ნანუკას რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. რას ამბობს ჟორჟოლიანი?
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი სტუმრის გევორქ პეტროსიანის გამონათქვამებს იეჰოვას მოწმეებზე დისკრიმინაციულად აფასებს და მიიჩნევს, რომ გადაცემის წამყვანმა დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.
კერძოდ, 26 ნოემბრის გადაცემაში “ნანუკას შოუ” სტუმრად იმყოფებოდა პროექტ “ნიჭიერის” მონაწილე გევორქ პეტროსიანი, რომელმაც იეჰოვას მოწმეები მოიხსენია “საშიშ, სასტიკ და ტოტალიტარულ სექტად” და დასძინა, რომ პროექტში მისი მონაწილეობის მიზანი, საზოგადოებისთვის სწორედ ამის შეტყობინება იყო.
წამყვანმა, არა თუ არ შეაჩერა გადაცემის სტუმარი, არამედ თავადაც გამოიყენა დისკრიმინაციული ტერმინები: “ანუ ძაან ბნელა”, “იეღოველები აგრესიულები ხომ არ არიან?”, “თქვენ სიტყვას მაძლევთ, რომ აქ იეღოველები არ მომივარდებიან? მეშინია მე მაგათი”, “კარგი ქენით, რომ წამოხვედით”,“იეღოველები დაზომბირებულები არიან?” “ძაან მეშინია, რომ არ დამაგიპნოზონ”.
ქარტიის საბჭო შეახსენებს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ს” და გადაცემის წამყვანს, რომ მაუწყებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით, რომლის 32-ე და 33-ე მუხლები მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხმაური სოციალურ ქსელშიც ატყდა, რაზეც კომენტარი გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
„მე როგორც გადაცემის წამყვანი და ავტორი ვაცხადებ რომ მე და ჩემი გუნდი სრულად ვემხრობი აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებას და მიიჩნევს რომ ყველა რელიგიური ჯგუფი არის, ჩვენი საზოგადოების საპატივცემულო და განუყოფელი ნაწილი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიური უმცირესობას!
იეჰოვა, ჲაჰვე (ძველქართული ი ე ღ ო ვ ა, ეღოვა, ეგოვა) — ივრითისეული ოთხასოეულ „ტეტრაგრამატონის“ ჲჰვჰ, יהוה-ის ლათინური ვერსია, რომელიც გავრცელდა სხვადასხვა ენებში.იგიაბრაამისეული რელიგიების ორ განაყოფში - იუდაიზმსა და ქრისტიანობაში გვხვდება. წარმოადგენსისრაელის ღმერთის და მამა−ღმერთის საკუთარი სახელს. " - ეს მათთვის ვინც დისკრიმინაციად ჩათვლა ჩემგან "იეღოვას" თქმა
მე ყოველთვის ვიღებ შენიშვნას, მაგრამ ნეტავ ამ ადამიანების -ასეთი აჟიოტაჟი , სოჭში, დოკუმენტზე ხელის მოწერის დროსაც მენახა.“ - წერს ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.