მორალური ამოცანა, რომელიც 200-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა ამოხსნა

მორალური ამოცანა, რომელიც 200-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა ამოხსნა
წარმოიდგინეთ სიტუაცია:
ქარიშხლიან და წვიმიან ღამით მიდიხართ მანქანით. გაჩერებაზე ხედავთ სამ ადამიანს:
1. მოხუცი ქალბატონი, რომელიც აშკარად ცუდად არის;
2. ძველი მეგობარი, რომელმაც ერთ დროს სიკვდილს გადაგარჩინათ;
3. თქვენი ოცნების ქალი/მამაკაცი.

რომელ მათგანს ჩაისვამდით მანქანაში, თუ თქვენი მანქანა მხოლოდ ორადგილიანია

სანამ სტატიის მომდევნო ნაწილს წაიკითხავდეთ, ჯერ იფიქრეთ და თავად გაეცით პასუხი.


ეს მორალურ-ეთიკური დილემა ერთ-ერთ კომპანიაში სამუშაოზე აყვანის მსურველებს შესთავაზეს. თქვენ შეგიძლიათ წაიყვანოთ მოხუცი ქალბატონი, რადგან მოვალე ხართ დაეხმაროთ ავადმყოფ ადამიანს. ან იქნებ ჯობდეს ძველი მეგობარი წაიყვანოთ, მან ხომ თქვენ გადაგარჩინათ, ახლა კი შანსი გეძლევათ მადლობა გადაუხადოთ. მაგრამ იქნებ თქვენი ოცნების ქალთან/მამაკაცთან ერთად მგზავრობა ჯობდეს, ვინ იცის კიდევ როდის მოგეცემათ ასეთი შანსი?..

ტესტირებაში მონაწილე 200 ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იპოვა სწორი გამოსავალი და სამსახურშიც სწორედ ის აიყვანეს.

გამოსავალი კი ასეთი იყო: "მანქანის გასაღებს მივცემდი ძველ მეგობარს და ვთხოვდი ქალბატონი საავადმყოფოში წაეყვანა. მე კი ჩემი ოცნების ქალთან/მამაკაცთან დავრჩებოდი."

ასეა, ზოგჯერ არასტანდარტული აზროვნება კრეატიული მიდგომა ყველაზე რთული მდგომარეობიდან გამოსავალი პოვნაში გვეხმარება.
სტატიის წყარო:skandal.ge