გსურთ, რომ თქვენი მანქანა მუდამ ახალივით ბზინავდეს? გამოიყენეთ ეს პატარა ხრიკი!

გსურთ, რომ თქვენი მანქანა მუდამ ახალივით ბზინავდეს? გამოიყენეთ ეს   პატარა ხრიკი!
მანქანის სისუფთავე - უამრავი ავტომობილისტის მტკივნეული საკითხია. ზამთარ-ზაფხულ უამრავი მძღოლი ეძებს მანქანის პრეზენტაბელური იერსახის შესანარჩუნებელ ახალ საშუალებებს. მას ყოველდღე ვერ გარეცხავ, არადა ტექნიკას ყოველდღიური კარგი მოვლა სჭირდება...

სწორედ ამიტომ, ყველა გამოცდილ მძღოლს თავისი პატარა საიდუმლო აქვს თუ როგორ შეინარჩუნოს იდეალური სისუფთავე როგორც გარეგანი, ასევე, სალონის. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

როგორ გავასუფთავოთ მანქანა

გსურთ, რომ თქვენი მანქანა მუდამ ახალივით ბზინავდეს? გამოიყენეთ ეს   პატარა ხრიკი!

1. კოკა-კოლის ბოთლი არამხოლოდ წყურვილს მოგიკლავთ. ეს სასმელი შესანიშნავად ასუფთავებს ჭუჭყსა და მტვერს საქარე მინისგან.

2. სალონში ყავის ლაქები მყიდიერად უნდა გაიწმინდოს. ჯერ მოწმიდეთ ლაქა ქაღალდის ხელსახოცით. შემდგომი ლიკვიდაციისთვის 1 ლიტრ წყალში გახსენით 1 ს.კ. ძმარი და 0,5 ჩ.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება. მიღებული ნარევით დაამუშავეთ ლაქა, გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ გარეცხეთ თბილი წყლით.



3. სალონში უსიამოვნო სუნის გაქრობა აქტივირებული ნახშირითაა შესაძლებელი. დატოვეთ გახსნილი აბები მანქანაში მთელი ღამით და დილით უსიამოვნო სუნის კვალიც არ დაგხვდებათ.

4. თუ სალონში ვინმეს აღებინა, დაგეხმარებათ ჩვეულებრივი გაზიანი სამელი. დაასხით და აცადეთ ცოტა ხანი. შემდეგ მოწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.

5. გარეგანი რთული გაჭუჭყიანების დროს დაგეხმარებათ ერთჯერადი საპარსის პირი. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ.



6. ჟანგის მიკროსკოპიული ლაქები ადრე თუ გვიან მაინც უჩნდება ნებისმიერ მანქანას. ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ ფრჩხილების ლაქი -გამჭვირვალე, ან მანქანის ფერი. უფერული ლაქი ასევე კარგად ფარავს პატარა ნაკაწრებს.