები ეწერა, თუ ვინმე გაგაჩერებს, თბილისამდე გამოგადგებაო. თუ არადა, რომ ჩახვალ, საპატრულოში მიდი, მეთორმეტე ოთახში შეწყალება დაწერე და შეგიწყალებენო.
ჩამოვედი გარუჯული, შორტებში, პლატფორმებზე შემხტარი და მოვხვდი ტაქსის მძღოლების რიგში. ხომ არ გგონია, ვინმემ რიგი დაგითმოს. გადავწერე ვიღაცის შეწყალება და… შემიწყალეს.