"ხვალ "X ფაქტორი" არ გავა ეთერში" - პროექტის მონაწილეები გმირთა მოედანზე მოხალისეებს შეუერთდნენ
"X ფაქტორის" მონაწილეები და წამყვანები მოხალისეების ჯგუფს შეუერთდნენ. "რუსთავი 2"-ის სხვა თანამშრომლებთან და სახეებთან ერთად, პროექტის წევრები ჯერ გმირთა მოედანზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ კი ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მოხალისეებს გიორგი ყიფშიძე, რუსკა მაყაშვილი, ვანიკო თარხნიშვილი, თათუკა ნატყროშვილი და გიგო შიუკაშვილიც შეუერთდნენ.
გიორგი ხაბურზანია:
- სანამ ოფიციალურად გამოცხადდებოდა 15 ივნისი გლოვის დღედ, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა ხვალ "X ფაქტორი" არ გავიდეს ეთერში. ნახავთ, რომ ბევრი რედაქცია ჩაებმება ამაში, კურიერმა ფაქტიურად გმირული საქციელი ჩაიდინა და მთელი ღამის მანძილზე აშუქებდა მოვლენებს. ახლა
ადამიანური სოლიდარობის და თანადგომის დროა, თან ლაივი არ გვაქვს ხვალ და ვინც დღეს რეპეტიციაზე მოვიდა გადავწყვიტეთ მოსახლეობას დავხმარებოდით. დღეს ვიაზრებთ რეალურად გუშინ რაც მოხდა. ვანიკო თარხნიშვილი "X ფაქტორში" არ არის, მაგრამ ვანიკოც წამოვიდა, გიგომაც თანხმობა განაცხადა. უკვე იმუშავეს კონკურსატებმა და ნაწილი დაბრუნდა.