ლევან წულაძემ ''ნიჟიერის'' კონკურსანტს მკერდზე აკოცა

ლევან წულაძემ ''ნიჟიერის'' კონკურსანტს მკერდზე აკოცა
ლევან წულაძემ ''ნიჟიერის'' კონკურსანტს მკერდზე აკოცა

ამერიკელი სიუზან საქსი საქართველოში სპეციალურად ''ნიჭიერისთვის'' ჩამოვიდა. ამ მართლაც უნიკალური ზომის მკერდის ქალბატონმა გუშინ ''ნიჭიერის'' სცენაზე გამოსვლისთანავე შოკში ჩააგდო მაყურებელი.

ქალბატონს უკან პროექტის წამყვანები, ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე მოჰყვებდოდენ. სწორედ მათ ეკავათ მაგიდაზე განთავსებული ქილები, რომელიც სიუზანმა ცალი ძუძუთი დაჭყლიტა.

ქერათმიანმა ქალბატონმა ეს არ იკმარა, ხის საკმაოდ სქელი ჯოხი სამი დარტყმით გატეხა. ბოლოს კი სპეციალურ სადგამზე შემოდებულ საზამთროსაც მოუღო ბოლო.

თან ამ ყველაფერს მუსიკის ფონზე, ცეკვა-სიმღერით აკეთებდა. ნომრის დასრულებისთანავე ჟიურიმ სიუზანს მათთან მიახლოვება სთხოვა. პირველი ლევან წულაძე ეამბორა სიუზანს მკერდზე, ჭოლამ ამ მაღალფეხება ქალის მკერდში თავი ჩარგო, რამაც მაყურებლის მხიარულება გამოიწვია.



ია ფარულავამ ხელით მოსინჯა სიუზანის უნიკალური მკერდი, ნანუკამ კი მეტი დამაჯერებლობისთვის კონკურსანტს კაბა გამოუწია და შიგნით ჩაიხედა.

სცენაზე კვლავ ენერგიულად დაბრუნდა სიუზანი, მანამდე პირველ რიგში ფილარმონიის დაცვის თანამშრომელს ეამბორა მელოტ თავზე. მგონი იგივეს გაკეთებას უპირებდა, რასაც ჭოლას, მაგრამ შეშინებულმა დაცვამ უარის ნიშნად ხელები გაასავსავა.

გადაიყვანეს თუ არა ამერიკული ''ნიჭიერის'' მონაწილე სიუზანი ქართული ''ნიჭიერის'' შემდეგ ტურზე, ამას პროექტის მსვლელობისას შეიტყობთ. ''ნიჭერის'' პირველი გადაცემა 27 ოქტომბერს გავა ეთერში.


სტატიის წყარო:eitingi.ge