ქართველი მეფეები, რომლებსაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ
საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს ისტორიას ქართველი მეფეები ქმნიდნენ, რომელთა გვერდით ღირსეული დედოფლები იდგნენ. მათ არანაკლები წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე. ხშირად, საქართველოს დედოფლის სახელს უცხოელი ქალი ატარებდა, თუმცა არა ერთმა მათგანმა, ისეთი ღირსეული ქართველი დედოფლის გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, როგორებიც იყვნენ ქეთევან დედოფალი, დედოფალი ნანა და სხვ.
ქართველ მეფეთა დიდი ნაწილის ქორწინება სხვა ეროვნების დედოფლებზე (და არა მარტო სხვა ეროვნებებზე ქორწინება) წმინდა წყლის პოლიტიკური ნაბიჯი იყო. საქართველო მუდმივად წარმოადგენდა იმ დროინდელი მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყნის ინტერესის საგანს, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო ძლიერი და ერთგული მოკავშირის ყოლა, რომლის დახმარების იმედიც ექნებოდათ ჩვენს მეფეებს. ასეთი მოკავშირის შესაძენად ერთ-ერთი საუკეთესო გზა დანათესავება იყო.
მოკავშირის შეძენის ასეთ ხერხს მიმართავდნენ არა მარტო სუსტი მმართველები, არამედ ძლიერი მეთაურნიც, მაგალითად: დავით აღმაშენებელს ჯერ კიდევ სიჭაბუკეში ცოლად შერთეს სომეხი ქალი, რომელთანაც შეეძინა ვაჟიშვილი დემეტრე (შემდგომში დემეტრე I), პირველი ცოლის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. მეორე ცოლად მოიყვანა გურანდუხტი, ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული, რომელთანაც შეეძინა კიდევ ერთი ძე ვახტანგი (ცუატა) და ასულნი - თამარი, კატა და თამარ მრწემი. ნიშანდობლივია, რომ დავითის უფროსი ქალიშვილი თამარი ცოლად ყავდა შირვანის შაჰს მანუჩარ II-ს, კატა - ბიზანტიის კეისარ იოანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი - ოსეთის მეფეს (დემეტრე I-ს დროს მისთხოვდა). როგორც ჩანს, მიუხედავად დავითის სიძლიერისა, ის მაინც ცდილობდა მოკავშირის ყოლას, რაც მის ყივჩაღებთან და ოსებთან დანათესავებაში გამოიხატა კიდეც. ყივჩაღები იმ დროინდელ კავკასიაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ, რაც კარგად უწყოდა დავითმა და ეს ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ გამოიყენა კიდეც. ნაკლებ სავარაუდოა, რომ დავითს განსაკუთრებული სიყვარულის გამო შეერთოს გურანდუხტი, ეს უფრო პოლიტიკურ ნაბიჯს გავს, ვიდრე გამიჯნურებული მეფის ქცევას. რაც შეეხება დავითის შვილების უცხო ქვეყნებში გათხოვებას, ამ შემთხვევაში პირიქითაა საქმე. ამ ქვეყნებს საქართველო ესახებოდათ ძლიერ მოკავშირედ და შეიძლება ითქვას მფარველადაც კი.
ხშირი იყო ქართველთა და ოსთა დამოყვრება. გიორგი მესამეს, ჭაბუკობისას, მამამ შერთო ცოლად ოსთა მეფის ასული, ბურდუხანი (სწორედ ბურდუხანი იყო დედა თამარ მეფისა, რომელის მეფობაც ოქროს ხანაა საქართველოს ისტორიაში) - ”ძალიან ლამაზი ქალი, მისებრი სძალი არ ეხილა ქართლის თემსა” - გადმოგვცემს ქართლის ცხოვრება. მიუხედავად ბურდუხანის სილამაზისა, ეს ქორწინებაც პოლიტიკის ნაწილი იყო, რადგან გიორგი მეფის დროს, ქვეყნის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ გამწვავებული იყო და ოსთა არც თუ სუსტი სამეფოს დანათესავება მომგებიანი იქნებოდა.
