ნანუკა ჟორჟოლიანი "ნიჭიერის" ჟიურის წევრი იქნება

ნანუკა ჟორჟოლიანი "ნიჭიერის" ჟიურის წევრი იქნება
ახალი სატელევიზიო სეზონი უკვე დაიწყო და შესაბამისად მაყურებელი გასართობი შოუ-პროგრამების მოლოდინშია. სულ მალე "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "ნიჭიერი" დაიწყება, რომლის მიზანიც ახალი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა. რამდენიმე წუთის წინ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ მას "ნიჭიერის" ჟიურიში ვიხილავთ.
"ამ წუთას დამირეკა Nika Gvaramia - მ და მითხრა რომ ნიჭიერის ჟიურიში ვიქნები ახალ სეზონზე. ასე დიდი ხანია არაფერი გამხარებიაა და გადავწყვიტე გაგიზიაროთ! გიორგი ხაბურძანია & დემნა მადლიერი. ნიკა მადლობა დიდი! ძაან გამახარეთ,"- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
სტატიის წყარო:ambebi.ge