ანჯელინა ჯოლი ავარიაში მოყვა
ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი ავარიაში მოყვა, შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა. ამერიკული პრესა წერს, რომ ჯოლი ბევერლი ჰილზის ერთ-ერთი კინოთეატრიდან სახლში ბრუნდებოდა. პოლიციის განცხადებით, ავარიის დროს ძლიერი წვიმა მოდიოდა, რის გამოც, "შევროლეს" მარკის ჯიპის საჭესთან მჯდომმა მსახიობის მძღოლმა საჭე ვერ
დაიმორჩილა და გზის სავალ ნაწილზე გადავიდა. ძლიერი დარტყმის გამო, მანქანის ორივე წინა საბურავი გასკდა. თვითმხილველთა თქმით, "დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა ბორდიურს შეასკდა. საოცარია, რომ მანქანა არ გადაბრუნდა".
საბედნიეროდ, მსახიობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მისი ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო. მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.