გიორგი მესამემდე ოსთა მეფის ასული, სახელად, ალდე ცოლად ჰყოლია გიორგი პირველს, მაგრამ ეს ქორწინება არ ატარებდა ოფიციალურ სახეს, მნიშვნელოვანია, რომ გიორგის სწორედ ალდესთან შეეძინა ვაჟი დემეტრე, რომლის მეექვსე შტო იყო თამარ მეფის მეორე ქმარი დავით სოსლანი. რაც შეეხება თამარის პირველ ქმარს იურის (გიორგი), იგი რუსი უფლისწული, სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის ძე იყო. მაშინ როდესაც დღის წესრიგში თამარის გათხოვება დადგა, სამეფო კარის დიდებულები მხოლოდ ისეთი სამეფოს წარმომადგენლის ძეს განიხილავდნენ კანდიდატად, რომელიც ძლიერ მოკავშირედ გამოდგებოდა. სამეფო კარმა ასეთად რუსთა სამეფო მიიჩნია, რომელსაც თავიდანვე იმპერიული ზრახვები ჰქონდა და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ თამარმა სამეფო კარის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც გიორგის ჩამოსაყვანად ხალხი გაგზავნეს. ეს პოლიტიკური ქორწინება გიორგი რუსის უზნეობის გამო (იგი დაავადებული იყო ლოთობით და მამათმავლობით) კრახით დასრულდა.
ქართველი მეფეები არ ეკუთვნოდნენ მხოლოდ საკუთარ თავს, ისინი მთელი ერის საკუთრებას წარმოადგენდნენ, ამიტომაც მხოლოდ თავისი ნებით გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ. მაგალითად, ლაშა-გიორგის ველისციხელი ქალი უყვარდა, რომლის წარმომავლობა არ იძლეოდა საშუალებას, რომ ის დედოფალი გამხდარიყო. ამიტომაც სამეფო კარმა ნება არ დართო ლაშა-გიორგის, რომ ის ცოლად შეერთო. რაც შეეხება ლაშას დას რუსუდანს, დანიშნული იყო შირვანის შაჰზე, მაგრამ ლაშა-გიორგის უეცარმა გარდაცვალებამ ეს ქორწინება ჩაშალა, ხოლო შემდეგ რუსუდანი ცოლად არზრუმის სულთნის ძეს გაჰყვა.
მას შემდეგ რაც საქართველოში მონღოლები შემოვიდნენ, გახშირდა ქართველთა და მონღოლთა დანათესავება. დავით ულუს პირველი ცოლი მონღოლი ქალი ჯიგდა-ხათუნი ჰყავდა, რომელიც უშვილო გამოდგა, ამის გამო დავითმა დროებით მოიყვანა(!)ოსის ქალი ალთუნი, შემდეგ მას ცოლად ჰყავდა ავაგ ათაბაგის ქვრივი გვანცა, რომელიც მონღოლთა ურდოში მოკლეს, დავითმა კიდევ ერთხელ იქორწინა და ისევ მონღოლ ქალზე ესუქნიზე. დემეტრე II-საც ჰყავდა მონღოლი ცოლი, სახელად სოლღარ.
მონღოლებთან დანათესავების პოლიტიკა, ერთგვარად გუნდრუკის კმევა იყო დამპყრობლის წინაშე, მაგრამ ჩვენს მეფეებს თავს ზემოთ ძალა არ შესწევდათ მათ უკან ქვეყანა იდგა, რომელსაც მშვიდობა სჭირდებოდა.
როდესაც საქართველო სამეფო სამთავროებად დაიშალა, ყველა კუთხის მთავარი იმ ქვეყანასთან არჩევდა დანათესავებას, რომელთანაც გართულებული მდგომარეობა ჰქონდა (დასავლეთ საქართველოს მთავრები - ოსმალებზე, ხოლო აღმოსავლეთის-სპარსელებზე), მაგრამ მიუხედავად დამოყვრებისა, არც ირანის შაჰი და არც ოსმალეთის სულთანი არ ინდობდა ჩვენს ქვეყანას. უფრო მეტიც, უფრო სასტიკად ექცეოდნენ და სჯიდნენ ურჩობის და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის გამო.
ასეთია ჩვენი მეფეების ცხოვრების მოკლე მიმოხილვა. ჩვენს მეფეებს, განსხვავებით ევროპელი მმართველებისგან, არასოდეს უცხოვრიათ განცხრომით, განსხვავებით ფარაონებისგან, არ აუგიათ პირამიდები სხვათა სისხლით, ქართველი მეფეებისთვის უმთავრესი საქართველო იყო და მხოლოდ შემდეგ, საკუთარი ინტერესი. ისინი მხოლოდ საქართველოს ინტერესებისთვის იბრძოდნენ და სიხლსაც სწორედ საქართველოსათვის ღვრიდნენ.