კრემ ბრიულე – საუკეთესო ფორმულა გემრიელი დესერტის მოსამზადებლად

კრემ ბრიულე – საუკეთესო ფორმულა გემრიელი დესერტის მოსამზადებლად
ამ გასაოცარი დესერტის უამრავი რეცეპტი არსებობს. თუმცა ყოველთვის ისე არ გამომდიოდა, როგორც მსურდა, ამიტომ რეცეპტების ძებნა დავიწყე. ბოლოს და ბოლოს, კრემ ბიულეს მომზადების საკუთარი ფორმულა შევიმუშავე.

ყველაფერი ძალიან მარტივია! რჩევა მათთვის, ვინც ამ დესერტის მომზადებას გარისკავს:

ინგრედიენტები:
  • 400 მლ 335-იანი ნაღები
  • 4 კვერცხის გული
  • 25-30 გრ შაქარი
  • 0,5 პაკეტი ვანილი


მომზადება:
  1. ნაბიჯი 1 - ყველა ინგრედიენტი მოამზადეთ.

    კრემ ბრიულე – საუკეთესო ფორმულა გემრიელი დესერტის მოსამზადებლად

  2. ნაბიჯი 2 - კვერცხის გული შაქარს აურიეთ და ერთგვაროვანი თეთრი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.



  3. ნაბიჯი 3 - ვანილი წყალში გახსენით და ნაღებს დაუმატეთ. ნაღები შეათბეთ, მაგრამ არ აადუღოთ!



  4. ნაბიჯი 4 - ნელ-ნელა ნაღები კვერცხის მასას დაუმატეთ, ამასთან მუდმივად არევა არ დაგავიწყდეთ.



  5. ნაბიჯი 5 - ფორმებში გადაანაწილეთ და წყლის ორთქლზე დადგით. 135 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 60-75 წუთით მომზადებამდე შედგით.



  6. ნაბიჯი 6 - შუაში დესერტი უნდა „თანთალებდეს“, როგორც ჟელე. მზა და გაგრილებული დესერტი 2-3 საათით მაცივარში შედეთ.

  7. ნაბიჯი 7 - სუფრაზე გატანის წინ ყავისფერი შაქარი მოაყარეთ და შემდეგ ცეცხლის საფრქვევლით დააკარამელეთ. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ 240 გრადუსზე 1-1,5 წუთით გრილში შედოთ.



  8. ნაბიჯი 8 - თქვენი ფანტაზიის მიხედვით გააფორმეთ. ამ შემთხვევაში ეს ლაიმის ნაჭერი და ჟოლოს კენკრაა.