ბიჭს, რომელიც სასქესო ორგანოთი უკრავს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან
„რუსთავი 2“ „ნიჭიერის“ მეხუთე სეზონისთვის ემზადება. ჩაწერები უკვე დაიწყო. პირველი გადაცემა 27 ოქტომბერს გავა ეთერში. მანამდე კი ფილარმონიაში დიდი მხიარულებაა. „ნიჭიერის“ ამ სეზონზე პროექტის მონაწილეებს ლევან წულაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ია ფარულავა და ნიკა გვარამია შეაფასებენ. წამყვანებად კი ორი მამაკაცი ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე მოგვევლინებიან.
პროექტს სახალისო გამომსვლელები არასდროს აკლდა. ამჯერად ერთ ახალგაზრდაზე მინდა გიამბოთ, რომელიც მაყურებელმა ფაქტობრივად სტვენით გააცილა სცენიდან. ეპატაჟურად და სექსუალურად ჩაცმულმა ახალგაზრდა ბიჭმა, სცენა დაიკავა და ხმამაღლა გამოაცხადა ცოცრით უნდა დავუკრა როიალზეო (ცოცარი ძველქართულად მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს). ჟიურის ყველა მონაწილემ ცალ-ცალკე ჰკითხა ცოცარის მნიშვნელობა ტომასს, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა.
დაიწყო მუსიკა და აცეკვდა შავი ტყავის შარვალში გამოწყობილი ახალგაზრდა. ჯერ ქუდი მოიხადა, მერე თეთრი პერანგი შემოიხია და სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო. იხუვლა დარბაზმა და უკმაყოფილების ნიშნად ცერა თითი ქვევით დაუშვა. ამასობაში ბიჭი ეშხში შევიდა, როიალთან მივიდა, შარვალი გაიხდა, ორივე ხელი მაღლა ასწია და…როიალის ხმა გაისმა.
არ ვიცი ვინმემ დაიჯერა თუ არა, როიალს ამოფარებული ტომასი კლავიშებზე ცოცრით რომ უკრავდა, მაგრამ სანახაობა აშკარად გამოუვიდა „რუსთავი 2“-ს. გადაიყვანეს თუ არა უცნაური ნიჭის მფლობელი შემდეგ ტურში, ამას „ნიჭიერის“ გადაცემებიდან გაიგებთ. ერთი ცხადია, ტომასის გამოჩენამ აშკარა აგრესია გამოიწვია მაყურებელში, ბიჭს ცემითაც კი ემუქრებოდნენ, ჩემს წინ მსხდომი მამრობითი სქესის წარმომადგენლები.