1 ცალი შავი ალმასისებრი ვაშლი $20-ად იყიდება, თუმცა მისი მოყვანა არავის სურს

1 ცალი შავი ალმასისებრი ვაშლი $20-ად იყიდება, თუმცა მისი მოყვანა არავის სურს
ალბათ, შეამჩნევდით, რომ ყველა ვაშლი წითელი არაა. არსებობს ყვითელი, ვარდისფერი და მწვანე სახეობები. წითელი ვაშლები თავიანთ ფერს ანტოციანებს უნდა უმადლოდნენ. ესაა პიგმენტები, ანუ ბუნებრივი საღებავები, რომლებიც ვაშლის ზრდასთან ერთად ჩნდება.

თუმცა, იცოდით, რომ ბაზარზე გაჩნდა ვაშლის ახალი სახეობა, რომელმაც სულ ახლახან მიაღწია პოპულარობის პიკს? როგორც სხვა სახეობები, ეს ვაშლიც მდიდარია მინერალებითა და მიკროორგანიზმებით, თუმცა იგი გაცილებით ხრაშუნა და გემრიელია.

1 ცალი შავი ალმასისებრი ვაშლი $20-ად იყიდება, თუმცა მისი მოყვანა არავის სურს

ვაშლი "შავი ალმასი" - ვაშლის სახეობა ჰუა ნიუა. წარმოშიბით ახალი ზელანდიიდანაა და სასიამოვნო ტექსტურა აქვს. გარედან ვაშლი ბრილიანტივით ლამაზია და სახელიც სწორედ აქედან მიიღო. გასაოცარია, რომ ამ სახეობას არ სჭირდება განაყოფიერება, სიცივის მიმართ მედეგია და აქვს ბუნებრივი დაცვა პარაზიტებისა დ მწერებისგან.



მიუხედავად ამისა, ეს სახეობა იშვიათად ითვლება, რადგან მაღალმთიან რეგიონში, ზღვის დონიდან 3500 მეტრზე იზრდება. იგი დიდი რაოდენობით მზის სინათლესა და ულტრაიისფერ სხივებს მოითხოვს. ეს უნიკალური გეოგრაფიული თავისებურებები იდეალურ პირობებს ქმნის ვაშლის ამ სახეობის მოყვანისთვის.



2011 წელს, ფერმერებმა დაახლოებით 50 ჰექტრამდე ფართობის ვაშლის ბაღი გააშენეს. 2012 წელს მათ დარგეს ვაშლი, მომავალი 3 წლის განმავლობაში კი გულმოდგინედ მუშაობდნენ მის გასაზრდელად. ვაშლი "შავი ალმასი" ყოველწლიურად ხვდება ბაზარზე ოქტომბრის ბოლოს და თითქმის 2 თვის განმავლობაში იყიდება.

გარდა ამისა, შავი ვაშლის მხოლოდ 30% შეესაბამება ფერის სტანდარტებს. შესაბამისად, შავი ვაშლის წარმოების საერთო რაოდენობა უკიდურესად დაბალია.



თავისი იშვიათობისა და მაღალი ფასის დამსახურებით, იგი ფართო საზოგადოებისთვის პირველი არჩევანი არაა. ფერმერებმა იციან ამის შესახებ, ამიტომ უპირატესობას იმ ხილის მოყვანას ანიჭებენ, რომლებსაც უფრო მაღალი მოთხოვნა აქვთ.

შავი ვაშლის ორგანული წარმოების გამო, ჩინელმა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, ეს სახეობა ექსკლუზიურ საქონლად ექციათ. ისინი, ძირითადად, სასაჩუქრე შეფუთვებში, 6-8 ცალად იყიდება. ხოლო კლიენტებმა, რომლებსაც მათი შეძენა სურთ, შეკვეთა წინასწარ უნდა გააკეთონ.